საქმე №ა-3773-შ-88-2020 12 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – პროცესის ხარჯების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ა.ა. ძე მ–ი ლ.ა. ასული ს–ოს მამაა, ამავე გადაწყვეტილებით ა.მ–ს განესაზღვრა შვილის მიმართ საალიმენტო ვალდებულება და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 143,05 რუბლის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექციამ და მოითხოვა ა.მ–ისათვის სახელმწოფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის წარმოების თაობაზე;
გ) ა.მ–ი საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს აფხაზეთში, სოფელ .....
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა ა.მ–ის ფაქტობრივი მისამართის თაობაზე. ხსენებულის პასუხად საკასაციო პალატას ეცნობა, რომ ა.მ–ი არ არის იძულებით გადაადგილებულ პირად რეგისტრირებული. საბოლოოდ, საკასაციო პალატამ 2020 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად (სსსკ-ის 78-ე მუხლი), მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექციის შუამდგომლობა 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ა.ა– ძე მ–ი ლ.ა. ასული ს–ოს მამაა, ამავე გადაწყვეტილებით ა.მ–ს განესაზღვრა შვილის მიმართ საალიმენტო ვალდებულება და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 143,05 რუბლის გადახდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექციამ და მოითხოვა ა.მ–ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
ბ) მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე;
გ) ა.მ–ი საქართველოს მოქალაქეა და ცხოვრობს აფხაზეთში, სოფელ .....
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე განცხადებით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე- ოფიციალური დოკუმენტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და დაქვემდებარების აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესვლამდე ექვემდებარება აღსრულებას, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნეს, საკითხი ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ მხარეთა შეთანხმებას; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.
6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექციის შუამდგომლობა პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა.მ–ის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 143,05 რუბლის გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბელარუსის რესპუბლიკის შემოსავლებისა და მოსაკრებლების სამინისტროს პერვომაისკის რაიონის ქ.მინსკის ინსპექციის შუამდგომლობა პროცესის ხარჯების დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა.მ–ის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 143,05 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი