Facebook Twitter

საქმე №ას-825-2021 3 აგვისტო, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – ზ.პ–ძე, ნ.ბ–ი, შ.ო–ნი, ვ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ–ი"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ის“, ი.ყ–ის, გ.ქ–ის, მ.ძ–ას, ა.ხ–ას, ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, ვ.კ–ძის, შ.ო–ნის, ი.ქ–ძის, მ.ხ–ის, ნ.ქ–ძის, თ.კ–ის, გ.თ–ას, თ.ჩ–ძის, ვ.ჩ–ძის, მ.ჩ–ძის, გ.თ–ასა და მ.ქ–ას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ის“, ი.ყ–ს, გ.ქ–ს და მ.ძ–ას, სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 695 504,80 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 619 139,10 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 76365,70 აშშ დოლარი;

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებები:

1.2.1. ა.ხ–ას (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ......, სადარბაზო 1, სართული 0, ბინა N4ბ, საკადასტრო კოდი N ......;

1.2.2. ამხანაგობა ,,მ–ის“ (ს/კ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ა) ქ. თბილისი, ....., სადარბაზო 2, სართული 1, ბინა N5ა, საკადასტრო კოდი N .....; ბ) ქ. თბილისი, ...... ქუჩა N17, სადარბაზო N3 სართული N9, ბინა N99, საკადასტრო კოდი N .....; გ) ქ. თბილისი, ......, სადარბაზო N4, სართული N12, ბინა N273, საკადასტრო კოდი N.....; დ) ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი N45, საკადასტრო კოდი N .....; ე) ქ. თბილისი, ......, ავტოსადგომი N1, საკადასტრო კოდი N.....; ვ) ქ. თბილისი, ......, ავტოსადგომი N9, საკადასტრო კოდი N ........; ზ) ქ. თბილისი, ....., ავტოსადგომი N12, საკადასტრო კოდი N .....; თ) ქ. თბილისი, ......, ავტოსადგომი N18, საკადასტრო კოდი N .........; ი) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი N24, საკადასტრო კოდი N .......; კ) ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი N26, საკადასტრო კოდი N .......; ლ) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი N27, საკადასტრო კოდი N ......; მ) ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი N28, საკადასტრო კოდი N ........; ნ) ქ. თბილისი, .........., ავტოსადგომი N35, საკადასტრო კოდი N ........; ო) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი N36, საკადასტრო კოდი N .........; პ) ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N46, საკადასტრო კოდი N .........; ჟ) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი N48, საკადასტრო კოდი N ........; რ) ქ. თბილისი, .........., ავტოსადგომი N53, საკადასტრო კოდი N .......; ს) ქ. თბილისი, ............, ავტოსადგომი N59, საკადასტრო კოდი N ............; ტ) ქ. თბილისი, .........., ავტოსადგომი N68, საკადასტრო კოდი N ......; უ) ქ. თბილისი, .........., ავტოსადგომი N72, საკადასტრო კოდი N .........; ფ) ქ. თბილისი, ..........., ავტოსადგომი N75, საკადასტრო კოდი N ........; ქ) ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N79, საკადასტრო კოდი N .......; ღ) ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N80, საკადასტრო კოდი N ........; ყ) ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N76, საკადასტრო კოდი N ........; შ) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი N47, საკადასტრო კოდი N .........;

1.2.3. ზ.პ–ძის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, .........., სადარბაზო 2, სართული 2, ფართი: 160,36 კვ.მ., საკადასტრო კოდი N .........;

1.2.4. ნ.ბ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ......., სადარბაზო N2, სართული N2, ბინა N31, საკადასტრო კოდი N .........;

1.2.5. ვ.კ–ძის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ა) ქ. თბილისი, ......., სადარბაზო N1, სართული N3, ბინა N5, საკადასტრო კოდი N .......; ბ) ქ. თბილისი, ......ქუჩა N17, ავტოსადგომი N87, საკადასტრო კოდი N ........;

1.2.6. შ.ო–ნის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ა) ქ. თბილისი, ......, სადარბაზო N3, სართული N7, ბინა N90, საკადატრო კოდი N ........; ბ) ქ. თბილისი, ........ ქუჩა N17, ავტოსადგომი N55, საკადასტრო კოდი N ........;

1.2.7. ი.ქ–ძის (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, .........., სადარბაზო N4, სართული N10, ბინა N128, საკადასტრო კოდი N ......;

1.2.8. მ.ხ–ის (პ/ ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ა) ქ. თბილისი, ........., სადარბაზო N3, სართული N11, ბინა N106, საკადასტრო კოდი N ........; ბ) ქ. თბილისი, ........, სადარბაზო N1, სართული N17, ბინა N220, საკადასტრო კოდი N ........;

1.2.9. ნ.ქ–ძის (პ/ნ .......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ........ , სადარბაზო N2, სართული N15, ბინა N235, საკადასტრო კოდი N .......;

1.2.10. თ.კ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N5, საკადასტრო კოდი N .......;

1.2.11. გ.თ–ას (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: ა) ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი N11, საკადასტრო კოდი N ....; ბ) ქ. თბილისი, ........, ავტოსადგომი 52, საკადასტრო კოდი N .......; გ) ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N70, საკადასტრო კოდი N .....;

1.2.12. თ.ჩ–ძისა (პ/ნ ........) და ვ.ჩ–ძის (პ/ნ .........) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი N21, საკადასტრო კოდი......;

1.2.13. მ.ჩ–ძის (პ/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ......., ავტოსადგომი #57, საკადასატრო კოდი ......;

1.2.14. გ.თ–ას (პ/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ....., ავტოსადგომი #61, საკადასტრო კოდი ......;

1.2.15. მ.ქ–ას (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი #67, საკადასტრო კოდი .........;

1.3. მოპასუხეებს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ–ის“, ი.ყ–ის, გ.ქ–ის და მ.ძ–ას, მოსარჩელე სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 1486,45 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

1.4. სს ,,ს.ბ–ს“ დაუბრუნდა 2739,92 ლარი სარჩელზე 02/11/2016 წელს (საგადახდო დავალება #183) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5 000 ლარიდან;

1.5. ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, ვ.კ–ძისა და შ.ო–ნის სარჩელი სს ,,ს.ბ–ის“ მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ქ–ძის წარმომადგენელმა ი.ს–მა, მ.ძ–ას, გ.ქ–ის და ი.ყ–ის წარმომადგენელმა გ.კ–მა, ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნის და ვ.კ–ძის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ და მ.ხ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტების ი.ქ–ძის, მ.ძ–ას, გ.ქ–ის, ი.ყ–ის, ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნის, ვ.კ–ძის და მ.ხ–ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

4. 2021 წლის 13 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნისა და ვ.კ–ძის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ, რომელმაც მოითხოვა, შეჩერებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს N2/5071-16 საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოსარჩელეთა ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნისა და ვ.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების იძულებითი რეალიზაციის ნაწილში.

5. განმცხადებლის განმარტებით, იპოთეკის საგნების რეალიზაცია შესაძლებელია იძულებით აღსრულების საფუძველზე, რაც მიმდინარეობს კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 აგვისტოს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაუყოვნებლივი აღსრულების წესით. ამ ეტაპზე აუქციონი გამოცხადებული არაა, თუმცა მზადდება მასალა სააუქციონო მომსახურების ირგვლივ. იპოთეკის ქვეშ არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია კი წარმოშობს ახალ სამართლებრივ რეალობას, დიდი ალბათობით აუქციონზე უძრავი ნივთების შემძენი პირი კეთილსინდისიერი შემძენი აღმოჩნდება, საიდანაც უძრავი ქონების გამოთხოვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის წინაშე დააყენებს მოსარჩელეებს. ასეც რომ არ იყოს, სარჩელის საგანია იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთების იპოთეკის რეგისტრაციისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, თუკი აღსრულების პროცესში მოხდება მოსარჩელეთა უძრავი ქონების რეალიზაცია, აზრი დაეკარგება მათი სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან როგორც მინიმუმ, იპოთეკის საგნების რეალიზაციას შედეგად მოჰყვება იპოთეკის სხვა საფუძვლით (აღსრულებით) გაუქმება და უძრავი ნივთები გავა დღევანდელ მოსარჩელეთა საკუთრებიდან. ამდენად, მოსარჩელეებისათვის სარჩელს მხოლოდ იმ მდგომარეობამდე აქვს აზრი, შესაბამისად, მათ იქამდე გააჩნით იურიდიული ინტერესი, სანამ იპოთეკის ქვეშ მოქცეული უძრავი ნივთები მათ საკუთრებაში იმყოფება და თავად უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია ის იპოთეკები, რაც დღევანდელი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს. მათი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი ვეღარ მოხერხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან სადავო იპოთეკის რეგისტრაცია აღარ იარსებებს, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულებები იძულებითი აღსრულების გამო უკვე შეწყვეტილი იქნება. ხოლო ბათილი იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავი ქონების რეალიზაციით დამდგარი ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს დღევანდელი სარჩელის საგანს, შესაბამისად - მათ იურიდიულ ინტერესს, ხოლო მომავალში რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, ეს არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მხოლოდ საუარესოდ გარდაქმნის პერსპექტივას შეიძლება დაუკავშირდეს.

6. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N1448 კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ 2021 წლის 22 აპრილს გამოტანილ განჩინებაში მიუთითა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, მის უძრავ ქონებაზე მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, რის შედეგადაც აუქციონის წესით გასხვისდება სადავო ქონება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, განმწესრიგებელი სხდომის გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის No1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). ამგვარად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების სავალდებულო წინაპირობაა, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარმოუდგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ცხადად დაასაბუთებს, რომ სადავო ნორმის მოქმედება ქმნის გამოუსწორებელი შედეგების დადგომის გარდაუვალ საფრხეს.

7. სასამართლოს შეფასებით, როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე (რომელსაც სარჩელი აქვს აღძრული იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ) მიიჩნევს, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგად შესაძლოა დაკარგოს საკუთრება. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ გამოუსწორებლად მიიჩნევა შედეგი, რომლის აღდგენა ვერ ხერხდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით. შესაბაშისად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ეფექტურ მექანიზმებს მის საქმეზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეცვლილი გადაწყვეტილების შედეგად უფლებებზე ეფექტურად აღდგენის უზრუნველსაყოფად. სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები“. ამავე დროს, სსსკ-ის 270-ე მუხლის საფუძველზე, მხარე აღჭურვილია უფლებამოსილებით, კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება. ბუნებრივია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია არსებობდეს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რისკი. თუმცა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნის დასასაბუთებლად მხარე ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, მის მიმართ არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის რეალური საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, განმცხადებელს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები ან არგუმენტაცია, თუ რატომ ვერ აზღვევს მის წინაშე არსებულ რისკებს კანონმდებლობით დადგენილი შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობები. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტების შესაბამისად განმცხადებელი ითხოვს შეჩერდეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 8 აგვისტოს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინებით ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნისა და ვ.კ–ძის წარმომადგენლის რ.რ–ძის შუამდგომლობა აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,მ–ის“, ი.ყ–ის, გ.ქ–ის, მ.ძ–ას, ა.ხ–ას, ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, ვ.კ–ძის, შ.ო–ნის, ი.ქ–ძის, მ.ხ–ის, ნ.ქ–ძის, თ.კ–ის, გ.თ–ას, თ.ჩ–ძის, ვ.ჩ–ძის, მ.ჩ–ძის, გ.თ–ას და მ.ქ–ას მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

11. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,ს.ბ–ის’’ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხეების: ნ.ბ–ის, ზ.პ–ძის, შ.ო–ნის, ვ.კ–ძის, მ.ძ–ას, მ.ხ–ის და გ.ქ–ის მიერ.

12. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით ნ.ბ–ის, მ.ძ–ას, გ.ქ–ის, ზ.პ–ძის, შ.ო–ნის, ვ.კ–ძის და მ.ხ–ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

13. დადგენილია, რომ 2020 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა აპელანტის მ.ძ–ას წარმომადგენელმა ნ.გ–ძემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს განჩინების გაუქმება ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, ხოლო აღნიშნული განჩინების მიღებამდე. მხარემ მოითხოვა, სასამართლომ შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები სსსკ-ის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

14. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით მ.ძ–ას წარმომადგენლის ნ.გ–ძის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აგვისტოს განჩინების გაუქმებისა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

15. კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებელი აღსრულების შეჩერებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ დაწყებულია იძულებითი აღსრულება და თუკი აღსრულების პროცესში მოხდება მოსარჩელეთა უძრავი ქონებების რეალიზაცია, აზრი დაეკარგება მათი სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან სულ მცირე იპოთეკის საგნების რეალიზაციას შედეგად მოჰყვება იპოთეკის სხვა საფუძვლით (აღსრულებით) გაუქმება.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების შესახებ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა აღსრულების შეჩერების შესახებ.

17. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს.ბ–სა’’ და ამხანაგობა ,,მ–ს’’ შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ და ასევე იპოთეკის ხელშეკრულებებით პირდაპირ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსარულებლად გადაცემის საკითხი. აგრეთვე, პირდაპირ არის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი მოწესრიგებული სს ,,ს.ბ–სა’’ და მ.ძ–ას შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.

18. სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

19. შესაბამისად, სსსკ-ის 268.11 მუხლი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში, სასამართლოს შეხედულების მიუხედავად, უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

20. ამდენად, სახელშეკრულებო დავების შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მაშინ კანონი იმპერატიულად ადგენს მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

21. მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა N1448 კონსტიტუციური სარჩელი (ზ.პ–ძე, ნ.ბ–ი, შ.ო–ნი და ვ.კ–ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმც,ა დღეის მდგომარეობით სადავო ნორმების მოქმედება შეჩერებული არ არის. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 მაისის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, ვ.კ–ძისა და შ.ო–ნის წარმომადგენელმა რ.რ–ძემ, მისი გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.

24. საჩივრის ავტორის განმარტებით, იპოთეკის საგნების რეალიზაცია მთლიანად გამორიცხავს ამავე უძრავ ნივთებზე დღევანდელი მოპასუხეების (რომლებიც მოსარჩელეები არიან სხვა დავაში იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით) საკუთრების უფლების არსებობის გაგრძელებას. სასამართლოს საბოლოოო გადაწყვეტილება, რომლითაც შეიძლება დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ აღძრული სარჩელი და გაუქმდეს რეგისტრირებული სადავო იპოთეკის ხელშეკრულებები, ვერ შეცვლის აღსრულების დასრულებით შექმნილ ახალ რეალობას, ანუ იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა აღარ იქნება სამართლებრივად საინტერესო მოსარჩელე მხარისათვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ იპოთეკის ხელშეკრულებების შესაბამისად იპოთეკის რეგისტრაცია აღარ იარსებებს უძრავ ნივთებზე იპოთეკის ხელშეკრულებების იძულებითი აღსრულებისას უძრავი ქონების რეალიზაციის, მესამე პირის საკუთრებაში გადასვლის გამო.

25. საჩივრის ავტორის მითითებით, აუქციონის დასრულებისას, აღმასრულებლის განკარგულების შედეგად, აღსრულებული იპოთეკის რეგისტრაცია მოხსნილად ითვლება და ახალ შემძენს უძრავი ქონება გადაეცემა უფლებრივად თავისუფალ მდგომარეობაში. გამომდინარე აქედან, არათუ გამოუსწორებელი შედეგი დადგება, არამედ ზემდგომი სასამართლოს (საბოლოო) გადაწყვეტილება ვერც შეცვლის იმ ნაგატიურ შედეგს, რაც შეიძლება აღსრულებით მის ძალაში შესვლამდე დადგეს და უფრო მეტიც, სასამართლოს განხილვების რომელიმე ეტაპზე თუკი აუქციონზე გაიყიდება სადავო ქონება, წინამდებარე დავის მოპასუხეებს, რომლებიც სხვა დავაში პროცესუალურად მოსარჩელეებს წარმოადგენენ. დაეკარგებათ კიდეც სარჩელისადმი კანონიერი ინტერესი, ანუ სამართლებრივი შესაძლებლობა, გააგრძელონ დავა აღნიშნული მოთხოვნით, სასამართლო კი უფლებამოსილია მსგავს სიტუაციაში შეწყვიტოს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, ხოლო ასეთი განჩინების მიუღებლობის შემთვევაში საქმის არსებითი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილოს სარჩელი დავის დასრულების ეტაპისათვის იურიდიული ინტერესის (დავის საგნის) გაქარწყლების გამო.

26. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

27. სააპელაციო სასამართლომ ამავე კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილზე მიუთითა, რომლის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია: 1. გარკვეული ვადით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება; 2. გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. გააგრძელოს აღსრულება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. აღნიშნული ნორმის მიზანია, სსსკ-ის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალიზების მეშვეობით, სასამართლომ გაითვალისწინოს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი (სუსგ №ას-1091-1011-2017, 17 ნოემბერი, 2017 წელი).

28. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების შეჩერების შესახებ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა აღსრულების შეჩერების შესახებ.

29. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემასთან მიმართებით საყურადღებო და განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს.ბ–სა’’ და ამხანაგობა ,,მ–ს’’ შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებებით პირდაპირ არის გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსარულებლად გადაცემის საკითხი. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი აგრეთვე რეგულირებულია სს ,,ს.ბ–სა’’ და მ.ძ–ას შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით.

30. სსსკ-ს 268.11 მუხლი წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში, სასამართლოს შეხედულების მიუხედავად, უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამდენად, სახელშეკრულებო დავების შემთხვევაში, თუ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდებიან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, მაშინ კანონი იმპერატიულად ადგენს მხარის მოთხოვნის შემთხვევაში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.

31. იმპერატიულად განსაზღვრული საკანონმდებლო ჩანაწერის შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაითვალისწინოს საჩივრის ავტორთა მითითება, რამეთუ აღნიშნული ზღუდავს კრედიტორისათვის კანონით მინიჭებულ უპირობო უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, მაშინ როდესაც აღნიშნულთან მიმართებით ხელშეკრულების მონაწილეთა მიერ გამოვლენილია ნება.

32. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას, უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა N1448 კონსტიტუციური სარჩელი (ზ.პ–ძე, ნ.ბ–ი, შ.ო–ნი და ვ.კ–ძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში რომელიც შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და 269-ე მუხლის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, თუმცა დღეის მდგომარეობით სადავო ნორმების მოქმედება შეჩერებული არ არის. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

33. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნისა და ვ.კ–ძის წარმომადგენლის რ.რ–ძის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებაზე დაუსაბუთებელია და, საქმის მასალებთან ერთად, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნისა და ვ.კ–ძის საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

34. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იპოთეკით დატვირთული ქონებების სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მართლზომიერების შესახებ. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 28-ე, 29-ე, 30-ე პუნქტებში ასახულ მსჯელობას და დამატებით მიუთითებს, განსახილველი დავის მონაწილე პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსზე, რომლის თანახმადაც სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნება გამოხატეს. აღნიშნულ შეთანხმებას სადავოდ არ ხდიან საჩივრის ავტორები, თუმცა შეთანხმების საპირისპიროდ მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებელი აღსრულება უნდა შეჩერდეს, რადგან მათ სასარჩელო მოთხოვნას სხვა დავაში აზრი დაეკარგება, თუ იპოთეკით დატვირთული სადავო ქონებები სარეალიზაციოდ მიექცევა და მესამე პირთა საკუთრებაში გადავა. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორთა ამ პრეტენზიას, როგორც უსაფუძვლოს, ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ განმცხადებლების აღსრულების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და მხარეთა ნებით შედგენილი ხელშეკრულების შინაარსს არ შეესაბამება.

36. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სსსკ-ის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 270-ე მუხლი წაგებულ მხარეს აღჭურავს უფლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე წარადგინოს კერძო საჩივარი და ამ გზით შეეცადოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას (იხ. სუსგ N ას-393-2021, 24.05.2021 წ.). განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორებს კერძო საჩივარიც ჰქონდათ წარდგენილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, თუმცა იგი უარყოფილი იქნა.

37. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ნორმატიული ბაზა და სამართლებრივი არგუმენტაცია შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას არ ქმნის.

38. დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორთა მითითება მათ მიერ კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის გამო დაუყოვნებელი აღსრულების შეჩერების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების მოქმედება არ შეუჩერებია, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსტიტუციური სარჩელის ავტორები ითხოვდნენ (იხ. ამ განჩინების 30-ე პუნქტი).

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.პ–ძის, ნ.ბ–ის, შ.ო–ნის და ვ.კ–ძის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური