Facebook Twitter

საქმე №ას-1770-2019

16 აპრილი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

განმცხადებლის მოთხოვნა – უსწორობის გასწორება

აღწერილობოთი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად; შპს „მ–ს“ (.......) დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605.75 ლარის (საგადახდო დავალება #1579520325, გადახდის თარიღი - 20.02.2020) 70% – 3224.02 ლარი;

აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა - განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად იქნა მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ შემთხვევაში განჩინებაში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის მითითებული კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი 20.02.2020, ნაცვლად თარიღისა 20.01.2020. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა შესწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: შპს „მ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605.75 ლარის (საგადახდო დავალება #1579520325, გადახდის თარიღი - 20.01.2020) 70% – 3224.02 ლარი;

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დაადგინა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაში დაშვებული უსწრობა და აღნიშნული განჩინების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

2. შპს „მ–ს“ (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605.75 ლარის (საგადახდო დავალება #1579520325, გადახდის თარიღი - 20.01.2020) 70% – 3224.02 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე

ზურაბ ძლიერიშვილი