საქმე №ა-4127-შ-119-2021 5 ნოემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ხ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ს–სა და დ.ხ–ს შორის 2007 წლის 15 ნოემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
ლ.ს–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა .
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 12 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ლ.ს–ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ.ს–ის შუამდგომლობა კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.ს–სა და დ.ხ–ს შორის 2007 წლის 15 ნოემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 12 ნოემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია კანადის ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას კანადის ონტარიოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ს–სა და დ.ხ–ს შორის 2007 წლის 15 ნოემბერს ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ეკატერინე გასიტაშვილი