Facebook Twitter

ბს-1648-13-ა-04 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

განიხილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლსო ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობით ინაწილი:

2004წ. 14 ივლისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განიხილა ფინანსთა სამინისტრსო საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მსხვილგადამხდელთა ინსპექციისა და შპს “ა.-ის” მიმართ საგადასახადო დეპარტამენტისა და მსხვილგადამხდელთა ინსპქციის წერილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ნოემბრის განჩინება.

2004წ. 1 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომლითაც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა განცხადებაში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ბათუმის საგადასახადო ინსპექციიდან გამოგზავნილი იყო ცნობა და 2004წ. 7 ოქტომბრის ¹456 წერილი. ამ წერილზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ შპს “ა.-ის” ბათუმის ფილიალს საქონელი იმპორტირებული ჰქონდა უცხოეთიდან და, შესაბამისად, გადახდილი აქვს საბაჟო გადასახადი და დღგ. ხოლო იმპორტირებული საქონლის სათავო საწარმოსათვის შპს “ა.-ის” ბათუმის ფილიალის მიერ შემდგომში მიწოდებისას, გაწეულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, თანხა არ გადახდილა, რაც დაფიქსირებულ იქნა შესწავლის შედეგად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი განსჯადობით უნდ აგადაეგზავნოს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რადგან სსკ-ის 424-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათ აგამო საქმის წარმოების განახლებისშესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

ვინაიდან მოცემული დავა არსებითად განიხილა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ და 2002წ. 9 სექტემბერს მანვე გამოიტანა არსებითი გადაწყვეტილება, რაც უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის განჩინებით, ამიტომ სსკ-ის 424-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება, ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს, ვაკე-საბურთალოს რაიონულს სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსახილველად გადაეცეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;

2. განჩინების ასლები დადგენილი წესით გაეგზავნოთ მხარეებს;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.