Facebook Twitter

საქმე №ა-4937-შ-119-2020 12 აპრილი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ბ.ს.დ.ბ–ო

მოწინააღმდეგე მხარე – ე.დ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.დ–ს ბ.ს.დ.ბ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა (დენომინაციის გათვალისწინებით).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ.ს.დ.ბ–ომ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში, ექვემდებარება აღსრულებას;

ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე;

გ) ე.დ–ი საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს მარნეულის რაიონში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის მასალები მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები, თუმცა, სასამართლოსათვის მხარეს დადგენილ ვადაში რაიმე მოთხოვნით არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.დ–ს ბ.ს.დ.ბ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა (დენომინაციის გათვალისწინებით).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბ.ს.დ.ბ–ომ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში, ექვემდებარება აღსრულებას;

ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე;

გ) ე.დ–ი საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს მარნეულის რაიონში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმის მასალები მოწინააღმდეგე მხარეს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი წესით და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები, თუმცა, სასამართლოსათვის მხარეს დადგენილ ვადაში რაიმე მოთხოვნით არ მოუმართავს.

5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე- ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და დაქვემდებარების აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება აღსრულებას, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნეს, საკითხი ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ მხარეთა შეთანხმებას; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.დ–ს ბ.ს.დ.ბ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ს.დ.ბ–ოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის მოსკოვის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე.დ–ს ბ.ს.დ.ბ–ოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 726,91 ბელარუსული რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი