Facebook Twitter

20 სექტემბერი, 2021 წელი

საქმე № ას-819-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - დ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ს–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - უძრავი ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.მ–ის წარმომადგენლებმა სარჩელი აღძრეს დ.ს–ძის მიმართ თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვეს - 1.1. დ.მ–ი ცნობილი იქნას, უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ..... (ს/კ .....) პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული 91 კვ.მ-დან - 3/14 ნაწილის მესაკუთრედ; 1.2. დ.მ–ი ცნობილი იქნას, უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ..... (ს/კ .....) პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული საერთო შესასვლელის 25 კვ.მ-დან - 3/14.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ დ.ს–ძესთან 1992 წლის 22 სექტემბერს პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა ქ. თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. შემდგომში დ.ს–ძემ შეიძინა ამავე მისამართზე გარკვეული ფართობი და დღეისათვის მის სახელზე ირიცხება 144,11 კვ.მ და არა დამატებით 9,74 კვ.მ.

3. თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით 1. დ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 1.1. დ.მ–ი ცნობილი იქნა, უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ....... (ს/კ ......) პრივატიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული 91 კვ.მ-დან - 3/14 ნაწილის მესაკუთრედ; 1.2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2. დ.მ–ს დაუბრუნდა ზ.მ–ის მიერ 2018 წლის 10 ოქტომბერს სს ,,ს.ბ–ში’’ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 3000 ლარიდან - 2316 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი:TRESGE22;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება დ.მ–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით დ.მ–ი ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, დ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2021 წლის 14 სექტემბერს კასატორის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე განაცხადეს უარი (ს.ფ. 287).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის წარმომადგენლის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, დ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. 2021 წლის 14 სექტემბერს კასატორის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საკასაციო საჩივარზე განაცხადეს უარი.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLVI თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

13. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმისწარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ის წარმომადგენლების შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება დ.მ–ის საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე დ.მ–ის სარჩელის გამო, დ.ს–ძის მიმართ და უძრავი ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე;

3. დ.მ–ს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს ხ.გ–ძის (პ/ნ: .....) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2020 წლის 5 ოქტომბრის N 3898009339 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე