Facebook Twitter

საქმე №ა-4269-შ-124-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მ.კ–სი

მოწინააღმდეგე მხარე - პ.კ–სი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ.კ–მა 2021 წლის 14 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, მ.კ–სა და პ.კ–ის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მ.კ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.კ–ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით მ.კ–სა და პ.კ–ს შორის თბილისში, სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მხარეები პროცესზე გამოცხადებულნი იყვნენ). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 19 ივნისს. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–სის შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისში, სამგორის რაიონის მმაჩის ბიუროში, 2008 წლის 19 თებერვალს №0125824 ქორწინების რეესტრის ნომრით რეგისტრირებული, მ.კ–ისა და პ.კ–ის ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე