საქმე №ა-3870-შ-105-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ღ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–დი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილებით, ე.ღ–ძესა და ა.პ–დისს შორის, 2009 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში/თბილისში შესაბამისი მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. ე.ღ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო უფლებამოისლი წარმომადგენლით. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, ე.ღ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილებით, ე.ღ–ძესა და ა.პ–დისს შორის, 2009 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში/თბილისში შესაბამისი მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. იგი საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო უფლებამოისლი წარმომადგენლით. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ღ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საბერძნეთის, თესალონიკის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის (საქმე №13156/2019) გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ღ–ძესა და ა.პ–დისს შორის, 2009 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში/თბილისში შესაბამისი მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე