Facebook Twitter

საქმე №ა-4302-შ-127-2021 07ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ.ჰ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ერის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამერიკის შეერთებული შტატების ერის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის Nf2014902513 გადაწყვეტილებით კ.ბ–ი (შემდეგში: შუამდგომლობის ავტორი, მოპასუხე) და ე.მ.ჰ–ი (მოწინააღმდეგე მხარე, მოსარჩელე) განქორწინდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 18 დეკემბერს.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოპასუხემ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ამერიკის შეერთებული შტატების ერის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის Nf2014902513 გადაწყვეტილებით მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 18 დეკემბერს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

7. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ბ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ერის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის Nsf2014902513 გადაწყვეტილება, რომლითაც კ.ბ–ი და ე.მ.ჰ–ი განქორწინდნენ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე