საქმე №ას-555-2021 16 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „შ....“
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი, გ.კ–ძე, ნ.უ–ა, დ.ჯ–ძე, თ.კ–ძე, თ.მ–ძე, ი.ჭ–ძე, ლ.კ–ძე, ნ.პ–ი, მ.ლ–ძე, მ.ბ–ი, მ.დ––ძე, მ.ტ–ი, ნ.ტ–ი, ნ.ა–ი, ნ.ა–ი, ნ.კ–ი, ს.მ–ი, ლ.ლ–ძე, ქ.ლ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და ხელშეკრულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „შ.... -მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ას მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „შ.... -ის“ მიმართ და მოითხოვეს იჯარის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება და თანხის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „შ....“-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრათ და ხელშეკრულება მოშლილად იქნა აღიარებული. ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და „შ.... “-ს გადაუხდელი ქირის - 4000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და მასზე დარიცხული საურავის - 240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს „შ.... “-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, 4.1, 4.2 პუნქტები შპს „შ.... “-ისთვის 4 240 აშშ დოლარისა და, ბაჟის სახით, 343 ლარის დაკისრების ნაწილში; გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ას შეგებებული სარჩელი შპს „შ.... “-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; შპს „შ....“-ს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ასთვის, დამატებით, 20 000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული საურავის დაკისრების ნაწილში; გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და 3.1 პუნქტები გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ასათვის შპს „შ.... “-ის სასარგებლოდ 5 000 აშშ დოლარის გადახდისა და, ბაჟის სახით, 455 ლარის დაკისრების 25 ნაწილში. შპს „შ....“-ის სარჩელი გ.ბ–ის, გ.კ–ძის, ნ.უ–ას, დ.ჯ–ძის, თ.კ–ძის, თ.მ–ძის, ი.ჭ–ძის, ლ.კ–ძის, ნ.პ–ის, მ.ლ–ძის, მ.ბ–ის, მ.დ––ძის, მ.ტ–ის, ნ.ტ–ის, ნ.ა–ის, ნ.ა–ის, ნ.კ–ის, ს.მ–ის, ლ.ლ–ძისა და ქ.ლ–ას მიმართ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს - გ.ბ–ს (პ/ნ .....), გ.კ–ძეს (პ/ნ ......), ნ.უ–ას (პ/ნ.....), დ.ჯ–ძეს (პ/ნ .....), თ.კ–ძეს (პ/ნ .....), თ.მ–ძეს (პ/ნ .....), ი.ჭ–ძეს (პ/ნ ......), ლ.კ–ძეს (პ/ნ .....), ნ.პ–ს (პ/ნ .....), მ.ლ–ძეს (პ/ნ ......), მ.ბ–ს (პ/ნ .....), მ.დ––ძეს (პ/ნ .......), მ.ტ–ს (პ/ნ ......), ნ.ტ–ს (პ/ნ ......), ნ.ა–ს (პ/ნ .....), ნ.ა–ის (პ/ნ ......), ნ.კ–ის (პ/ნ ......), ს.მ–ს (პ/ნ ......), ლ.ლ–ნიძეს (პ/ნ .....) და ქ.ლ–ას (პ/ნ .......) ქ.თბილისში, ....... №25-ში მდებარე მათ სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, ს/კ. ....., 182.30 კვ.მ. ფართის სარდაფის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალათ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „შ....-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
2021 წლის 18 ივნისს შპს „შ....-ის“ წარმომადგენელმა ვ.მ–მა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით შპს „შ.... -ის“ წარმომადგენელ ვ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა კასატორის ვ.მ–ს და ჩაბარდა 2021 წლის 29 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „შ.... -ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 25 ივნისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელ ვ.მ–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2021 წლის 29 ივნისს (ტ.4, ს.ფ.200). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 30 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივლისს, ვინაიდან 4 ივლისი იყო დასვენების დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „შ....-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი