Facebook Twitter

საქმე №ა-2826-შ-71-2021 29 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ჯ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჯ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილებით ნ. ს. ასულ ჯ–ასა და დ.ჯ–ას შორის 2013 წლის 16 აგვისტოს ტერნივსკის განყოფილების მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის კრივოირიზსკის იუსტიციის საქალაქო სამმართველოს დნეპროპეტროვსკის ოლქში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №246) გაუქმდა.

2. დ.ჯ–ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2017 წლის 5 დეკემბრიდან; განქორწინების საქმეზე მოპასუხე - დ.ჯ–ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა სასამართლოში წარდგენილი წერილობითი განცხადებით მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს; გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილი - 2013 წლის 11 სექტემბერს დაბადებული ს.დ. ასული ჯ–ა, თუმცა მათ ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე პრეტენზიები არ გააჩნიათ; მხარეთა შორის არ წარმოშობილა არც ქონებრივი დავა. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით დ.ჯ–ას შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ.ჯ–ას შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ჯ–ას შუამდგომლობა უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ კრივოი როგის ტერნივსკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ნოემბრის №215/4113/17; 2/215/2004/17 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ს. ასულ ჯ–ასა და დ.ჯ–ას შორის 2013 წლის 16 აგვისტოს ტერნივსკის განყოფილების მიერ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის სამსახურის კრივოირიზსკის იუსტიციის საქალაქო სამმართველოს დნეპროპეტროვსკის ოლქში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №246) გაუქმდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი