Facebook Twitter

საქმე №ას-1194-2020 5 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი–ი .“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 22014 წლის 15 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდგომში „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ი–ი-.“-ს (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) შორის გაფორმდა N2.2/30/446 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“ ან „ნარდობის ხელშეკრულება“), რომლითაც განისაზღვრა ქ. თბილისში, ........ მდებარე N1 და N8 კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები.

2. ხხელშეკრულების ღირებულება (ყველა გადასახადის ჩათვლით) შეადგენდა 922 999.16 ლარს.

3. ხხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების პირობები, ვადა და ადგილი. სამუშაოების მიწოდების ვადა, სამუშაოთა წარმოების თითოეული ობიექტისთვის შესაბამისი კალენდარული გეგმა-გრაფიკების შესაბამისად, შეადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეს; ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელს უნდა წარედგინა და შემსყიდველთან შეეთანხმებინა დეტალურად განფასებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკი სამუშაოს მოცულობის მითითებით, კალენდარული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული დაწყებისა და დამთავრების ვადების შეუცვლელად.

4. ხხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა ვალდებულება აიღო, ხელშეკრულების 3.4 პუნქტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5. N№1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დაწყებიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით შესრულდა 564 480.16 ლარის ღირებულების სამუშაოები. სამუშაოს დაწყებიდან 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 556 314 ლარს.

6. 22015 წლის 11 სექტემბერს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელშიც მიეთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პროცესში (მიწისქვეშა კონსტრუქციების და კვანძების გახსნის შემდეგ) გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოებები, რის გამოც ცვლილება შევიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 68 626.4 ლარით გაიზარდა და 913 885.74 ლარის ნაცვლად, 982 512.14 ლარით განისაზღვრა. ამასთან, სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

7. ხხელშეკრულებით განსაზღრული სამუშაოები მიმწოდებელმა შეასრულა ხარვეზის გარეშე, ხოლო შემსყიდველმა მიიღო ისინი.

8. 22016 წლის 28 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული და დადასტურებულია ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ლაბორატორიის“ შესრულებული სამუშაოების“ აქტებით (ფორმა-2) წარდგენილი „ქ. თბილისში, ........ კვარტალი, N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები“ ხელშეკრულების პირობების მიხედვით. შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 695 786.23 ლარს, მათ შორის დღგ - 106 136.88 ლარს.

9. შშემსყიდველს მიმწოდებლისთვის არ აუნაზღაურებია ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილი, 98 252.03 ლარი.

10. ქქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2016 წლის 8 დეკემბრის წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის) ეკისრებოდა პირგასამტეხლო გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შეუსრულებელი ნაწილის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში 171 703.76 ლარს შეადგენდა.

11. 22017 წლის 6 თებერვალს მიმწოდებელმა 2016 წლის 8 დეკემბრის წერილის პასუხად აცნობა შემსყიდველს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალეული ქმედებით, ამასთან, მას უსაფუძვლოდ დაუკავდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა 98 252,03 ლარი, რომლითაც უნდა გაგრძელებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები. ამდენად, როგორც პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ასევე საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაქვითვა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.

12. მმოსარჩელის მოთხოვნა

12.1. შშემსყიდველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მიმწოდებლის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 171 703.92 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.

12.2. მმოსარჩელის განცხადებით, სამუშაოების ნაწილი მიმწოდებელმა შეასრულა ვადის დარღვევით, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, შეუსრულებელი სამუშაოების 0.5%.

13. მმოპასუხის პოზიცია

13.1. მმოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის გარემოებები, რომლებმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების შეფერხება და, საბოლოო ჯამში, შესრულების ვადის დარღვევა განაპირობა, მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგად წარმოიშვა, რამაც, პრაქტიკულად, სამუშაოების შეუსრულებელი ნაწილის შეჩერება გამოიწვია. შესაბამისად, ამ ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ, მოპასუხეს იმ ვადაზე ნაკლები ვერ დაუწესდებოდა, რომლის განმავლობაშიც სამუშაოების წარმოება შეჩერებული იყო. მოპასუხეს უფლება ჰქონდა ესარგებლა იმ გამოუყენებელი ვადით, რომლის განმავლობაშიც სამუშაოები მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეფერხდა.

14. შშეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა

14.1. მმოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის, 98 252.03 ლარის, მოსარჩელისთის დაკისრება მოითხოვა.

15. შშეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

15.1. შშეგებებულ სარჩელზე მოსარჩელემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება მის მიერ ანაზღაურებულია სრულად, რის გამოც, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

16. პპირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება

16.1. თთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრა 98 252.03 ლარის გადახდა.

17. მმოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

17.1. სსაქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

18. სსააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

18.1. თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

18.2. სსააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

18.3. სსასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებულ წერილებზე, რომლებითაც მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებების (მათ შორის, ავარიული შენობის მოსახლეობის მხრიდან დოულად არგანთავისუფლების) თაობაზე და ითხოვა შესაბამისი რეაგირება. სასამართლომ მხარეთა შორის 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული შეთანხების მიხედვით, ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პროცესში (მიწისქვეშა კონსტრუქციების და კვანძების გახსნის შემდეგ) გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოებები (კერძოდ, 77777 N8-ის გამაგრება-გაძლიერების დროს აუცილებელი გახდა შიდაკვარტალური საკანალიზაციო მილების შეცვლა, რის გამოც შეუძლებელი იყო მონოლითური რკინა-ბეტონის პილონ-დიაფრაგმების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებდა რაიონული გამგეობა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა 30 აგვისტოს; ასევე, აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება და დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაზედაც მიმწოდებელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დამატებით სამუშაოების ერთეულის ფასებზე, საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული მოცულობათა უწყისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების კორექტირებაზე და შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა), ასევე, ….. მე-8 კვარტლის, #1 კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების პროცესში აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება, რაზეც მიმწოდებელმა წარადგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული კორექტირებული მოცულობათა უწყისი და შესაბამისად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ერთეულის ფასების შეუცვლელად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეებმა 2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმებით ცვლილება შეიტანეს როგორც ხელშეკრულების სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვაში, ასევე შეცვალეს ხელშეკრულების შესრულების ვადა (სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით). ამასთან, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდიდა შემსყიდველს. ის გარემოება, რომ სამუშაოების შესრულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ობიექტურად შეუძლებელი იყო, დასტურდებოდა ასევე ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნითა და ი/მ „რ.მ–ძის“ დასკვნით. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სწორედ ობიექტური გარემოებების გამო წარმოიშვა ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელების საჭიროება.

18.4. სსააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, აღნიშნული გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას და ზიანის ანაზღაურების სახით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

18.5. რრაც შეეხება შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილშიც გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დაასკვნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის - 98 252.03 ლარის, მის მიერ გადაუხდელობის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხა გაიქვითა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოსარჩელისთვის საბანკო გარანტიის სახით გადასარიცხი თანხის ანგარიშში. აღნიშნულის დასადასტურებლად კი, იგი მოპასუხის 2017 წლის 6 თებერვლის #2 წერილზე მიუთითებს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესაგებლის შინაარსს და აღნიშნა, რომ მასში არსადაა მითითება ზემოაღნიშნულ წერილსა და მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვაზე, ხოლო სააპელაციო საჩივარში ახალ მტკიცებულებასა და გარემოებაზე მითითება სსსკ 219-ე, 380-ე მუხლების მიხედვით, მხარეს არ შეუძლია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა მასზე. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ თუნდაც იკვეთებოდეს აპელანტის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულების დაშვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, იგი მაინც ვერ მიიჩნეოდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფლებაზე უარის თქმის წინაპირობად, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვრის, რაც, თავისთავად, გამორიცხავს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით მის მიმართ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების შეწყვეტას.

19. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

19.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

19.2. კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-13 მუხლზე და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ კი, ისევე, როგორც საქალაქო სასამართლომ, ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის გვერდის ავლით სრულიად უსაფუძვლოდ, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის გამოგზავნილი წერილების საფუძველზე მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელებულად. შესაბამისად, უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა.

19.3. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღების მიღმა დატოვა ის საზოგადოებრივი ინტერესი, რომელსაც ზიანი მიადგა მოპასუხის ქმედებით (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულებით), ვინაიდან ხელშეკრულების საგანი საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები იყო. მიყენებული ზიანის კომპენსირებას კი ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, რომლის გადახდაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს.

19.4. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ დაეთანხმა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე წარდგენის თაობაზე მაშინ, როდესაც აღნიშნული დოკუმენტი მხარეს წარდგენილი ჰქონდა საქალაქო სასამართლოში და სასამართლო სხდომაზე ახსნა-განმარტების ეტაპზეც უთითებდა მასზე.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და მხოლოდ მოპასუხის მიერ წარდგენილი წერილების საფუძველზე მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა გაგრძელებულად.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს (იხ. სუსგ საქმე №ას-1117-1074-2016, 6 მარტი, 2017 წელი).

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედის ფაქტების დადგენა, არამედ იგი ამოწმებს მხოლოდ იმას, თუ რამდენად სწორად განახორციელა ეს პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

30. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

31. სასამართლოს, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი მტკიცების პროცესში შემოიფარგლება მტკიცების საგნის სწორად განსაზღვრით, მხარეთა შეჯიბრებითობის ხელმძღვანელობით, წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობა-განკუთვნადობის შემოწმებითა და შეკრებილ მტკიცებულებათა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესწავლა-ანალიზით, სწორედ მათ საფუძველზე ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა და იგი საფუძვლად დაედება მიღებულ გადაწყვეტილებას (სუსგ №ას-839-805-2016, 2017 წლის 6 მარტი).

32. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ფაქტი დაადგინა როგორც საქმეში წარდგენილი მოპასუხის წერილების (2015 წლის 20 მარტის, იმავე წლის 22 მარტის, 22 აპრილისა და 11 ივნისის წერილების, 2016 წლის 9 სექტემბრის, 28 სექტემბრის, 7 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის წერილების), ასევე მხარეთა შორის მიღწეული 2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხების საფუძველზე. მითითებულ წერილებზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელს წარმოეშვა სხვადასხვა მისგან დამოუკიდებელი ხელისშემშლელი გარემოებები, რის თაობაზეც დროდადრო ინფორმაციას აწვდიდა შემსყიდველს და ითხოვდა რეაგირებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 87-100), ხოლო 2015 წლის 11 სექტემბრის აქტით მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით ცვლილება შეიტანეს ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში და თავიდან განსაზღვრეს სამუშაოების მიწოდების ვადა, სწორედ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების შესრულების პროცესში გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რაც ხელშეკრულების დროულად შესრულებას უშლიდა ხელს (კერძოდ, შეთანხმებაში მითითებულია შემდეგი: „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პროცესში (მიწისქვეშა კონსტრუქციების და კვანძების გახსნის შემდეგ) გამოიკვეთა ხელშეკრულების პირობებით გაუთვალისწინებელი გარემოებები: კერძოდ, ......... N8-ის გამაგრება-გაძლიერების დროს აუცილებელი გახდა შიდაკვარტალური საკანალიზაციო მილების შეცვლა, რის გამოც შეუძლებელი იყო მონოლითური რკინა-ბეტონის პილონ-დიაფრაგმების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებდა რაიონული გამგეობა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა 30 აგვისტოს; ასევე, აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება და დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაზედაც მიმწოდებელმა წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დამატებით სამუშაოების ერთეულის ფასებზე, საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული მოცულობათა უწყისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების კორექტირებაზე და შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა. რაც შეეხება ვარკეთილის მე-3 მასივის, მე-8 კვარტლის, #1 კორპუსს, გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების პროცესში აუცილებელი გახდა სამუშაოთა მოცულობების ნაწილობრივი კორექტირება, რაზეც მიმწოდებელმა წარადგინა საპროექტო ორგანიზაციის მიერ დამოწმებული კორექტირებული მოცულობათა უწყისი და შესაბამისად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ერთეულის ფასების შეუცვლელად“) (იხ. ტ. 1. ს.ფ 46). ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულების შეუძლებლობა სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა საქმეზე წარდგენილი საექსპერტო და ი/მ „რ.მ–ძის“ დასკვნებით (იხ. ტ. 1. ს.ფ 101-108).

33. ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორს არცერთი ინსტანციის სასამართლოში არ წარუდგენია მათი გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულებაში მოპასუხის (მიმწოდებლის) არაბრალეულობის თაობაზე, რაც სსკ 401-ე მუხლის (ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული) შესაბამისად, გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას და უსაფუძვლოს ხდის წარდგენილ სარჩელს მიმწოდებლის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (სსკ 417-ე მუხლი).

34. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის მორიგ პრეტენზიას, რომელიც შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის (შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილის მოსარჩელისთვის დაკისრება) უსაფუძვლობას ეხება, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).

35. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია (და არც კასატორი ხდის სადავოდ), რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო შემსყიდველმა მიიღო სრულად და მასზე რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი, 98 252.03 ლარი, შემსყიდველს მიმწოდებლისთვის არ აუნაზღაურებია.

36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული თანხა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოსარჩელისთვის საბანკო გარანტიის სახით გადასარიცხი თანხის ანგარიშში გაიქვითა. მსგავსი მითითება მოსარჩელეს არც შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში აუსახავს (იხ. ტ. 1. ს.ფ 214-222) და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის რომელიმე ეტაპზე დაუფიქსირებია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში წარდგენილი მოპასუხის 2017 წლის 6 თებერვლის #2 წერილით დასტურდება მხარეთა შორის არსებულ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ფაქტი. სასამართლო ყურდღებას მიაქცევს აღნიშნული წერილის შინაარსს, სადაც მკაფიოდ და არაორაზროვნადაა მითითებული, რომ მოსარჩელის მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული საბანკო სახელშეკრულებო უზრუნველყოფის გარანტია 98 252.03 ლარი, რომლითაც უნდა მომხდარიყო სამუშაოთა გაგრძელება... ამრიგად, წერილიდან ჩანს, რომ მოპასუხე არათუ დაეთანხმა მხარეთა შორის არსებული რაიმე სახის ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას, არამედ, პირიქით, პრეტენზია გამოთქვა თანხის დაკავებაზე და მოითხოვა მისი დაბრუნება, ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გამოყენებაზე მიუთითა (იხ. ტ.1. ს.ფ 80).

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 401-ე, 629-ე, 648-ე-649-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე