საქმე №ა-1409-შ-29-2021 30 ივლისი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ზ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილებით მ.ჩ–სა და ე.ზ–ს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ზინსჰაიმის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 115/2013) გაუქმდა; 2018 წლის 4 მაისს დაბადებულ მხარეთა საერთო შვილზე - ი.ჩ–ზე მზრუნველობა გადაეცა მხოლოდ დედას; საპენსიო წილების გათანაბრება არ მომხდარა.
2. მ.ჩ–ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. 2021 წლის 1 აპრილს მ.ჩ–ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა. განცხადების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილების იმ ნაწილში ცნობას, რომლითაც მ.ჩ–სა და ე.ზ–ს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ზინსჰაიმის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 115/2013) გაუქმდა.
4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2020 წლის 22 სექტემბრიდან; განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენის საფუძველზე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ–სა და ე.ზ–ს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ზინსჰაიმის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 115/2013) გაუქმდა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ჩ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც მ.ჩ–სა და ე.ზ–ს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ზინსჰაიმის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 115/2013) გაუქმდა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაინჰაიმის რაიონული საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 2 ივლისის №1F 1497/20 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ჩ–სა და ე.ზ–ს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ზინსჰაიმის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 115/2013) გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი