საქმე №ა-1632-შ-36-2021
28 მაისი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ფ.
განხილვის საგანი – თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილებით თ.ფ–ში და ქ.ტ–ვა განქორწინდნენ.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 3 მაისს.
ქ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ვინაიდან გადაწყვეტილება მხარეების მიერ არ იქნა გასაჩივრებული იგი ძალაში შევიდა 2019 წლის 3 მაისს.
2020 წლის 1 აპრილს ქ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ.ფ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა მოსარჩელე თ.ფ–შმა.
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილებით თ.ფ–ში და ქ.ტ–ვა განქორწინდნენ.
შუამდგომლობაზე თანდართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ქ.ფ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქაჰრამანმარაშის მე-3 საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 26 აპრილის N2019/334 გადაწყვეტილება თ.ფ–შსა და ქ.ტ–ვას შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე