საქმე №ას-988-2020 11 დეკემბერი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.კ.ა–ა" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ა.ნ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი სს „ს.კ.ა–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სადაზღვევო კომპანია) წინააღმდეგ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ 4 892.73 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. საქალაქო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
2.1. მოსარჩელე (რუსეთის მოქალაქე) 2018 წლის 8 სექტემბერს გადაადგილდებოდა საკუთარი ავტომანქანით: მარკა/მოდელი - KIA/KIA SPORTAGE, საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის NP356MO30, ქობულეთის მიმართულებით; ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას დაუზიანდა ავტომანქანა;
2.2. დაცვის პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა Skoda, სახ.ნომრით ...., რომელიც დაეჯახა მოსარჩელის ავტომანქანას, დაზღვეული იყო მოპასუხე კომპანიაში;
2.3. სადაზღვევო კომპანიის მითითების საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანა შესაფასებლად გადაყვანილ იქნა ქ. ბათუმში ..... ქ.101-ში მდებარე შპს ,,ე.ს–ში“, სადაც იგი დაათვალიერეს და სერვისის ფასები გამოითვალეს, რის შედეგადაც შედგა შეფასების აქტი 2860 ლარზე; შპს ,,ა.მ–მა“ ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანების აღდგენის ღირებულება 2000 ლარით განსაზღვრა;
2.4. სადაზღვევო კომპანიამ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელეს მიყენებული ზიანის 2000 ლარით ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა შეთავაზებული თანხა მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის;
2.5. მოსარჩელემ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას მიმართა დამოუკიდებელ აუდიტორს და დაზიანებული ავტომობილი შეაფასებინა. შპს “დ.შ. და ს.ე.ს–ოს“, აღმდგენი რემონტის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 03/10/2018/01 დაზიანებული ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული დეფექტების აღმოფხვრის ღირებულება (ცვეთის ჩათვლით) განისაზღვრა 121 882.61 რუბლით, ხოლო ცვეთის გარეშე 164 496.67 რუბლით;
2.6. მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის განსაზღვრისას სადაზღვევო კომპანია დაეყრდნო შპს ,,ე.ს–ის“ 18.09.18 წ. შეფასების აქტსა და შპს ,,ა.მ–ის“ 19.09.18 წ. ინვოისს;
2.7. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით და, ასევე, სასამართლო პროცესზეც, სარჩელი ნაწილობრივ - 2860 ლარის ფარგლებში ცნო და მოსარჩელის მიერ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მოთხოვნილი თანხის სრულად ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმა მოითხოვა;
2.8. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, დ.შ.ა და სასამართლო ექსპერტიზების სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომობილის გამოშვების წელია 2012, ნაწილების ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის (დეფექტების აღმოფხვრის ღირებულება) ოდენობა უნდა განისაზღვროს 121 882.61 რუბლის ეკვივალენტით - 4892.73 ლარით;
2.9. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 408-ე, 799-ე, 820-ე, 839-841-ე მუხლებითა და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებსა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციით“ (შემდეგში: მინსკის კონვენცია) იხელმძღვანელა;
2.10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო არაა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, რის შედეგადაც მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება, აენაზღაურებინა დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, დამზღვევის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; სადავო გარემოებაა მხოლოდ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა;
2.11. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სარჩელს ნაწილობრივ - 2860 ლარის ფარგლებში ცნობს, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3.2 მუხლი);
2.12. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა სამართლებრივი მოქმედების ფარგლები, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელის (მესამე პირის) მიმართ დამდგარი ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სარემონტო და აღდგენის ხარჯები უნდა განისაზღვროს ზიანის მომენტისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი;
2.13. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავი გაართვა მისი მტკიცების ტვირთს და დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის წინაპირობის არსებობა _ დაზიანებული ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის საჭირო მდგომარეობამდე აღდგენისათვის მოპასუხის მიერ შეთავაზებული თანხა ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის უფლების აღდგენას და ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელებულიყო სარჩელზე თანდართული, მოსარჩელის დაკვეთით მომზადებული დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების N03/10/2018/01 საექსპერტო დასკვნის შესაბამისად. ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო დასკვნაში ასახული ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით _ 121 882.61 რუბლის (4892.73 ლარის) და არა ცვეთის გარეშე განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების _ 164 496.67 რუბლის ეკვივალენტი ლარით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღება, ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
6. კასატორის განმარტებით, gasaCivrebuli gadawyvetileba ar Seesabameba kanonmdeblobis moTxovnebs da aris dausabuTebeli. saapelacio sasamarTloმ arasworad ganmarta minskis konvenciis pirveli muxlis pirvelი nawilი da ugulebelჰyo minskis konvenciis 42-e muxlis pirveli nawilis moTxovna. gadawyvetileba miRebuli da dasabuTebulia ruseTis federaciaSi (mis konkretul olqSi) moqmed fasebsa da normatiul bazaze dayrdnobiT da privilegirebul mdgomareobaSi ayenebs saqarTveloSi myof ruseTis moqalaqes saqarTvelos moqalaqeebTan mimarTebით, sadazRvevo kompaniis interesebis Selaxvis xarjze;
7. imis gaTvaliswinebiT, rom deliqturi valdebuleba saqarTvelos teritoriaze warmoiSva, misi odenobis gansazRvra unda moxdes qarTuli kanonmdeblobis Sesabamisad da ara rusuli kanonmdeblobis safuZvelze Sedgenili daskvniT. amasTan, sarCelSi TviTon mosarCele aRniSnavs, rom ruseTSi fasebi gacilebiT maRalia, vidre saqarTveloSi da samarTliania daangariSeba ganxorcieldes saqarTveloSi moqmedi fasebiT, rac sasamarTlom ugulebelჰyo;
8. marTalia, sadazRvevo kompania am SemTxvevaSi urTierTobaSi gamodis dazRveuli avtomanqanis mZRolis marTlsawinaaRmdego qmedebiT gamowveuli valdebulebebis Semsruleblad, magram, arc braleul pirs gaaCnia valdebuleba, aanazRauros ziani gazrdili odenobiT mxolod imis gamo, rom dazaralebuli ruseTSi wavida da iqauri fasebiT surs avtomanqanis aRdgena.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სადაზღვევო კომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799.1-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 839-ე (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო) და 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) მუხლები.
14.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა ზიანის ოდენობა, რაც შეეხება ფაქტს, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რის ანაზღაურებაზეც პასუხისმგებელი მოპასუხეა, მხარეთა შორის სადავო არ არის. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას სადაზღვევო კომპანია აღიარებს, თუმცა არა იმ ოდენობით, რაც მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია მინსკის კონვენციის არასწორად გამოყენებასა და რუსეთის ფედერაციაში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოცემულ შემთხვევაში, შეეძლო თუ არა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გამოეტანა.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის ნამდვილობას, იგი მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციაში მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი - ფასთა კალკულაცია არ შეესაბამება საქართველოში არსებულ ფასებს, რის გამოც მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება მის მიერვე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ოდენობით უნდა დაჰკისრებოდა. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს უარი უთხრა სავარაუდო კალკულაციის გადაცემაზე, მოსარჩელე კი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, რუსეთში დაბრუნდა და იმის გამო, რომ ხელმისაწვდომობა არ ჰქონდა საქართველოში არსებული ფასებით გამოთვლილ ინვოისზე, მან რუსეთში მომზადებული დასკვნა წარმოადგინა დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხის თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დამზადებულია ან დამოწმებულია სპეციალურად მასზე უფლებამოსილი პირის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი ფორმით და განმტკიცებულია გერბიანი ბეჭდით, სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მიიღება რაიმე სპეციალური მოწმობის გარეშე. დოკუმენტები, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განიხილება როგორც ოფიციალური დოკუმენტები, სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების მტკიცებულებითი ძალით.
18. რაც შეეხება, კასატორის პრეტენზიას მინსკის კონვენციის 42-ე მუხლის უგულებელყოფასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულებები, ხელშეკრულებებიდან და სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების გარდა, განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ქმედება ან დადგა სხვა გარემოება, რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით (იხ. ამ განჩინების მე-13 პუნქტი), ხოლო რაც შეეხება ზიანის ოდენობას, იგი განისაზღვრა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რადგან მოპასუხემ იგი ვერ გააქარწყლა და მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ვერ განაპირობა. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ერთი სახის მტკიცებულება წარდგენილი და შეფასებულია სსსკ-ის 162.2-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე.
19. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გაანგარიშებას ვერ შეუპირისპირა სათანადო მტკიცებულება, რომლითაც სასამართლოს დაარწმუნებდა მისთვის ზიანის მხოლოდ იმ ოდენობით დაკისრების მართლზომიერებაში, რაც მან შესაგებლით ცნო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.ა–ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.კ.ა–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 300 ლარიდან, 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება N759, გადახდის თარიღი 2020 წლის 15 აპრილი), 70% – 105 0\\ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე