Facebook Twitter

საქმე №ას-240-2021 11 ივნისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.კ–ძე, ნ.ო–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი მ.კ–ძესა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) და ნ.ო–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) შორის 2018 წლის 24 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების, მდებარე - ხარაგაულის რ-ნი, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი - 2621,00 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1 (ამორტიზებული), ს/კ ......, ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების მდებარე - ხარაგაულის რ-ნი, სოფელი ........., ს/კ ...... - მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 2 დეკემბრის №13 განკარგულებით დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის განცხადება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართით 2621 კვ.მ და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის რეგისტრაციაზე (1 ერთ. ამორტიზებული 120 კვ.მ), რომელიც მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ......, გაიცა საკუთრების მოწმობა.

3.2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების №24 მოწმობის საფუძველზე 2016 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე ს/კ ......

3.3. მოსარჩელემ 2018 წლის 8 აგვისტოს განცხადებით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძვლების შესწავლა და პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული საკუთრების მოწმობის გაუქმება იმსაფუძვლით, რომ უძრავი ქონება, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, მოსარჩელის ბაბუის ი.კ–ძის მფლობელობაში იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ქონებას თავად მოსარჩელე და მისი მამა - ვ.კ–ძე ფლობდნენ.

3.4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა მოსარჩელის 08.08.2018წ. განცხადება, ჩაატარა ადგილზე მოკვლევა, გამოკითხა სოფელ ......... მაცხოვრებლები, სხდომაზე მოუსმინა მხარეებს და დაადგინა, რომ პირველ მოპასუხეს არასოდეს უსარგებლია სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით და საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მომენტში საკუთრების უფლების აღიარების კომისია შეყვანილ იქნა შეცდომაში, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების დამალვის გზით. შესაბამისად, კომისიამ 2018 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით ბათილად ცნო პირველი მოპასუხის სახელზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2016 წლის 2 დეკემბერს გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობა.

3.5. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 3 აგვისტოს წარედგინა მოსარჩელის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე - ხარაგაულის რაიონი, სოფელი ........., მიწის ფართობი - 2621 კვ.მ.

3.6. სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობს დავა, კერძოდ უძრავი ქონება, რომელზეც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო რეგისტრაცია, ზედდებაში იყო პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან.

3.7. პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის, 2018 წლის 24 სექტემბერს, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისაგან 1000 ლარად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ხარაგაულის რ-ნი, სოფელი ........., ფართი - 2621 კვ.მ, ს/კ ...... მეორე მოპასუხე ნასყიდობის ობიექტის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში იმავე დღეს აღირიცხა.

3.8. მეორე მოპასუხე პირველი მოპასუხის ნათლულია.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

5. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა მოიხმო და განმარტა, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან ოჯახის სხვა წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები მოიხმო და განმარტა, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

7. განსახილველ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები - პირველი და მეორე მოპასუხეები- ნათესავები არიან, კერძოდ, მეორე მოპასუხე არის პირველი მოპასუხის ნათლული. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა ნათესაური კავშირი არ წარმოადგენს მისი ბათილად ცნობის საფუძველს, კერძოდ, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან ერთად უნდა არსებობდეს მთელი რიგი დადასტურებული გარემოებებისა, რომელთა ერთობლიობაშიც დადგინდება სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითობა.

8. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 24 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე 2018 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის საფუძვლების შესწავლა და პირველი აპელანტის სახელზე რიცხული საკუთრების მოწმობის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება, რომელზეც გაცემული იყო საკუთრების მოწმობა, მოსარჩელის ბაბუის ი.კ–ძის მფლობელობაში იყო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ქონებას თავად მოსარჩელე და მისი მამა - ვ.კ–ძე ფლობდნენ. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხორციელდა მოკვლევა, მათ შორის ჩატარდა სხდომა, სადაც კომისიამ მოისმინა მოდავე მხარეების პოზიციები და, საბოლოოდ, 2018 წლის 11 ოქტომბრის განკარგულებით, გაუქმდა პირველი აპელანტის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, თუმცა ამ დროისთვის პირველ მოპასუხეს უკვე გაფორმებული ჰქონდა ნასყიდობის ხელშეკრულება მეორე მოპასუხესთან. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე წარმოება მიმდინარეობდა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყო პირველი მოპასუხე.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ასევე, საქმეში წარმოდგენილ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის მოკვლევის აქტზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 170-174), რომლის მიხედვითაც სოფელ ......... ადგილობრივი მაცხოვრებლების გამოკითხვა მოხდა, რომელთა განმარტებებიდან დადგინდა, რომ პირველი მოპასუხე ბავშვობის შემდეგ სადავო მიწის ნაკვეთზე აღარ ყოფილა და აღნიშნულ ნაკვეთს არც მისი მამა ფლობდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა მოსარჩელის შვილი - თ.ჭ–ძე, რომელმაც განმარტა, რომ მოპასუხეთა ოჯახებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, რასაც ის ფაქტი ამყარებდა, რომ ერთ უბანში, დიღმის მასივში ცხოვრობდნენ და ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს (იხ. 25.06.2019წ. სხდომის ოქმი). ის ფაქტი, რომ აპელანტები ცხოვრობენ ერთ უბანში გვერდი-გვერდ კორპუსებში დასტურდება სააპელაციო საჩივარში მითითებული აპელანტების მისამართებიდანაც.

10. მხარეთა შორის წარმოშობილი დავის მოგვარების მიზნით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დაინიშნა მედიატორი - ქ.დ–ძე, რომელთან შეხვედრაც დაინიშნა 2018 წლის 10 სექტემბერს 14:00-14:30 საათზე და ამ შეხვედრის თაობაზე 2018 წლის 22 აგვისტოს წერილი გაეგზავნათ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის წერილით მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს ეცნობათ, რომ მომდევნო შეხვედრა მედიატორთან 2018 წლის 27 სექტემბერს 14:00-14:30 საათზე დაინიშნა, მაგრამ 24.09.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში დაჩქარებული წესით იმავე დღეს აღირიცხა, რაც სასამართლოს იმგვარი დასკვნის გამოტანის დამატებით საფუძველს უქმნის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურად გაფორმდა, რათა უძრავი ქონება გასულიყო პირველი მოპასუხის საკუთრებიდან, რომ შემდგომ მოსარჩელეს ვეღარ მოეხდინა ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა და პირველი მოპასუხისაგან უძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც პირველი მოპასუხის საკუთრების უფლებას საფრთხე ემუქრებოდა მოსარჩელის მხრიდან წამოწყებული არაერთი წარმოების საფუძველზე, რომელთა შესახებაც ცნობილი იყო პირველი აპელანტისთვის და სადავო უძრავი ქონების გასხვისება მოხდა დაჩქარებული წესით მესაკუთრის ნათესავზე, რომელთანაც აკავშირებს ახლო მეზობლურ-ნათესაური ურთიერთობა, არსებობს იმგვარი პრეზუმფციის დაშვების წინაპირობა, რომ მიწის ნაკვეთის სადავოობის შესახებ ცნობილი იყო ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარისთვის და მისი გაფორმების მიზანს წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენისთვის ხელის შეშლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეთა კეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი სწორედ აპელანტებს ეკისრებოდათ, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ განხორციელდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2018 წლის 24 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მოსაჩვენებლად , იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველია.

12. რაც შეეხება მოსარჩელის იურიდიული ინსტერესის არსებობას სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული შეფასება, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მხრიდან არ მოხდა მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება, მაინც არსებობს სსსკ-ის 180-ე მუხლით (სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს) გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ; იქედან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 სექტემბრის მოკვლევის აქტის (ტ. 1, ს.ფ. 170-174) თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში ფლობდა და ამუშავებდა მოსარჩელის ბაბუა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი - მოსარჩელის მამა ვ.კ–ძე, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ - თავად მოსარჩელე, ამასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2016 წლის 2 დეკემბერს გაცემული №24 საკუთრების უფლების მოწმობა. შესაბამისად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვის გზით მოახდინოს სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით არსებული უფლების რეალიზება.

