Facebook Twitter

საქმე №ა-3352-შ-89-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჩ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჩ.კ–სა და ნ.ო–ს შორის 2015 წლის 27 აგვისტოს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №E 1026/2015) შეწყდა.

ჩ.კ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 29 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ჩ.კ–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით ჩ.კ–ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ჩ.კ–ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჩ.კ–სა და ნ.ო–ს შორის 2015 წლის 27 აგვისტოს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №E 1026/2015) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 29 დეკემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჩ.კ–ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩ.კ–სა და ნ.ო–ს შორის 2015 წლის 27 აგვისტოს ბონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი №E 1026/2015) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ე. გასიტაშვილი