საქმე №ას-1870-2018 12 თებერვალი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ნინო ბაქაქური
კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.ჯ–ი”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით: - მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ს.მ–ძის სარჩელი შპს „ბ.ჯ–ის“ მიმართ მიუღებელი ხელფასის - 8043 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინებით: - ს.მ–ძის საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.მ–ძემ და მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება;
სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით: - ს.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; - გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისთვის დაუბრუნდა ფოთის საქალაქო სასამართლოს;
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება მოწინააღმდეგე მხარისთვის კასატორის სასარგებლოდ, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე შემდეგი გარემოებების გამო:
სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-31 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარეს ს.მ–ძეს, უნდა დაეკისროს, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 402,15 ლარის, კასატორის სასარგებლოდ გადახდა.
იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს არ გადაუწყვეტია კასატორისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით არ გადაუწყვეტია სახელმწიფო ბაჟის, დაკისრების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი განჩინება და მოწინააღმდეგე მხარეს ს.მ–ძეს, უნდა დაეკისროს, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 402,15 ლარის, კასატორის სასარგებლოდ გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-31 ნაწილით, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს.მ–ძეს (პ/ნ ......) შპს "ბ.ჯ–ის" (ს/კ ......) სასარგებლოდ დაეკისროს, შპს "ბ.ჯ–ის" მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 402.15 ლარის გადახდა;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური