Facebook Twitter

საქმე №ა-4252-შ-123-2021 5 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ვ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.თ–სა და მ.ვ–ს შორის 2010 წლის 22 აპრილს ააბენრას-დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №2449/2010) შეწყდა.

ვ.თ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 31 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ვ.თ–ის შუამდგომლობა გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ვ.თ–ის შუამდგომლობა გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.თ–სა და მ.ვ–ს შორის 2010 წლის 22 აპრილს ააბენრას-დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №2449/2010) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 31 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.თ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის კალვის სამხარეო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.თ–სა და მ.ვ–ს შორის 2010 წლის 22 აპრილს ააბენრას-დანიის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრი №2449/2010) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ეკატერინე გასიტაშვილი