საქმე № ას-201-2021 27 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი – გ.მ–ი
კასატორი – დ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ.ლ–ძემ, (შემდგომში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა:
- ბათილად იქნეს ცნობილი სს ს.ბ–ის 28.03.2019 წლის № 456-კ ბრძანება.
- დ.ლ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
- მოსარჩელე დ.ლ–ძე აღდგენილ იქნეს სს ს.ბ–ში ფულისა და ფასეულობის დეპარტამენტის, საკასო ოპერაციების სამსახურის სალაროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
- მოპასუხე სს ს.ბ–ს მოსარჩელე დ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 01.04.2019 წლიდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად დასაბეგრი 1657.50 ლარის ოდენობით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ლ–ძის სარჩელი - ა) ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ს.ბ–ი’’-ს 28.03.2019 წლის №456 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; ბ) დ.ლ–ძის გათავისუფლებამდე არსებული პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა მოსარჩელე დ.ლ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დასაბეგრი 13260 ლარის გადახდა; გ) მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა მოსარჩელე დ.ლ–ძის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 100 ლარის გადახდა; დ) მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 397.80 ლარის გადახდა.
3. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
- სს ,,ს.ბ–ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
- დ.ლ–ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ.ლ–ძის გათავისუფლებამდე არსებული პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა მოსარჩელე დ.ლ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დასაბეგრი 13260 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
- დ.ლ–ძის გათავისუფლებამდე არსებული პოზიციაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სანაცვლოდ მოპასუხე სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა მოსარჩელე დ.ლ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა);
- სს ,,ს.ბ–ს’’ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 471,80 (ოთხას სამოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის ოდენობით.
- სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოსარჩლემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მოისმინა მათი პოზიციები, თვლის, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო, მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მორიგების თაობაზე მხარეთა შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის დასაბუთება:
2021 წლის 16 სექტემბერს მხარეებმა იშუამდგომლეს სასამართლო დავის მორიგების გზით დასრულების თაობაზე და წარმოადგინეს მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1. წინამდებარე სამოქალაქო დავა სასამართლოში წყდება ურთიერთშეთანხმებით.
2. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, „მოპასუხე“ „მოსარჩელეს“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხდის 20 000 (ოცი ათასი) ლარს, რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს;
3. მოპასუხე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას შეასრულებს, „მოსარჩელის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
- სს “ს.ბ–ი“
- ბანკის კოდი: BAGAGE22
- ანგარიშის No GE52BG000000100798200
4. წინამდებარე მორიგების აქტით, „მოპასუხის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, „მოსარჩელე“ სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, „მოპასუხის“ მიმართ არსებულ მოთხოვნებზე.
5. „მოსარჩელე“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი მომავალი წარმომადგენელი: - არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს; - წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე დავის საგანზე: მოპასუხის, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, მათი სამართალმემკივდრე(ებ)ის/უფლებამონაცვლე(ებ)ის ყოფილი/ახლანდელი დირექტორების, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელების, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენლ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიური/რეპუტაციის შემლახველი ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემაში ან/და ინფორმაციის გავრცელების სხვა მასობრივ საშუალებებში.
6. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელეს“ „მოპასუხის“ სასარგებლოდ დაეკისრება, პირგასამტეხლოს სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის ანაზღაურება.
7. მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტის ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;
8. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობის დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;
9. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრებენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინებას და გამოთქვამენ თანხმობას, სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
საკასაციო პალატამ შეამოწმა მორიგების აქტზე ხელმომწერ პირთა უფლებამოსილება და მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, უნდა განემარტოთ მხარეებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მომართეს, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ სს ს.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სამართალწარმოებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 83-ე, 49-ე (1), 257-ე, 272-ე (დ), 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგება სს ს.ბ–ს და დ.ლ–ძეს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, „მოპასუხე“ „მოსარჩელეს“ უნაღდო ანგარიშსწორების გზით გადაუხდის 20 000 (ოცი ათასი) ლარს, რომელიც არ მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებსა და გადასახდელებს;
2.2. მოპასუხე, წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობას შეასრულებს, „მოსარჩელის“ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით:
- სს “ს.ბ–ი“
- ბანკის კოდი: BAGAGE22
- ანგარიშის No GE52BG000000100798200
2.3. წინამდებარე მორიგების აქტით, „მოპასუხის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით, „მოსარჩელე“ სრულად აცხადებს უარს წინამდებარე დავაში არსებულ და მისგან გამომდინარე, „მოპასუხის“ მიმართ არსებულ მოთხოვნებზე.
2.4. „მოსარჩელე“ აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არც თავად და არც მისი ყოფილი/ახლანდელი მომავალი წარმომადგენელი: - არ გადასცემს წინამდებარე საქმეში დაცულ ან/და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას/დოკუმენტაციას მესამე პირებს; - წინამდებარე დავის საგნიდან გამომდინარე დავის საგანზე: მოპასუხის, მისი შვილობილ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, დამფუძნებლ(ებ)ის, მათი სამართალმემკივდრე(ებ)ის/უფლებამონაცვლე(ებ)ის ყოფილი/ახლანდელი დირექტორების, ყოფილი/ახლანდელი თანამშრომელების, ყოფილი/ახლანდელი წარმომადგენლ(ებ)ის წინააღმდეგ არ გააკეთებს ნეგატიური/რეპუტაციის შემლახველი ან/და სხვა შინაარსის მქონე განცხადებებს ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით არ გააჟღერებს/დააფიქსირებს თავის აზრს/პოზიციას სოციალურ ქსელში, სატელევიზიო გადაცემაში ან/და ინფორმაციის გავრცელების სხვა მასობრივ საშუალებებში.
2.5. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელეს“ „მოპასუხის“ სასარგებლოდ დაეკისრება, პირგასამტეხლოს სახით 20 000 (ოცი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2.6. მხარეები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგების აქტის ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესასრულებლად;
2.7. წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობის დარღვევის შემთხვევაში, „მოსარჩელე“ უფლებამოსილია მიმართოს საქმის განმხილველ სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;
2.8. მხარეები თანხმდებიან, რომ არ გაასაჩივრებენ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინებას და გამოთქვამენ თანხმობას, სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე.
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე დ.ლ–ძის სარჩელის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე დ.ლ–ძის სარჩელთან დაკავშირებით, მოპასუხე სს „ს.ბ–ის“ მიმართ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. სს „ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის № 200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1000 ლარის ნახევარი _ 500 ლარი (16.03.2021 წ. #36766 საგადახდო დავალება, გადამხდელი _ სს „ს.ბ–ი“ (ს/ნ ...).
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე