Facebook Twitter

საქმე №ას-611-2021 5 აგვისტო, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ლევან მიქაბერიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.ა–ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე – სს „ბ.ქ–უს“ სარჩელის გამო, ნ.ა–ის მიმართ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით, ნ.ა–ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მძიმე ეკონომიური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით, საპროცესო ვადა გაგრძელდა 10 დღით სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად უკვე გადახდილი 200 ლარის გამოკლებით, ხოლო 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, დამატებით 10 დღით სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად უკვე გადახდილი 550 ლარის გამოკლებით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ქ.უ–ს (იხ. მინდობილობა ტ.1 ს.ფ. 68-69) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 29 ივლისს ჩაბარდა მის თანამშრომელს - ლ.მ–ას (იხ. ჩაბარების დასტური).

2021 წლის 4 აგვისტოს, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ნ.ა–მა, რომელმაც განმარტა, რომ აღარ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებას, ვინაიდან უკვე დაფარა სს „ბ.ქ–უს“ მიმართ არსებული დავალიანება და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

სასამართლო მოხელე, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა კასატორს, რომელმაც განმარტა, რომ რადგან ბანკის მიმართ არსებული დავალიანება მის მიერ უკვე დაფარულია, აღარ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და სურს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. ნ.ა–ს დამატებით განემარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, ხოლო თავის მხრივ, მან დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას, უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება, მხარის განმარტება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, ნ.ა–ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში ნ.ა–ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით 2021 წლის 2 ივლისს გადახდილი 200 ლარი და 2021 წლის 19 ივლისს გადახდილი 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 374-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ა–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ნ.ა–ის საკასაციო საჩივარზე სს „ბ.ქ–უს“ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

2. ნ.ა–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი (საგადახდო დავალება №11146902523/ გადახდის თარიღი 02.07.2021) და გ.შ–ძის მიერ გადახდილი 350 ლარი (საგადახდო დავალება №24743519/ გადახდის თარიღი 19.07.2021).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე