Facebook Twitter

საქმე №ას-589-2020 9 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.ა–ი (აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ა.ა–ს (პ.ნ: ....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის მიერ 24.07.2020-ში საგადახდო დავალება N23930707 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (373 ლარის) 70% – 261.1 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

2. 2021 წლის 11 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, რომელმაც მოითხოვა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ აღნიშნა, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 372 ლარის ნაცვლად მითითებულია 373 ლარი, რის გამოც, ვერ ხერხდება სახელმწიფო ბაჟის ნაწილის კასატორისათვის დაბრუნება.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, რომელიც უნდა გასწორდეს, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით კასატორის მიერ გადახდილია 372.00 ლარი.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასწოროს განჩინებაში დაშვებული უსწორობა მხარეთა მოწვევის გარეშე.

6. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის №ას-589-2020 განჩინებაში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორდეს და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების ნაწილში დანაწესი - „ა.ა–ს (პ.ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის მიერ 24.07.2020-ში საგადახდო დავალება N23930707 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (373 ლარის) 70% – 261.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 “, შეიცვალოს შემდეგი დანაწესით - „ა.ა–ს (პ.ნ: ....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის მიერ 24.07.2020-ში საგადახდო დავალება N23930707 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (372 ლარის) 70% – 260.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ა–ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის №ას-589-2020 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და მასში მითითებული დანაწესი: - „ა.ა–ს (პ.ნ: ....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის მიერ 24.07.2020-ში საგადახდო დავალება N23930707 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (373 ლარის) 70% – 261.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 “, შეიცვალოს შემდეგი დანაწესით - „ა.ა–ს (პ.ნ: .....) უკან დაუბრუნდეს ლ.შ–ძის მიერ 24.07.2020-ში საგადახდო დავალება N23930707 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (372 ლარის) 70% – 260.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.“

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე