Facebook Twitter

საქმე №ა-3213-შ-85-2021 14 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – პ.შ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.შ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით პ.შ–ასა და ნ.შ–ას შორის 2012 წლის 6 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო №06201230482) შეწყდა.

პ.შ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ პ.შ–ა საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივლისის განჩინებით პ.შ–ას შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ პ.შ–ას შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით პ.შ–ასა და ნ.შ–ას შორის 2012 წლის 6 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო №06201230482) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 15 მარტს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ.შ–ას შუამდგომლობა გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის პანკოვ/ვაისენზეეს რაონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც პ.შ–ასა და ნ.შ–ას შორის 2012 წლის 6 ივნისს საქართველოში, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო №06201230482) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ე. გასიტაშვილი