Facebook Twitter

¹ ბს-1500-26(ა-05) 30 ნოემბერი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე,

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 1 აპრილს დ. წ-ემ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლოში, მარტვილის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა გამგეობის სამხედრო განყოფილების .... თანამდებობაზე აღდგენა:

მარტვილის რ-ნის გამგებლის 2004წ. 31 მარტის ¹38 ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის 2004წ. 16 მარტის ¹105/5 წერილის შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სამხედრო განყოფილების .... დ. წ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მოსარჩელის მითითებით, იგი 2003 წლიდან მუშაობდა დაკავებულ თანამდებობაზე. მისმა განყოფილებამ წარმატებით შეასრულა 2003წ. საგაზაფხულო გაწვევის გეგმა, მაგრამ 2003წ. შემოდგომის გაწვევის გეგმა მხოლოდ 36%-ით შეასრულა, რაც გამოწვეული იყო გამგეობის მხრიდან დაუფინანსებლობით. მოსარჩელე წერილით მიმართავდა გამგებელს, სადაც სამხედრო გაწვევის ორგანიზების მიზნით ითხოვდა თანხასა და ავტომანქანას, ასევე მიმართავდა რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსს, მაგრამ დაფინანსება არ მომხდარა. მოსარჩელის განმარტებით, 2003წ. საშემოდგომო გაწვევის გეგმის შეუსრულებლობა იმ გარემოებამაც განაპირობა, რომ განყოფილებაში ადრე 9 თანამშრომელი მუშაობდა და გამგებლის ბრძანებით 2004წ. 2 თებერვლიდან მის გარდა ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა. გარდა დაუფინანსებლობისა, გაწვევის შეფერხება ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, ხოლო შემდეგ შობა-ახალიწ. დღესასწაულებმაც განაპირობა. მოსარჩელემ ყველა ზომა მიიღო საშემოდგომო გაწვევის კარგი ორგანიზებისათვის, მაგრამ ზემოაღნიშნული ობიექტური მიზეზების გამო გეგმა ვერ შესრულდა.

მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მისი დათხოვნის შესახებ მარტვილის რ-ნის გამგეობის 2004წ. 31 მარტის ¹38 ბრძანება და სამხედრო განყოფილების .... თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა, რადგან “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის თანახმად, მოქ.ეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია რ-ნის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვან. (გამგებელი), რომელიც იმავდროულად რ-ნის გამწვევი კომისიის თავმჯდომარეცაა.

მოპასუხე მარტვილის რ-ნის გამგეობამ სარჩელი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2003წ. საშემოდგომო გაწვევის ორგანიზების მიზნით, გამგეობამ გასწია 4649 ლარის ხარჯები და, ამდენად, მწირი დაფინანსების პირობებში, შეძლებისდაგვარად დააფინანსა გაწვევა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით დ. წირქვაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ პრეზიდენტის 2003წ. 17 მარტის ¹84 ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილების დებულების მე-3 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, მიიჩნია, რომ სამხედრო განყოფილების უფროსი წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისგებელია განყოფილების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის, ხოლო განყოფილების ძირითად ამოცანას სწორედ მოქ.ეთა სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წარმოადგენს.

მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. წირქვაძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. წ-ის სარჩელი და იგი აღდგენილ იქნა მარტვილის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

მარტვილის რ-ნის გამგეობამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 9 სექტემბრის ახალი გადაწყვეტილებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და დ. წ-ეს სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საკასაციო სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მარტვილის რ-ნის გამგებლის 2004წ. 31 მარტის ¹38 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დ. წ-ე გათავისუფლდა მარტვილის რ-ნის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან. ფაქტობრივად, დ. წ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის 2004წ. 16 მარტის წერილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ მარტვილის რ-ნის გამგეობამ ვერ უზრუნველყო სამხედრო ძალებში 2003წ. საშემოდგომო გაწვევის ორგანიზება და გაწვევის სახელმწიფო გეგმა-დავალება მხოლოდ 33%-ით შეასრულა. საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მარტვილის რ-ნის გამგებლის საკასაციო საჩივარი და განმარტა შემდეგი:

პრეზიდენტის 2003წ. ¹84 ბრძანებულებით დამტკიცებული ადგილობრივი მმართველობის სამხედრო განყოფილების დებულებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციაა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, მოქ.ეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება, რისთვისაც სამხედრო განყოფილებების დაფინანსება რ-ნის (ქალაქის) ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება. საქმეში წარმოდგენილი იყო მარტვილის რ-ნის გამგეობის 2004წ. 9 ივნისის ¹194 ცნობა, რომლის თანახმადაც, 2003 წელს მარტვილის რ-ნის გამგეობის სამხედრო განყოფილების დაფინანსებისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 4090 ლარი, ფაქტობრივად კი გაიხარჯა უფრო მეტი, 4649 ლარი. აღნიშნული თანხიდან 1050 ლარი მთლიანად მოხმარდა საგაზაფხულო გაწვევას.

საკასაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გაწვევის გეგმის შეუსრულებლობა სათანადო დაფინანსების არარსებობით იყო განპირობებული და მიიჩნია, რომ 2003წ. საშემოდგომო გაწვევის ორგანიზებისათვის მარტვილის რ-ნის გამგეობას 3559 ლარი ჰქონდა გამოყოფილი და აღნიშნული გეგმის შესრულების საშუალებას იძლეოდა.

საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ე.წ. საშემოდგომო გაწვევის ჩავარდნა გამოწვეული იყო მარტვილის რ-ნის გამგებლის 2004წ. 2 თებერვლის ¹21 ბრძანებით, რომლითაც შტატების შემცირების მოტივით სამხედრო განყოფილების ყველა თანამშრომელი დაითხოვეს, გარდა დ. წ-ისა, რის შედეგადაც 2 თებერვლიდან 18 თებერვლამდე, როცა გაწვევა მთავარ ფაზაში შედის, განყოფილებაში მხოლოდ მოსარჩელე მუშაობდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003წ. საშემოდგომო გაწვევა დაიწყო 2003წ. 10 ნოემბრიდან და დამთავრდა 2004წ. 26 თებერვალს. ამდენად, 2004წ. 2 თებერვლიდან 18 თებერვლამდე პერიოდი ემთხვეოდა საშემოდგომო გაწვევის დასრულებას და დ. წ-ესა და მის თანამშრომლებს მანამდე, 2003წ. 10 ნოემბრიდან, უნდა მიეღოთ ქმედითი ღონისძიებები საშემოდგომო გაწვევის სწორი ორგანიზებისათვის, გაწვევის დასრულებას არ უნდა დალოდებოდნენ და, შესაბამისად, სამხედრო განყოფილების თანამშრომლების დათხოვნა გაწვევის გეგმის შეუსრულებლობის გამამართლებელ მიზეზად ვერ იქნებოდა მიჩნეული. ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვეოდა, სამხედრო განყოფილებაში საშემოდგომო გაწვევის პერიოდში, საშტატო განრიგით გათვალისწინებული 4 თანამშრომლის ნაცვლად 9 თანამშრომელი მუშაობდა.

საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად, გამგებელი აღმასრულებელი ორგანოს მეთაურია და ზოგადად პასუხისმგებელია მთლიანად გამგეობისა და მისი განყოფილებების საქმიანობაზე. ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის “ო” ქვეპუნქტის მიხედვით კი გამგებელი ხელს უწყობს მოქ.ეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას, ხოლო სამხედრო გაწვევის სწორი ორგანიზების ფუნქცია და სამხედრო განყოფილების საქმიანობაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული “სამხედრო განყოფილების დებულების” მე-3 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო განყოფილების უფროსს ეკისრება, რომელიც განყოფილების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებაზე აგებს პასუხს. მოქ.ეთა სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება კი გამგეობის სამხედრო განყოფილების ძირითადი და არსებითი ფუნქციაა. ამდენად, საკასაციო პალატა არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საშემოდგომო გაწვევის არაორგანიზებისათვის მარტვილის რ-ნის გამგებლის პასუხისმგებლობის შესახებ და მიაჩნია, რომ სამხედრო გაწვევის გეგმის შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა სწორედ სამხედრო განყოფილების უფროს დ. წ-ეს და რ-ნის გამგებელს უნდა დაკისრებოდათ.

2005წ. 6 სექტემბერს დ. წ-ემ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება წარადგინა და საკასაციო სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების გაუქმება მოითხოვა. მან წარმოადგინა მარტვილის რ-ნის გამგეობის თავმჯდომარის 2004წ. 2 თებერვლის ¹21 ბრძანება, რომლითაც მარტვილის რ-ნის სამხედრო განყოფილების თანამშრომლები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. განმცხადებელმა განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო სხვა შინაარსის იმავე თარიღის ბრძანება თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ, მაშინ, როცა მას 2005წ. 25 აგვისტოს ხელში ჩაუვარდა იმავე თარიღისა და ნომრის ბრძანების სულ სხვა ასლი. განმცხადებელმა აღნიშნული ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია და, სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო დ. წ-ის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება დ. წირქვაძის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ მოპოვებული მარტვილის რ-ნის გამგეობის თავმჯდომარის 2004წ. 2 თებერვლის ¹21 ბრძანება, მართალია, მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც მისთვის საქმის განხილვისას ცნობილი არ იყო, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ბრძანება საქმის განხილვის დროსაც რომ ყოფილიყო მის მიერ სასამართლოში წარდგენილი, იგი მაინც არ გამოიწვევდა მოსარჩელე დ. წ-ისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებაში განმარტებულ მოსაზრებას, რომ უსაფუძვლო იყო დ. წ-ის მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მის მიერ სამხედრო გაწვევის გეგმის შეუსრულებლობა განპირობებული იყო იმით, რომ მარტვილის რ-ნის გამგეობის თავმჯდომარის 2004წ. 2 თებერვლის ¹21 ბრძანებით მისი ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მხოლოდ მის მიერ გაწვევის ორგანიზება შეუძლებელი აღმოჩნდა. საკასაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ საშემოდგომო გაწვევა დაიწყო 2003წ. 10 ნოემბერს და დასრულდა 2004წ. 26 თებერვალს და 2004წ. 2 თებერვლის ¹21 ბრძანებით თანამშრომელთა გათავისუფლება დ. წირქვაძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ იყო, ვინაიდან 2 თებერვლამდე საკმარისი დრო იყო გაწვევის ორგანიზებისათვის, მით უფრო, რომ ამ პერიოდში სამხედრო განყოფილებაში ნაცვლად 4-ისა, 9 თანამშრომელი მუშაობდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. წ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენს ისეთ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში გამოიწვევდა მოსარჩელისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 421-ე და 423-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.