13. აპელანტებმა (მოპასუეხეებმა) საკასაციო საჩივარი წარადგინეს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

13.1. კასატორთა განმარტებით, პირველი აპელანტის მიერ მეორე აპელანტზე გასხვისებული ქონება განსხვავდებოდა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ქონებისაგან.

13.2. saapelacio sasamarTlom, Tbilisis saqalaqo sasamarTlos msgavsad, gaiTvaliswina mowme T.W–Zis Cveneba, romelic nebismieri obieqturi SemfaseblisTvis warmoadgenda mikerZoebul da subieqtur mowmes, radgan მოწმე მოსარჩელის ქალიშვილია. Tbilisis saapelacio sasamarTlom gaiziara T.W–Zis Cveneba imasTan dakavSirebiT, rom მოპასუხეებს hqondaT axlo urTierToba, amasTan, am faqtobrivi garemoebis gasamyareblad sasamarTlom magaliTad moiyvana is, rom ისინი cxovroben erT ubanSi.

13.3. naTloba naTliisa da naTlulis ojaxis wevrebad CaTvlas mxolod saeklesio kanonebiT iTvaliswinebs da samoqalaqo kanonmdeblobasTan naTlobis instituts araviTari kavSiri ar aqvs. naTliasa da naTluls Soris iseTi axlo kavSiri, rogoric aqvT mamas, Svils da dedas, mxolod iSviaT SemTxvevebSi arsebobs da isic garkveuli garemoebebiT aris ganpirobebuli. mocemul SemTxvevaSi kasatorebi ki arian naTlia da naTluli da SeiZleba namdvilad cxovroben erT ubanSi, magram es ar ნიშნავს rom isini erTmaneTTan iseve axlos arian rogorc ojaxis wevrebi (magaliTad deda da Svili) da isini namdvilad ar uziareben erTmaneTs maT TiToeul gadawyvetilebas, Tundac qonebis SeZenasTan dakavSirebiT.

14. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგებისას ნების გამოვლენის ნამდვილობა.

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო გარემოებებთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 4-13 პუნქტებში ასახული მსჯელობა).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (შეად: სუსგ №ას-1483-2020, 19.03.2021 წ.).

24. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საქმის განხილვისას დაარღვიეს მხარეთა მტკიცების ტვირთის სტანდარტი და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორად გადაანაწილა. მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება. „მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი. ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას“ (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 56, ველი 4).

25. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

26. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე და 102-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე მითითებით ,,სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (მე-4 მუხლი); თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (102-ე მუხლი)“ განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა ვერ შესძლეს საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

27. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს, რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, დადასტურებული უნდა იყოს, რომ ორივე მხარე აღნიშნული მიზნით მოქმედებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხეების ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი, ასევე, ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ეტაპზე მეორე მოპასუხემ იცოდა, ან რაიმე წყაროზე დაყრდნობით, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო უძრავი ქონების სადავოობის თაობაზე. მოპასუხეებმა კი აღნიშნულის გაქარწყლება ვერ შეძლეს (შეად. სუსგ N ას- 1483-2020, 19.03.2020წ.).

28. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მოთხოვნის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით და მიუთითებს მასზე (იხ. წინამდებარე განჩინების 12-13 პუნქტები), რადგან მისი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით არსებითად გაუმჯობესდება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელეს მიეცემა შესაძლებლობა, შესაბამისი ორგანოსთვის მიმართვის გზით სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით არსებული უფლების რეალიზება მოახდინოს.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის და ნ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.კ–ძეს (პ/ნ .....) და ნ.ო–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ბ.ბ–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 აპრილი), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური