საქმე №ა-3938-შ-107-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ა–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–დუ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილებით, ე.ს–დუსა და ა.ა–ნს შორის, 2007 წლის 22 დეკემბერს, საქართველო/რუსთავის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი Nr19, ნაწილი E3, წელი: 2008) გაუქმდა.
2. ა.ა–ნის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 28 ივნისიდან.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო წარმომადგენლით. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ა.ა–ნის შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილებით, ე.ს–დუსა და ა.ა–ნს შორის, 2007 წლის 22 დეკემბერს, საქართველო/რუსთავის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი Nr19, ნაწილი E3, წელი: 2008) გაუქმდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 28 ივნისიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ა–ნის შუამდგომლობა გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მიუნხენის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის (საქმე №553 F 2558/13) გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმებულ იქნა ე.ს–დუსა და ა.ა–ნს შორის, 2007 წლის 22 დეკემბერს, საქართველო/რუსთავის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი Nr19, ნაწილი E3, წელი: 2008).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე