საქმე №ას-378-359-2012 16 ივლისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ.ო–ძის (ჯ–ძე) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, საქმეზე ნ. ჯ–ძის სარჩელის გამო მოპასუხე ზ. ჯ–ძის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. ჯ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ზ. ჯ–ძის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით მაია ჯ–ძის საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ზ. და ნ. ჯ–ების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მხარეთ შორის დამტკიცდა მორიგება.
2021 წლის 8 ივლისს ნ.ო–ძის (ჯ–ძე) წარმომადგენელმა ს.კ–ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ო–ძის (ჯ–ძე) განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ო–ძის (ჯ–ძე) განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი