საქმე №ას-672-2021 23 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა(ა)იპ „თბილისის №46 საბავშვო ბაგა-ბაღი,“ ა(ა)იპ „თბილისის №50 საბავშვო ბაგა-ბაღი,“ (ა)იპ „თბილისის №60 საბავშვო ბაგა-ბაღი“, ა(ა)იპ ნასაგურის საბავშვო ბაღი (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის 161-ე საბავშვო ბაგა-ბაღი) (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი აპელანტი)
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ე–ი“-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან თავდაპირველი მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის, ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღის, ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღისა და ა(ა)იპ ნასაგურის საბავშვო ბაღის (შემდეგში: ბაგა-ბაღები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა: 1. ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს: 20 126,1 ლარის გადახდა; საბანკო გარანტიის სახით მიღებული 3 333 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს - 1 600 ლარის გადახდა; 2. ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღს დაეკისროს: 9 960,85 ლარის გადახდა; საბანკო გარანტიის სახით მიღებული 1 821 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს - 693 ლარის გადახდა; 3. ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღს დაეკისროს: 4 339,85 ლარის გადახდა; საბანკო გარანტიის სახით მიღებული 730 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს - 360 ლარის გადახდა; 4. ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღს დაეკისროს: 21 337,9 ლარის გადახდა; საბანკო გარანტიის სახით მიღებული 4 025 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს - 1 680 ლარის გადახდა;
2. სარჩელი შემდეგ გარემოებებზე დაეფუძნა: 2017 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელესა და ა(ა)იპ „თბილისის N60 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მოპასუხისათვის 434 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 434 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან - 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის, 3 333 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 20 126.1 ლარის მომსახურება. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოსარჩელის 25.12.2017 წლის N15/12 წერილის პასუხად მოპასუხემ 11.01.2018 წლის N2 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 109.30 ლარი. შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“. სააგენტოს 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას - მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის N13-0117355174 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებული იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯებს აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოსარჩელე პროდუქტს იძენდა შპს „ა.წ–სა“ და შპს „ნ..“-სისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ დაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
3. 2017 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელესა და ა(ა)იპ „თბილისის N50 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მოპასუხისათვის 237 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო 237 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას, საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს” მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE017000503, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის 1821 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 9960.85 ლარის მომსახურება. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოსარჩელის 25.12.2017 წლის N15/12 წერილის პასუხად, მოპასუხემ 28.12.2017 წლის N32 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულებანი. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 596.88 ლარი. მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით განცხადებით მიმართა ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“. სააგენტოს 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის N13-0117355174 წერილის საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებული იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯებს აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა.წ–სა“ და შპს „ნ..“-სისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ დაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
4. 2017 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელესა და ა(ა)იპ „ნასაგურის საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მოპასუხისათვის 95 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 95 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს” მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE017000503, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის 730 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 4339.85 ლარის მომსახურება. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოსარჩელის 25.12.2017 წლის N15/12 წერილის პასუხად, მოპასუხემ 28.12.2017 წლის N04/049 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც მოსარჩელის მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 23.92 ლარი.მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით განცხადებით მიმართა ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“. სააგენტოს 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის N13-0117355174 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის #09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებული იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯებს აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა.წ–სა“ და შპს „ნ..“-სისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ დაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
5. 2017 წლის 14 სექტემბერს, მოსარჩელესა და ა(ა)იპ „N46 საბავშვო ბაგა-ბაღს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მოპასუხისათვის 524 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველყო 524 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღის მართვის სააგენტოს” მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GE017000503, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1. მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულებით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის 4025 ლარის ოდენობით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 21337.9 ლარის მომსახურება. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მოსარჩელის 25.12.2017 წლის N15/12 წერილის პასუხად მოპასუხემ 28.12.2017 წლის N4/გ-63 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც მოსარჩელის მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 131.96 ლარი. მოსარჩელემ, შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით, განცხადებით მიმართა ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“. სააგენტოს 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, შესაბამისად, არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება ჩაბარების გაფორმების წინაპირობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სასმახურის 21.12.2017 წლის N13-0117355174 წერილის საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 და 19 დეკემბრის N09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის N09/13262 წერილით ეცნობა, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებული იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯებს აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა.წ–სა“ და შპს „ნ..“-სისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც, მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა შედავება იმაში მდგომარეობდა, რომ მოსარჩელემ არსებითად დაარღვია ყველა მოპასუხეებთან მიმართებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც, ეცნობა მოსარჩელეს მოპასუხეთა მხრიდან. ამასთან, მოპასუხეემა მიუთითეს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შესული წერილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტი (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას.
7. იმავდროულად, მოპასუხეებმა წარადგინეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს: 1) შპს „ე–ს“ დაეკისროს ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ 34 602,10 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლო - 164 ლარი; 2) შპს „ე–ს“ დაეკისროს ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ 16 176,50 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლო - 74,34 ლარი; 3) შპს „ე–ს“დაეკისროს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ 30 774, 50 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლო - 135,95 ლარი; 4) შპს „ე–ს“ დაეკისროს ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღის სასარგებლოდ 7 191,4 ლარის გადახდა, ასევე, პირგასამტეხლო - 30,17 ლარი.
8. შეგებებული სარჩელი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ“ გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა GEO170000502/GEO170000503 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტთა მიმართ სხვა მოთხოვნებთან ერთად, დადგინდა პირობები, რომლის თანახმადაც მომსახურებისას გამოყენებული ყველი უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ხოლო კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%-ისა. ამასთან, ორივე ზემოაღნიშნული პროდუქტი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. მოპასუხე სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურებას უწევდა მოსარჩელეებს 2016 წლის 22 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც გაფორმდა 2016 წლის 29 ივლისს გამოცხადებულ GEO160000502/GEO160000503 შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში შპს „ე–ის“ გამარჯვების შედეგად. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის კარაქისა და ყველის შემადგენლობის მიმართ, როგორც 2017 წლის ისე 2016 წლის ხელშეკრულებებში წაყენებული იყო იდენტური მოთხოვნები. 2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების 1294 აღსაზრდელთა 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჯამში 800 002.56 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის დეტალები, მათ შორის, დადგინდა ყველისა და კარაქის მახასიათებლები და მიმწოდებლის ვალდებულება განუხრელად დაეცვა შეთანხმებული მენიუ და პროდუქტის შემადგენლობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა ა(ა)იპ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი კომპანია შპს „ე–ის“ გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. მიღებული შედეგების თაობაზე კი შედგენილ იქნა 2018 წლის 22 მაისის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობების დარღვევით მოპასუხისთვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა ჯამში 3 615 378 ლარი. მათ შორის მოსარჩელეების ჯამური წილი შეადგენს 88 744.10 ლარს. თავის მხრივ ვალდებულები გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებელი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მოსარჩელეთა მიერ კი ანაზღაურდა. ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველის თითოეული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული „პასტერიზებული რძისგან“. აღწერილ შემადგენლობაში მითითებულია: „აღდგენილი რძე“. შესაბამისად, ხელშეკრულებით მოთხოვნილი ყველი და შპს „ე–ის“ მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული „იმერული“ არ წარმოადგენს ერთი და იმავე პროდუქტს. აღწერილი დარღვევა ვლინდება მომსახურებისას გამოყენებულ კარაქთან მიმართებაშიც, ამ შემთხვევაში დარღვეულია კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობის პარამეტრი. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით დადგინდა, რომ ყველისა და კარაქის მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებასთან. აღნიშნული აქტის მე-4 მუხლის „ჰ37“ პუნქტი ადგენს, რომ ყველი არის „რძისგან დამზადებული პროდუქტი“. მოპასუხის მიერ გამოყენებული პროდუქტის „იმერულის“ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი მასა დამზადებულია აღდგენილი რძისგან ანუ გამოყენებული პროდუქტი არ არის ყველი, არა მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ 2017 წლის 1 ივლისიდან მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისადაც. ანალოგიურად, კარაქთან მიმართებაშიც, მომსახურების გაწევისას გამოყენებული პროდუქტის შემცველობა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით კარაქის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამართლებრივი განმარტებით, გამოყენებული პროდუქტი არ წარმოადგენს კარაქს. მოპასუხის მიერ მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ეტიკეტზე მწარმოებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა, საკითხის კვლევის ეტაპზე მიმართა სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N13-0117349452 წერილით და ითხოვა გამოყენებული პროდუქტის შემადგენლობის შესაბამისობის დადგენა, ხელშეკრულებით მოთხოვნილ პარამეტრებთან. წერილის დანართებად სააგენტოს მიეწოდა ხელშეკრულების ამონარიდი დანართი N1-ის მე-4 პუნქტის სახით და „იმერულის“ ეტიკეტი. სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N09/13005 წერილით შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს განემარტა, რომ წერილის დანართი წარმოდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს, ანუ მოსარჩელისათვის მომსახურების გაწევისას მოპასუხეს მოთხოვნილი მახასიათებლების ყველი არ გამოუყენებია. ყველთან მიმართებაში გამოვლენილი დარღვევიდან გამომდინარე, რისკის არსებობის გათვალისწინებით, შიდა აუდიტსა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა კვლავ მიმართა სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ 2017 წლის 19 დეკემბრის N13-01173532 წერილით და სხვა პროდუქტებთან ერთად მოითხოვა კარაქის დადგენილი მახასიათებლების გამოყენებულ პროდუქტთან შესაბამისობის დადგენა. პასუხად მიღებული 2017 წლის 19 დეკემბრის #09/13126 წერილით დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული „ნაღების კარაქის“ შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტითა და ხელშეკრულებით მოთხოვნილ კარაქის პარამეტრებს. მიღებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 44836.60 ლარი, ხოლო ყველის ნაწილში - 43 907.60 ლარი, ანუ ჯამში 88744.10 ლარი. ყველისა და კარაქის მწარმოებელი კომპანიები ადასტურებენ, რომ მათ მიერ შპს „ე–ისათვის“ მიწოდებული პროდუქცია მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში მიეწოდება ერთი და იგივე შემადგენლობით და აღნიშნული იდენტურია იმ მოცემულობასთან, რომელიც დატანილია პროდუქტის შეფუთვის ეტიკეტზე.
9. შეგებებულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით, შპს „ე–მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეების მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ე–ის“ მიერ მისაწოდებელი პროდუქტი „ყველი“ და რეალურად მიწოდებული პროდუქტი „ყველი“ წარმოადგენს ერთი და იგივე მახასიათებლების და შემადგელობის პროდუქტს. მათ შორის არ არის რაიმე განსხვავება ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლგიური მონაცემებით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში, 2017 წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილებების ამოქმედებამდე „ყველი“ მზადდებოდა აღდგენილი მშრალი რძისაგან, რისი გათვალისწინებით მოსარჩელის განცხადება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს. მოსარჩელე მხარეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შპს „ე–ის“ მიერ მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80%-ზე ნაკლებს. ამასთან გაუგებარია თუ რის საფუძველზე 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე დაყრდნობით მხარე ადასტურებს 2016-2017 წლებში ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო კარაქის მიწოდების ფაქტს.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ე–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:- ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღს შპს „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 20 126,1 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით 300 ლარის გადახდა; - ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღს შპს „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 9 960,85 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით, 300 ლარის გადახდა; - ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღს შპს „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 21 337,9 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით, 300 ლარის გადახდა; - ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღს შპს „ე–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 4 339,85 ლარის გადახდა; პირგასამტეხლოს სახით, 50 ლარის გადახდა; - შპს „ე–ი“-ს მოთხოვნა საბანკო გარანტიების გამოთხოვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 135,95 ლარის გადახდა. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 74,34 ლარის გადახდა. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 164 ლარის გადახდა. შპს „ე–ს“ ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით 30,17 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელები სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებეული სარჩელის უარყოფა, ხოლო მოპასუხეებმა (ბაგა-ბაღებმა) - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14. - 14.09.17წ.-სა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა N12954-14.09.2017 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო 434 სკოლამდელი აღსაზრდელის კვება და კვებითი მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 109 302,90 ლარი. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან - 10 დღის ვადაში; ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღი და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო; ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვანად შესრულებისათვის ან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის დეკემბრის თვეში თავდაპირველმა მოსარჩელემ მიაწოდა ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშო ბაღს 20 126,1 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2017 წლის 11 იანვარს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღმა მიმართა თავდაპირველ მოსარჩელეს წერილით და განუმარტა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც, მოითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა;
15. - 14.09.2017წ.-ს ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო 237 სკოლამდელი აღსაზრდელი კვება და კვებითი მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 59 688,45 ლარი. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან - 10 დღის ვადაში; ხელშეკრულების მე-6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღი და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო; ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვანად შესრულებისათვის ან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის დეკემბრის თვეში თავდაპირველმა მოსარჩელემ მიაწოდა ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღს 9 960,85 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2017 წლის 28 დეკემბერს ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღმა მიმართა შპს „ე–ის“ წერილით და განუმარტა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა, ჯამში - 596,88 ლარი;
16. 14.09.2017წ.-ს ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო 524 სკოლამდელი აღსაზრდელი კვება და კვებითი მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა131 969,40 ლარი. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან - 10 დღის ვადაში; ხელშეკრულების მე-6. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღი და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო; ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით, განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვანად შესრულებისათვის ან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის დეკემბრის თვეში ტავდაპირველმა მოსარჩელემ მიაწოდა ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღს 21 337,9 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2017 წლის 28 დეკემბერს ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღიმ მიმართა თავდაპირველ მოსარჩელეს წერილით და განუმარტა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა;
17. 14.09.2017წ.-ს ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველყო 95 სკოლამდელი აღსაზრდელი კვება და კვებითი მომსახურება აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 23 925,75 ლარი. ხელშეკრულების 9.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან - 10 დღის ვადაში; ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად, განახორციელებს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღი და ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო; ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ანდა არაჯეროვანად შესრულებისათვის ან ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. ხელშეკრულების 11.5 პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო, სახელშეკრულებო ღირებულების 0.1% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2017 წლის დეკემბრის თვეში თავდაპირველმა მოსარჩელემ მიაწოდა ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღს 4 339,85 ლარის ღირებულების პროდუქცია; 2017 წლის 28 დეკემბერს ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღმა მიმართა ტავდაპირველ მოსარჩელეს წერილით და განუმარტა, რომ მის მიერ მიწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც მოითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდა.
18. დადგენილია, როომ ოთხივე ხელშეკრულების თანდართული დოკუმენტი - დანართი N1 (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) ითვალისწინებს პროდუქტების ჩამონათვალს და მათ თვისობრივ მახასიათებლებს:
19. - ყველი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნი და გემოს გარეშე, სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს - 52%, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა - 40%, მარილი - 0,5%-1,5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილების #152; 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს. (იდენტურია ოთხივე ხელშეკრულების);
20. - კარაქი - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით, ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%. ხოლო, გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილების #152; 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს.(იდენტურია ოთხივე ხელშეკრულების).
21. 14.09.2017წ.-ის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველმა მოსარჩელემ წარადგინა საბანკო გარანტიები:
22. -2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო გარანტია BB.14.09/49. საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 3 333 ლარს; 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო გარანტია BB.14.09/169. საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 730 ლარს; 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო გარანტია BB.14.09/05. საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა შეადგენს - 1 821 ლარს; გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება - გარანტი, გარანტსა და პრინციპალს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული N12954-14.09.2017 ხელშეკრულების საფუძველზე, პრინციპალის თხოვნით კისრულობს გამოუთხოვად ვალდებულებას, ამ საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში, გადაუხადოს ბენეფიციარს ფულადი თანხა საგარანტიო თანხის ფარგლებში.(იდენტურია ოთხივე საბანკო გარანტიისას).
23. 2017წ-ის წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელემ წარუდგინა მოპასუხეს ანგარიშ- ფაქტურა 20 126,1 ლარის მოთხოვნით; ასევე, შეადგინა შედარების აქტი N4, სადაც მოპასუხის ვალდებულება განისაზღვრა ანალოგიურად 20 126,1 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობის მიერ.
24. 2017 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ წერილით ეცნობა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) არ იყო ხელშეკრულებით დადგენილი მახასიათებლების შესატყვისი. „...თქვენს დაქვემდებარებაში არსებულ საბავშვო ბაგა-ბაღში მოსარჩელის მიერ შემოტანილი პროდუქტი (ყველი და კარაქი), არ შეესაბამება საბავშვო ბაგა-ბაღსა და თავდაპირველ მოსარჩელეს შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით მოთხოვილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც თავდაპირველი მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები...“
25. ამ პირობების გათვალისწინებით ბაგა-ბაღებმა ბანკისაგან გაითხოვეს საბანკო გარანტიის თანხები: ·ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღმა - 3 333 ლარი ·ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღმა - 1 821 ლარი ·ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღმა - 4 025 ლარი ·ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღმა - 730 ლარი
26. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, კერძოდ, უდავო იყო, რომ მოსარჩელის მიერ ბაგა-ბაღებისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი.
27. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუქნტის „დ“ ქევეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი)არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე. მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. დადგენილია, რომ სადავო პროდუქტი „ყველი“ ფაქტობრივად მიწოდებულია, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ნედლეულითაა დამზადებული.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს მხარეთა ურთიერთმოთხოვნების სამართლებრივი მდგომარეობა (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობისსამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მოთხოვნის საფუძვლების სამართლებრივი შეფასებისა და გამოყენებისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ წესებს ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საგნის დამზადება/შესყიდვა ხდებოდა მიმწოდებლის მიერ, ხოლო შემდგომი მიღება/შესყიდვა შემსყიდველის მიერ (იხ. სსკ-ის 629-ე მუხლის მე-2 ნაწილი), უდავოა, რომ ნაკლიან შესრულებას (იხ. სსკ-ის 488-ე „1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. 2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლი მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ მუხლი) აქვს ადგილი.
29. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 490.1-ე (თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში), 491-ე (მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები“) და 492-ე (თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი) მუხლების საფუძველზე განმარტა, რომ უდავოდ დგინდება ვალდებულების ნაწილობრივ, არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც, დასახელებული სამართლებრივი მექანიზმით უნდა ესარგებლა მხარეს ნაკლის გამოსწორების, ხელშეკრულების მოშლის ან ფასის შემცირების მოთხოვნით, რაც საქმის მასალებით არ დგინდება.
30. იმაზე მითითება, რომ ერთიანი ხელშეკრულების კონტექსტში არ უნდა მოხდეს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შეფასება, რადგან, კონკრეტულად „ყველის“ მიწოდების ნაწილში ვალდებულება საერთოდ არ შესრულებულა, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან ერთიანი ვალდებულების, ამგვარი დაყოფის შემთხვევაში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად იქნება განხილული, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქოსამართლებრივ წესრიგს.
31. პროდუქტ „კარაქთან“ დაკავშირებით, პრეტენზიას რაც შეეხება, გაზიარებული იქნა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა. დამატებით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც, მეორე კასატორის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, უშუალოდ პროდუქტის კვლევასთან დაკავშირებით, რომლითაც დადასტურდებოდა პროდუქტის ხარისხის შეუსაბამობა შეთანხმებულ პირობებთან, ან მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, მხოლოდ ეტიკეტირების წესებზე მითითებით, პროდუქტის ნაკლიანად მიჩნევა უსაფუძვლდ იქნა მიჩნეული. უდავო იყო, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვის მიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებული იყო 80% (+/-0,5), ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდებოდ პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაში იყო მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
32. ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების განხილვის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც დადგენილია კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია.
33. სსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. დადგენილი იქნა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს. სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში უდავო იყო, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება.
34. რაც შეეხება ,,კარაქს’’, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
35. შპს ,,ე–ის“ პრეტენზიის პასუხად, გარანტიის გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), 881-ე (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე), 882-ე (საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, შესრულების გარანტია. დადგენილი იქნა, რომ მიმწოდებელმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის ფარგლებში არსებული შემსყიდველი მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო საბანკო გარანტიით.
36. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეწყვეტა, ავტომატურად არ იწვევს უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტას, რის გამოც კრედიტორი (ბენეფიციარი) ნებისმიერ დროსაა უფლებამოსილი გარანტისგან მოითხოვოს შესრულება. მეტიც, ბენეფიციარი, საგარანტიო თანხის მოთხოვნისას, გარანტორის წინაშე არაა ვალდებული დაასაბუთოს პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების უტყუარობა. მხოლოდ საგარანტიო პირობებთან შესაბამისობის კუთხით მოწმდება ბენეფიციარის მოთხოვნა. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.
37. დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ფულადი თანხების ურთიერთგაქვითვის თაობაზე მითითებაც. დადგენილი იქნა, რომ შემსყიდველმა, მიწოდებული პროდუქციის თანხა არ გადაიხდა. ამასთან, უდავოა, რომ შემსყიდველის პრეტენზიები მიწოდებული საქონლის საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე, როგორც ვალდებულების გარეშე გადახდილზე დაუსაბაუთებელია, შესაბამისად, მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, მისი გაქვითვის მოთხოვნა ვერ მოხდება სანაცვლო მოთხოვნის არარსებობის გამო.
38. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობით, შემსყიდველისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
40. მოცემულ საქმეში პირგასამტეხლოს მოთხოვნას ითვალისწინებდა, როგორც სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელი, თუმცა, განსხვავდებოდა მათი გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, თავდაპირველი მოსარჩელის შემთხვევაში, ჯარიმის მოთხოვნა დაფუძნებულია გადახდის ვადების გადაცილებით, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოიცავს არაჯეროვანი შესრულების ნაწილს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ არ უარყო თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა, ეს მოცემულობა არ გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულების შეფასებას, როგორც არაჯეროვნად. მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი არ წარმოადგენდა ყველს, როგორც ეს იყო გათვალისწინებული მოდავე მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს მოპასუხეებს გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ამ კუთხით, მართებული იყო, რომ მოსარჩელეს ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 135,95 ლარი, ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ - 74,34 ლარი. ·ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის სასარგებლოდ - 164 ლარი. ·ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღის სასარგებლოდ - 30,17 ლარი.
41. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს ასევე ეკისრებოდათ ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, გადაეხადათ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევა, კერძოდ, საპასუხო ვალდებულების ვადის გადაცილება კი, იწვევდა მის პასუხისმგებლობას საჯარიმო სანქციების შინაარსით. ამ კუთხით, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მიზანშეწონილად შეემცირებინა შპს „ე–ი“-ს მოთხოვნები პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც ა(ა)იპ თბილისის 60-ე საბავშვო ბაღის შემთხვევაში შეამცირა 1 600 ლარიდან - 300 ლარამდე; ა(ა)იპ თბილისის 50-ე საბავშვო ბაღის შემთხვევაში - 693 ლარიდან - 300 ლარამდე; ·ა(ა)იპ თბილისის 46-ე საბავშვო ბაღის შემთხვევაში - 1 680 ლარიდან - 300 ლარამდე; ·ა(ა)იპ თბილისის ნასაგურის საბავშვო ბაღის შემთხვევაში - 360 ლარიდან - 50 ლარამდე.
42. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების, თავდაპირველი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
43. კასატორები მიიჩნევენ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას, თუმცა, კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, რაც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ყველის საფასურის გადახდის ნაწილში მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს კასატორებისათვის ზიანის მიყენებას.
44. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. სასამართლო აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და შესაბამისად, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მერადე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება. კასატორები განმარტავენ, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ასევე მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.
45. კასატორები განმარტავენ შემდეგს: იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში, ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები, ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ..“-ის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორები უთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას (რომელზეც მითითება იქნა გაკეთებული სააპელაციო სასამართლოში თუმცა, მსჯელობა არ იქნა გაზიარებული გაუგებარი საფუძვლით), რომლის თანახმადაც, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (შეადრ: სუსგ 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). მაშასადამე, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
46. კასატორები განმარტავენ, რომ შემსყიდველის მიერ მოწვევა ოფერტზე წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნული განპირობებული იყო არა სატენდერო დოკუმენტაციის მოცულობაში გაზრდის მიზნით, არამედ, იმ ინტერესით, რომელიც სავალდებულოდ დაცული უნდა ყოფილიყო შესყიდვის განხორციელების შედეგად მიღებული შესრულებისას. ამ ინტერესს კი წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლება, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. შესაბამისად, ნებისმიერი კომპონენტის, თუნდაც ერთი ინგრედიენტის ცვლილება განაპირობებდა მთლიანი დღის რაციონში ცვლილებას. მისი ეფექტი კი რა თქმა უნდა არ არის მყისიერი, ხელშესახები და ვიზუალურად აღქმადი, რადგან აისახება მხოლოდ პერსპექტივაში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, და შედეგობრივად დიაგნოსტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც, დღის მენიუში ერთი კვების სრულიად ამოკლებით ბავშვების მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრა იქნებოდა შეუძლებელი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზიანი არ იარსებებდა. საბავშვო ბაგა-ბაღს კი ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. ეს ინტერესი კიდევ ერთი გარემოებაა, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად, სპეციალისტების ჩარვის გარეშე განეხორციელებინათ წინასწარ დადგენილი მახასიათებლის პროდუქტში ცვლილება, შეცვლილი პარამეტრების მქონე ყველის მაგვარი მასის შესყიდვა. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მოსარჩელემ კასატორებისთვის მომსახურების გაწევისას მოახდინა, წარმოადგენდა თვითნებობას და არსებული სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანოს მხრიდან ვერ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
47. კასატორებს მიაჩნიათ, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ განხორციელებულა მითითება. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვა პრეცედენტი ბავშვთა უფლებებისა და კერძოსამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისას, სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში სამოქალაქო ნორმების გარკვეული სახით ინტერპრეტაციის უპირატესობისა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ბავშვთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალებულებასთან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო ხელისუფლება.
48. კასატორები განმარტავენ, რომ რომ მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და კასატორებს მიეწოდებოდათ მზა კერძის სახით. ანუ, უშუალოდ პროდუქტთან კასატორებს შეხება არ ჰქონიათ. ეს გარემოება კი უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.
49. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ნაკლიანი შესრულებასას ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორებმა განახორციელეს სწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
50. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, ეს კასატორთათვის უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
51. კასატორები ყურადღებას ამახვილებენ სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორთა მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულების მოშლის პროცედურები. კასატორები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ ყველის გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულება. რა შესრულდა და რა ღირებულების, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური. ამის გათვალისწინებით, სასამართლო რა მიზნით განმარტავს მოშლის უფლების გამოუყენებლობის გარემოებებს, კასატორთათვის გაუგებარია.
52. სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ პროდუქტ კარაქთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ ყველთან მიმართებაში, კარაქის შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადადპროდუქტის კარაქად აღიარებას. ამასადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
53. კასატორები განმარტავენ, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება.
54. კასატორებს მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოც განმარტავს, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მხრიდან არ ხდება ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ ხდება საკუთარი უფლების რეალიზება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში, რაც გამორიცხავს მათ განზრახვას არ შეასრულონ ან ვადის დარღვევით შეასრულონ დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში ანგარიშსწორება.
სამოტივაციო ნაწილი:
55. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
56. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
57. საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი პრეტენზია შეეხება მიწოდებული პროდუქტის, კერძოდ, „ყველი იმერულის“ საფასურის გადახდის ნაწილში მოსარჩელე კომპანიის ვალდებულების არარსებობას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების იმგვარ დარღვევას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში უთანაბრდება ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა. ეს კი, განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში თავდაპირველი მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს ზიანის მიყენებას.
58. საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებისთვის მიწოდებული პროდუქტი ყველი „იმერული“ არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად პასტერიზებული რძისა დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. კასტორების პრეტენზია საფასურის გადახდის ვალდებულების არარსებობას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კომპანიას ბაღებისთვის მართლაც უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი) არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
59. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კომპანიის მხრიდან ბაღებისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული ყველი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს. თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაგა-ბაღებმა მოსარჩელე კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივინაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღეს და დანიშნულებით გამოიყენეს. ამასთან, ბაგა-ბაღებს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და ამ მიზეზით, არც ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვიათ.
60. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ნივთობრივი ნაკლის პროპორციულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის შემცირების წინაპირობების არსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს.
61. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ხოლო მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე, რაც დასტურდება, საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ..“-ის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან, შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა.
62. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციიის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
63. კასატორთა შემდგომი პრეტენზია წარმოდგენილია მოპასუხეებისათვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე. შესაბამისად, კასატორთა მოსაზრებით, მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
64. კასატორთა ზემოაღნიშნული პრეტენზია საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება იმ საფუძვლით, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია. უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაღებისთვისმიწოდებულ კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობა დa მითითებულია 80% (+/-0,5). ამ მოცემულობასა და საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილი მხასიათებლებთან.
65. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში, მოსარჩელე კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა და ამ ნაწილში, მოპასუხეებს, მსგავსად ყველი „იმერულის“ მიწოდების ნაწილში, არ წარმოეშობათ ფასის შემცირების მოთხოვნის უფლება.
66. რაც შეეხება კასატორთა შედავებას პირგასამტეხლოს ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ ნაწილშია წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია და არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა, შემდეგ გარემოებათა გამო:
67. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
68. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ: ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები სუსგ-ები №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
70. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
71. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
72. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
73. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 53-54), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მხარეებს ანიჭებს უფლებას, ერთმანეთის მიმართ არსებული მოთხოვნები გაქვითონ და ვალდებულება ისე შეწყვიტონ, კერძოდ, სსკ-ის 442 I მუხლის თანახმად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა.
74. ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე, გაქვითვა მიმართულია მსგავსი მოთხოვნების გამარტივებულ შესრულებაზე გაქვითვა ითვალისწინებს დამოუკიდებელი მოთხოვნების არსებობას.
75. საკასაციო პალატა განამრტავს, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვითვისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინაპირობების არსებობა: 1) საპასუხო მოთხოვნების არსებობა; გაქვითვის პირველი სავალდებულო წინაპირობაა, რომ ორ პირს ერთმანეთის მიმართ ეკისრებოდეს ვალდებულების შესრულება, ე.ი. თითოეული მათგანი ერთდროულად კრედიტორიც უნდა იყოს და მოვალეც. მოთხოვნის მოვალე უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის კრედიტორი, ხოლო მოთხოვნის კრედიტორი კი უნდა იყოს საპირისპირო მოთხოვნის მოვალე. ამგვარად, უნდა არსებობდეს საპასუხო მოთხოვნები ( ურთიერთმოთხოვნები). აუცილებელია ასევე, რომ ორივე ეს მოთხოვნა არსებობდეს გაქვითვის შესახებ გამცხადების გაკეთების მომენტში. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისათვის დამდგარი უნდა იყოს ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა, თუმცა სსკ-ის 442 II მუხლი გამონაკლისის სახით ითვალისწინებს ვალდებულებათა გაქვითვას იმ შემთხვევაშიც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ამ მოთხოვნის მქონე მხარს უჭერეს გაქვითვას. 2) ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით ვალდებულების შეწყვეტის აუცილებელი წინაპირობაა მსგავსი საპასუხო მოთხოვნების არსებობა. 3) იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, მოთხოვნა უნდა აკმაყოფილებდეს ნამდვილობის პირობებს, კერძოდ: ა) საპასუხო მოთხოვნა რეალურად უნდა არსებობდეს; ბ) ეს მოთხოვნა უნდა იყოს უდავო; გ) როგორც წესი, დამდგარი უნდა იყოს საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა.
76. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას, განსახილველ შემთხვევაში ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობის შესახებ.
77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალურიან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
78. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება (იხ., სუსგ-ები Nას-959-2019, 16.10.2019წ.; Nას-951-2020, 18.02.2021წ.; Nას-174-2020, 17.06.2020.)
79. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
80. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „თბილისის №46 საბავშვო ბაგა-ბაღის,“ ა(ა)იპ „თბილისის №50 საბავშვო ბაგა-ბაღის,“ (ა)იპ „თბილისის №60 საბავშვო ბაგა-ბაღის“, ა(ა)იპ ნასაგურის საბავშვო ბაღის (უფლებამონაცვლე ქ. თბილისის 161-ე საბავშვო ბაგა-ბაღი) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორს ა(ა)იპ „თბილისის №46 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 200008188) უკან დაუბრუნდეს 16.03.2021წ.-ს საგადასახადო დავალება N1615895278 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2812 ლარი) 1968.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. კასატორს ა(ა)იპ „თბილისის №50 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 209472578) უკან დაუბრუნდეს 16.03.2021წ.-ს საგადასახადო დავალება N1615895135 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1321.90 ლარი) 925.33 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკისკოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. კასატორს (ა)იპ „თბილისის №60 საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 200008204) უკან დაუბრუნდეს 16.03.2021წ.-ს საგადასახადო დავალება N1615898509 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2560.10 ლარი) 1792.07 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. კასატორს ქ. თბილისის 161-ე საბავშვო ბაგა-ბაღს (ს.კ: 206285660) უკან დაუბრუნდეს 16.03.2021წ.-ს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (579.10 ლარი) 405.37 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი