საქმე №ას-97-2019 5 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების (ნ.ს–ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე) სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ.ს–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (საქმე #ას-97-2019).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში შეცდომით იქნა მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი, 2019 წლის 30 მარტის ნაცვლად, 2019 წლის 15 მაისი.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, „საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 15 მაისი“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 30 მარტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული „საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 15 მაისი“ უნდა გასწორდეს და მიეთითოს „საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 30 მარტი“.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე