Facebook Twitter

საქმე №ა-3218-შ-74-2020 21 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული განჩინებით, ი–ვა (მ–ვა) ქ.რ–თან კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩა განუხილველად.

2021 წლის 16 სექტემბერს, საკასაციო სასამართლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განცხადებით მომართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ და მოითხოვა ზემოხსენებულ განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების მიღების თარიღად მითითებულია 2020 წლის 28 იანვარი ნაცვლად 2021 წლის 28 იანვრისა.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2021 წლის 28 იანვრის №ა-3218-შ-74-2020 განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინების მიღების თარიღად ნაცვლად 2020 წლის 28 იანვრის ნაცვლად მიეთითოს 2021 წლის 28 იანვარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9 ივნისის №ა-3218-შ-74-2020 განჩინებაში დაშვებული უსწორობა;

2. განჩინების მიღების თარიღად 2020 წლის 28 იანვრის ნაცვლად მიეთითოს 2021 წლის 28 იანვარი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე