საქმე №ა-1571-შ-35-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.ი–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ბ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილებით ბ.ი–ვა და ბ.ბ–ი განქორწინდნენ.
2. ბ.ი–ვას წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილებიდან და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 10 მარტიდან; განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილების განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე; შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებით ბ.ი–ვას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ.ი–ვას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ი–ვას შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ინეგოლის საოჯახო სასამართლოს №2016/653 გადაწყვეტილება, რომლითაც ბ.ი–ვა და ბ.ბ–ი განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი