საქმე №ა-2251-შ-49-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
შუამდგომლობის ავტორი – დ.ს.ს. ,,ა-ბ“
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ვ–ძე
სააღსრულებო წარწერა (ფურცელი), რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერის (ფურცელის) მიხედვით, ამოღება წარმოებს უდავო წარმოების წესით სააღსრულებო ამონაწერის საფუძველზე რ.ვ–ძისგან (მცხოვრები მისამართზე: მინსკის ოლქი, მინსკის რაიონი, აგროქალაქი სენიცა, ....., ბინადრობის მოწმობა OI0071097, გაცემის თარიღი 30.07.2012, გაცემული მინსკის შსრს მინსკის ოლქში, საინდენტიფიკაციო ნომერი ........) ღია სააქციო საზოგადოება არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ის“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: 220018, ქალაქი მინსკი, ......, გან 807000056) ანგარიში 3819521329607, 10.10.2015 წლიდან 07.03.2016 წლამდე პერიოდში წარმოქმნილი ძირითადი თანხის 1422 რუბლისა და 15 კაპიკის გადაუხდელობით, ვადაგასული დავალიანების პროცენტის გადახდის მიხედვით, თანხით 430 რუბლი და 83 კაპიკი, გადაუხდელი პირგასამტეხლო თანხით 48 რუბლი, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრედიტის მიმღებისაგან მიუღებელი პროცენტი თანხით - 215 რუბლი და 92 კაპიკი. მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯები სააღსრულებო ამონაწერის შესასრულებლად თანხით 105 რუბლი და 85 კაპიკი ამოღებულ იქნას მის სასარგებლოდ. ამოღებას დაქვემდებარებულ საერთო თანხას შეადგენს 2222 რუბლი და 75 კაპიკი.
2. საქმეში არსებული ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბს მიმართვით დგინდება, რომ ეროვნული ბს მმართველობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №414) ცვლილებებისა და დამატებების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ, 2018 წლის 14 აგვისტოს დსს ,,ა-ბსა" და ღსს არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ის" აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეტანილ იქნა დსს ,,ა-ბს" წესდებაში (ოქმი №6) და დსს ,,ა-ბ–ს" მიუერთდა ღსს არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ი".
3. 2019 წლის 20 დეკემბრის მინსკის რაიონის იძულებითი აღსრულების განყოფილების დადგენლების თანახმად, სადაც მოვალეა რ.ვ–ძე, ხოლო მოსარჩელე დ.ს.ს. ,,ა ბ", აღსასრულებელი დოკუმენტი კი 2017 წლის 27 აპრილის სააღსრულებო წარწერაა დგინდება, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) არ აღსრულებულა, ვინაიდან მოვალე ცხოვრობს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ, საქართველოში.
4. დ.ს.ს. ,,ა-ბ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერის (ფურცელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, დ.ს.ს. ,,ა-ბს“ შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც ჩაჰბარდა მის ძმას - რ.ვ–ძეს.
6. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერის (ფურცელის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
10. ამავე კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.
11. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
12. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
13. უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.
14. „მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.
15. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
17. ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერის (ფურცელის) მიხედვით, ამოღება წარმოებს უდავო წარმოების წესით სააღსრულებო ამონაწერის საფუძველზე რ.ვ–ძისგან (მცხოვრები მისამართზე: მინსკის ოლქი, მინსკის რაიონი, აგროქალაქი სენიცა, ......, ბინადრობის მოწმობა OI0071097, გაცემის თარიღი 30.07.2012, გაცემული მინსკის შსრს მინსკის ოლქში, საინდენტიფიკაციო ნომერი ......) ღია სააქციო საზოგადოება არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ის“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: 220018, ქალაქი მინსკი, ....., გან 807000..) ანგარიში 3819521329607, 10.10.2015 წლიდან 07.03.2016 წლამდე პერიოდში წარმოქმნილი ძირითადი თანხის 1422 რუბლისა და 15 კაპიკის გადაუხდელობით, ვადაგასული დავალიანების პროცენტის გადახდის მიხედვით, თანხით 430 რუბლი და 83 კაპიკი, გადაუხდელი პირგასამტეხლო თანხით 48 რუბლი, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრედიტის მიმღებისაგან მიუღებელი პროცენტი თანხით - 215 რუბლი და 92 კაპიკი. მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯები სააღსრულებო ამონაწერის შესასრულებლად თანხით 105 რუბლი და 85 კაპიკი ამოღებულ იქნას მის სასარგებლოდ. ამოღებას დაქვემდებარებულ საერთო თანხას შეადგენს 2222 რუბლი და 75 კაპიკი.
18. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოა, რომ ეროვნული ბს მმართველობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება (2018 წლის 14 სექტემბრის დადგენილება №414) ცვლილებებისა და დამატებების სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ, 2018 წლის 14 აგვისტოს დსს ,,ა-ბს" და ღსს არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ის" აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეტანილ იქნა დსს ,,ა-ბს" წესდებაში (ოქმი №6) და დსს ,,ა-ბ–ს" მიუერთდა ღსს არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ი".
19. 2019 წლის 20 დეკემბრის მინსკის რაიონის იძულებითი აღსრულების განყოფილების დადგენლების თანახმად, სადაც მოვალეა რ.ვ–ძე, ხოლო მოსარჩელე დ.ს.ს. ,,ა ბ", აღსასრულებელი დოკუმენტი კი 2017 წლის 27 აპრილის სააღსრულებო წარწერაა დგინდება, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) არ აღსრულებულა, ვინაიდან მოვალე ცხოვრობს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, კერძოდ, საქართველოში.
20. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
21. წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), შესაბამისად, შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ს.ს. ,,ა-ბს“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერის (ფურცელის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის, მინსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ე.დ–ოს მიერ 2017 წლის 27 აპრილს გაცემული №4-510 სააღსრულებო წარწერა (ფურცელი), რომლის თანახმად, ამოღება წარმოებს უდავო წარმოების წესით სააღსრულებო ამონაწერის საფუძველზე რ.ვ–ძისგან (მცხოვრები მისამართზე: მინსკის ოლქი, მინსკის რაიონი, აგროქალაქი სენიცა, ......, ბინადრობის მოწმობა OI0071097, გაცემის თარიღი 30.07.2012, გაცემული მინსკის შსრს მინსკის ოლქში, საინდენტიფიკაციო ნომერი .....) ღია სააქციო საზოგადოება არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო ორგანიზაცია ,,ჰ.კ–ის“ სასარგებლოდ (ადგილსამყოფელი: 220018, ქალაქი მინსკი, ...., გან 807000056) ანგარიში 3819521329607, 10.10.2015 წლიდან 07.03.2016 წლამდე პერიოდში წარმოქმნილი ძირითადი თანხის 1422 რუბლისა და 15 კაპიკის გადაუხდელობით, ვადაგასული დავალიანების პროცენტის გადახდის მიხედვით თანხით 430 რუბლი და 83 კაპიკი, გადაუხდელი პირგასამტეხლო თანხით 48 რუბლი, საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრედიტის მიმღებისაგან მიუღებელი პროცენტი თანხით - 215 რუბლი და 92 კაპიკი. მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯები სააღსრულებო ამონაწერის შესასრულებლად თანხით 105 რუბლი და 85 კაპიკი ამოღებულ იქნას მის სასარგებლოდ. ამოღებას დაქვემდებარებულ საერთო თანხას შეადგენს 2222 რუბლი და 75 კაპიკი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე