Facebook Twitter

საქმე №ას-608-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნ. ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი -შპს "ჯ.მ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ–ძე, რ.დ–ძე, ა.ჭ–ძე, გ.ყ–ი/კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე, ა.ი დ–ძე, ტ. დ–ძე, მ. დ–ძე, ო. დ–ძე, მ. დ–ძე, პ. დ–ძე (მოსარჩელეები)

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირები - ჟ.ჭ–ძე, ა. დ–ძე, დ. დ–ძე, თ. დ–ძე, მ.ყ–ი, ნ. დ–ძე, ნ. დ–ძე, მ.ყ–ი, ე. დ–ძე, თ. დ–ძე, ი.მ–ი, ლ. დ–ძე, რ. დ–ძე, ს. დ–ძე, გ.ყ–ი, მ.დ–ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ. განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო.იის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.დ–ძის, რ.დ–ძის, ა.ჭ–ძის, გ.ყ–ის/კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე, ა.ი დ–ძის, ტ. დ–ძის, მ. დ–ძის, ო. დ–ძის, მ. დ–ძისა და პ. დ–ძის სარჩელი შპს „ჯ.მ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან საწარმო) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელე რ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელე რ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 32 980 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 989.4 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელე ა.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 34 425 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 032.75 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 200 ლარის ანაზღაურება;

1.4. მოპასუხეს მოსარჩელე გ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 200 ლარის ანაზღაურება;

1.5. მოპასუხეს მოსარჩელე ა.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 200 ლარის ანაზღაურება;

1.6. მოპასუხეს მოსარჩელე ტ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.7. მოპასუხეს მოსარჩელე მ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 33 300 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 999 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.8. მოპასუხეს მოსარჩელე ო. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 750 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.9. მოპასუხეს მოსარჩელე მ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 32 767.5 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 983 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 500 ლარის ანაზღაურება;

1.10. მოპასუხეს მოსარჩელე პ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის, მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის 400 ლარის ანაზღაურება;

1.11. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზედაც კერძო საჩივრის შეტანა პირდაპირ გათვალისწინებული არ არის;

1.12. მოპასუხეს მოსარჩელეების - რ.დ–ძის, რ.დ–ძის, ა.ჭ–ძის, გ.ყ–ის, ა.ი დ–ძის, ტ. დ–ძის, მ. დ–ძის, ო. დ–ძის, მ. დ–ძისა და პ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა საექსპერტო ხელშეკრულების დადების საფასურის 600 ლარის ანაზღაურება.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხე საწარმომ, ასევე - მოსარჩელეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე პ. დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეების - რ.დ–ძის, რ.დ–ძის, ა.ჭ–ძის, გ.ყ–ის/კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე, ა.ი დ–ძის, ტ. დ–ძის, მ. დ–ძის, ო. დ–ძისა და მ. დ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კო.იის 2019 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 მე-10 პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (ა.ჭ–ძისა და პ. დ–ძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილებში);

3.2. მოპასუხეს მოსარჩელე რ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 30 000 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება;

3.3. მოპასუხეს მოსარჩელე რ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 42 980 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 289 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება;

3.4. მოპასუხეს მოსარჩელე გ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 35 000 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1050 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 200 ლარის ანაზღაურება;

3.5. მოპასუხეს მოსარჩელე ა.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 35 000 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1050 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 200 ლარის ანაზღაურება;

3.6. მოპასუხეს მოსარჩელე ტ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 30 000 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 900 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება;

3.7. მოპასუხეს მოსარჩელე მ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 43 300 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 299 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება;

3.8. მოპასუხეს მოსარჩელე ო. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 35 000 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1050 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება;

3.9. მოპასუხეს მოსარჩელე მ. დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 42 767.5 ლარის, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 283 ლარის, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარისა და საექსპერტო მომსახურების საფასურის - 500 ლარის ანაზღაურება.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოპასუხე საწარმო 2017 წელს ჭ.ის რაიონის სოფელ ....., ..... მიწისქვეშა უბანში აწარმოებდა სამთო სამუშაოებს. მუშაობის პროცესში გამოიყენებოდა მიწისქვეშა აფეთქებები;

4.2. მოსარჩელე რ.დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ .....);

4.3. მოსარჩელე რ.დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ .....);

4.4. მოსარჩელე ა.ჭ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ ......); აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულ. ჟ.ჭ–ძის საკუთრების უფლება;

4.5. მოსარჩელე გ.ყ–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ ......);

4.6. მოსარჩელე ა.ი დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ .......);

4.7. მოსარჩელე ტ. დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ ......). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულ. ე. დ–ძის, თ. დ–ძის, ი.მ–ის, ლ. დ–ძის, რ. დ–ძის და ს. დ–ძის საკუთრების უფლება;

4.8. მოსარჩელე მ. დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ ......). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულ. ა. დ–ძის, გ.ყ–ის, დ. დ–ძის, თ. დ–ძის, მ.დ–ძის, მ.ყ–ის, ნ. დ–ძის, ნ. დ–ძის და მ.ყ–ის საკუთრების უფლებები;

4.9. მოსარჩელე ო. დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ .......);

4.10. მოსარჩელე მ. დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ ......);

4.11. მოსარჩელე პ. დ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ. უძრავი ქონება, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა (ს/კ .......);

4.12. მოპასუხის მიერ 2017 წელს ..... მიწისქვეშა უბანში წარმოებული მიწისქვეშა სამთო აფეთქებითი სამუშაოების შედეგად, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, მდებარე: ჭ.ის რაიონი, სოფელი .....სა მიადგა ზიანი.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

6. სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დადგენის მიზნით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებზე მიუთითა:

6.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) დასკვნების თანახმად (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხი, გამომწვევი მიზეზები, კერძოდ, ხომ არ იყო ეს დაზიანებები გამოწვეული მოპასუხის მიერ გვირაბში წარმოებული სამუშაოებით, მათი აღდგენის შესაძლებლობა), ჭ.ის მუნიციპალიტეტში, სოფელ ..... მდებარე მოსარჩელეთა კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს, დაზიანებათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, აღენიშნებათ მეორე, ზოგ შემთხვევებში - მესამე ხარისხის დაზიანებები. მათი ტექნიკური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელ. (გარდა, ა., მ. და რ.დ–ძეების სახლებისა), თუმცა სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა; დაზიანებები ძირითადად ბზარების სახით არის წარმოდგენილი, რაც გამოწვეულ. სხვადასხვა მიზეზთა ერთობლიობით: ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, 2017 წელს მოპასუხე საწარმოს მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამთო აფეთქებითი სამუშაოებით და ფუძე გრუნტების გაწყლოვანებით; სახლები ვარგისია ექსპლუატაციისათვის, თუმცა ..... კარიერზე მიწისქვეშა სამთო აფეთქებითი სამუშაოების გაგრძელების შემთხვევაში, მომავალში მოსალოდნელ. დაზიანებული შენობის დეფორმაციების გაზრდა და ფერდობზე მცირე მეწყრული პროცესების განვითარება, ამიტომ რეკომენდირებულია, დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე გაიკრას, შენობის შიგა სივრცეში თაბაშირის, ხოლო შენობის გარეთ - ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები).

6.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეების - ა.ჭ–ძის, გ.ყ–ის (კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე), რიმა, რ., ა., ტ., მ., ო. და მ. დ–ძეების უძრავ ნივთებზე აღმოჩენილ ბზარებთან დაკავშირებით, ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ დაზიანებების უმეტესი (ძირითადი) ნაწილი გამოწვეულ. მოპასუხის მიერ ..... კარიერზე მიწისქვეშა სამთო აფეთქებითი სამუშაოებით. ასეთ დათქმას არ შეიცავს მხოლოდ პ. დ–ძის საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

6.3. საექსპერტო კვლევები ჩატარებული აქვს ექსპერტ ა.გ–ას - კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 45 წლის სტაჟით.

6.4. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის შპს „ს–ოს“ კვლევა (ტ. 2, ს.ფ. 142-184), რომელშიც კითხვაზე, მდებარეობს თუ არა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მოპასუხის მიერ სამთო სამუშაოებისგან გამოწვეულ სამთო ქანების ძვრის საპროექტო საზღვრებში და მის მიერ წარმოებულმა მიწისქვეშა სამთო სამუშაოებმა მოახდინა თუ არა გავლენა აღნიშნულ საკადასტრო ერთეულებში მდებარე უძრავი ქონებების მდგრადობასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე, განმარტებულ.: თუ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ არსებული უსაფრთხოების მარეგულირებელი დოკუმენტით, რომელიც არის უახლოესი პერიოდისათვის (1962 წლიდან - დღემდე) ძალიან სანდო ნორმატიული დოკუმენტი, კითხვაში დასახელებული არც ერთი საკადასტრო ერთეული არ არის მოქცეული 2017-2019 წლებში ......... მიწისქვეშა უბანში განხორციელებული სამთო სამუშაოებისაგან გამოწვეული სამთო ქანების ძვრის საპროექტო საზღვრებში და აღნიშნულ სამუშაოებს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ზემოაღნიშნულ საკადასტრო ერთეულებში არსებული ქანების ძვრის საპროექტო საზღვრებთან. ამავდროულად, აღნიშნული საბადოს ათვისება ამ წლებში მიმდინარეობდა სუბმერიდიანულად ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებთ, ანუ სულ უფრო და უფრო შორდებოდა 1-10 საკადასტრო ერთეულის ტერიტორიებს. ამდენად, მოპასუხე საწარმოს მიერ წარმოებულ მიწისქვეშა უბანში განხორციელებულ სამთო სამუშაოებს არ დაუზიანებია ზემოაღნიშნულ 10 საკადასტრო ერთეულის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები და აღნიშნული სამუშაოებით არ გაუარესებულა შენობების მდგომარეობა.

6.5. ათივე საკადასტრო ერთეულის ტერიტორია განლაგებულ. სწორედ ძველი ..... (მუშავდებოდა ჭ. მანგან ტრესტის (სს „ჭ–მი“) მიერ მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის 1973-1978 წლებში ძალიან ინტენსიურად, საიდანაც წიაღისეული გამოჰქონდათ ლავური მეთოდით (ე.წ. პირწმინდად) და რჩებოდა მასშტაბური სიცარიელეები საბადოს ზემოთ 100-140 მ სიმაღლეზე. აღნიშნული ტერიტორიის ზედაპირი არ არის და არც შეიძლება იყოს საბოლოოდ სტაბილიზირებული. სწორედ ამითაა გამოწვეული განსხვავებული მიმართების და ფორმების ზედაპირი დეფორმაციები ჩანაქცევების სახით, რომელიც განაპირობებს აღნიშნული საცხოვრებელი სახლების სხვადასხვა სახით დაბზარვას და დეფორმაციებს. ამ ყველაფერს ემატება მიწისძვრების პერიოდი, აქტიური სეისმური ზომის (8-9 ბალ.ნი ზომის მიჯნა) რეალობა, არსებული ფერდული პირობები, საცხოვრებელი შენობების სიძველე (50-60 წელი), ყველა შენობაზე სამშენებლო ნორმების უგულებელყოფა, რითაც აიხსნება მათი ავარიული მდგომარეობის გამომწვევი წინაპირობები. დასახელებულ საკადასტრო ერთეულებზე არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანება სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული და მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამუშაოები კავშირში არ არის შენობა-ნაგებობების დაზიანებასთან და ზეგავლენას არ ახდენს მათზე.

6.6. აღნიშნულ კვლევაში ასევე მითითებულია, რომ: ათივე საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა-ნაგებობები აშენებულ. სამშენებლო ნორმების სრული უგულებელყოფით, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და მათ ტექნიკურ მდგომარეობაზე.

6.7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ამავე დასკვნის ზოგადი ნაწილის 1.1 და 1.2 პუნქტებს, რომელთა თანახმად, მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ქვემოთ, 100-140 მეტრ სიღრმეზე განთავსებულ. უმოქმედო (დახურული) მაღაროების ქსელი. ამასთან, უშუალოდ საკვლევი ტეროტორიის ქვემოთ, 100-140 მეტრ სიღრმეზე 1973-1978 წლებში ფუნქციონირებდა ერთ-ერთი უდიდესი ..... მანგანუმის საბადო, საიდანაც წიაღისეული გამოჰქონდათ ლავური მეთოდით (ე.ი. პირწმინდად) და რჩებოდა მასშტაბური სიცარიელეები, რაც დღესაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ზედაპირის რელიეფზე და რომლის უარყოფითი ფაქტორი პირდაპირ კავშირშია არსებულ შენობა-ნაგებობების დაბზარვასა და მდგარადობის დარღვევასთან.

6.8. შპს „ს–ოს“ მითითებული დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელეების მიერ დამატებით წარმოდგენილ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ცენტრის „სამთო-გეოლოგ პროექტის“ საექსპერტო დასკვნა (ტ. 2, ს.ფ. 217-227), რომელიც მიუთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის ნაკლოვანებაზე, მათ შორის იმაზე, რომ საექსპერტოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამთო სამუშაოების ზეგავლენის პარამეტრები საჭიროა დადგენილ იქნეს არა იმ ზღვრული და ძვრის კუთხის მიხედვით, რომელიც ასახულ. კვლევაში, არამედ სხვა გაანგარიშებით. აგრეთვე, მითითებულია, რომ საცხოვრებელ სახლებზე, დამხმარე ნაგებობაზე და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე დეფორმაციები საჭიროა შესწავლილი იქნეს თანამედროვე მათემატიკურ გაანგარიშებაზე დაყრდნობით, დეფორმაციების წარმოშობის, ხასიათისა და დროის დადგენის მიზნით.

6.9. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ქვედამუშავებული ობიექტის დაცვის ღონისძიებების შერჩევისას ადგილი აქვს დროში დაძვრის პროცესის განვითარების სამ სტადიას: 1. საწყისი სტადია, რომელსაც დაძვრის პროცესის საერთო ხანგრძლივობის 30% უჭირავს; 2. ინტენსიური სტადია, რომელიც იწყება უშუალოდ განსახილველი წერტილქვეშ სანგრევის მიახლოებისას; 3. ჩაქრობის სტადია, რომელიც მთავრდება განსახილველი წერტილიდან სანგრევის H მანძილზე გადაადგილებისას, სადაც H ზედაპირიდან სანგრევის განლაგების სიღრმეა. მესამე - ანუ ჩაქრობის სტადიის შემდეგაც გრძელდება დამჯდარი ქანების დეფორმაციები, დამოკიდებულებით იმაზე, თუ როგორია ზედაპირის რელიეფი, ჰიდროგეოლოგიური და ტექნიკური პირობები, კლიმატი, სტიქიური მოვლენები და სხვა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ქანების დაძვრის პროცესის ხასიათზე. მთაგორიანი რელიეფის შემთხვევაში, განსაკუთრებით ქანების მნიშვნელოვნად გაწყლოვანებისას, სამთო სამუშაოები უმეტეს შემთხვევაში მეწყრულ მოვლენებს იწვევენ. მიწის ზედაპირზე ან ნაყრის ქვეშ ტექტონიკურ აშლილობათა გამოსვლაზე დეფორმაციათა კონცენტრაცია ხდება, რაც ჭ–ის მანგანუმის საბადოს მთაგორიან ზედაპირზე უფრო მკვეთრად გამოვლინდება. ზედაპირის დეფორმაციები თავისი უარყოფითი შედეგებით გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება მიწის წიაღში არსებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის წონასწორობის პირობების ჩამოყალიბება, რაც შეიძლება რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდეს. ამ სტადიის განვითარებაზე განსაკუთრებით ზეგავლენას ახდენს, გამომუშავებული ველების მეორადი დამუშავება, რასაც ადგილი აქვს საექსპერტოდ გამოყოფილ მაღაროს ველის ფარგლებში. ამ დროს ხდება შედარებით დამყარებული სამთო წნევების დარღვევა და დეფორმაციების კვლავ გავრცელება დროსა და სივრცეში. იგი წარმოადგენს უმართავ პროცესს და მისი ზემოქმედების ზუსტი არეალის დადგენა ზედაპირის მიმართ მხოლოდ ზედაპირზე გეოდეზიური დაკვირვებით არის შესაძლებელი. ამ დროს გასათვალისწინებელ. ისიც, რომ საბადოზე წიაღისეულის მოპოვება ბურღვა-ფეთქებითი სამუშაოების მეშვეობით მიმდინარეობს.

6.10. „სამთო-გეოლოგ პროექტის“ დასკვნის თანახმად, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის შპს „ს–ოს“ მიერ კონკრეტული ძვრის კუთხით განსაზღვრული (რომელიც ეყრდნობა სრულიად საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი მარკშეიდერული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სამთო ქანების დაძვრის სექციის 1962 წლის 23 თებერვლის დადგენილებას და არ წარმოადგენს ძვრის ზღვრულ პარამეტრს) ქვედამუშავების ზედაპირის მიმართ ზემოქმედების არეალი არასწორია და იგი არ შეიძლება ჩაითვალოს დეფორმაციების განმსაზღვრელ ფაქტორად; საექსპერტოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე მიწისქვეშა სამთო სამუშაოების ზეგავლენის პარამეტრები საჭიროა დადგენილ იქნეს არა იმ ზღვრული და ძვრის კუთხის მიხედვით, რომელიც ასახულ. შპს „ს–ოს“ კვლევაში, არამედ სხვა გაანგარიშებით (დეტალურად იხ. დასკვნა - ტ.2, ს.ფ. 217-226).

6.11. ამავე დასკვნის თანახმად, შპს „ს–ოს“ დასკვნაში არ არის მითითებული, თუ სად მიმდინარეობდა დასკვნის შემუშავების პროცესში სამთო სამუშაოები და რა ზეგავლენა ჰქონდა მას ზედაპირის მიმართ. ამასთან, „იმის გამო რომ მეორადი ველების დამუშავების პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს და მიუხედავად მისი საკვლევი ობიექტიდან რაღაც მანძილზე დაშორებისა (მანძილი მითითებული არ არის), როგორც შპს „ს–ოს“ მიერ წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაშია აღნიშნული, მიწისქვეშ განვითარებული სამთო წნევების ფორმირება (დამყარება) ჯერაც არ უნდა იყოს დამთავრებული, ამიტომ მათი ზეგავლენა ზედაპირის მიმართ კვლავაც გაგრძელდება“.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 172-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ. N ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი).

8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრი შპს „ს–ოს“ დასკვნის შესწავლისა და ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების გაქარწყლების საფუძვლად არ გამოდგება, ვინაიდან დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ იგი არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების დეტალური გამოკვლევის შედეგად, რა დროსაც არ შესწავლილა მოსარჩელეების კუთვნილი შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, არ განხორციელებულა მათზე ფაქტობრივი (და არა თეორიული ან/და სამეცნიერო) ზემოქმედების დაკვირვება.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის შპს „ს–ოს“ დასკვნა, მოპასუხის ქმედებას (მიწისქვეშა სამთო მოპოვებითი სამუშაოები, მათ შორის აფეთქებების გამოყენებით) და დამდგარ შედეგს (მოსარჩელეების სახლების დაზიანება) შორის მიზეზობრივი კავშირის უარყოფის კუთხით, ეფუძნება 1962 წლის დოკუმენტს და არა ფაქტობრივი კვლევის მონაცემებს. მოპასუხის მითითება, რომ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის შპს „ს–ოს“ დასკვნით სამთო სამუშაოები (აფეთქებები) წარმოებდა დღეს მოქმედი უსაფრთხოების მარეგულირებელი დოკუმენტით დადგენილი ნორმის ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება, სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, როგორც თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ს–ოს“ მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნაშია აღნიშნული, მიწისქვეშ განვითარებული სამთო წნევების ფორმირება (დამყარება) ჯერაც არ უნდა იყოს დამთავრებული, ამიტომ მათი ზეგავლენა ზედაპირის მიმართ კვლავაც გრძელდება. დადგენილია, რომ სამთო მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე მოპასუხეს არ გამოუკვლევია, აუცილებელი წესით, მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობა, არც არსებული დაზიანებები დაუფიქსირებია და სამუშაოების პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი არ გაუწევია, რაც შესაძლებელს გახდიდა იმის დადგენას, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა სამუშაოებმა, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა იგი. მსგავსი კვლევის ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

10. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საკითხი ეხება მიწისქვეშა გათხრითი სამუშაოების მრავალწლიან გავლენას გარემო პირობებზე, ზიანსა და ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობის დადასტურებისათვის, არსებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, საპირისპირო წონადი მტკიცებულების წარმოდგენა მოპასუხის მხარეზე იყო, რაც მან ვერ შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ს–ოს“ ზოგადი ხასიათის დასკვნა, რომელიც 1962 წლის დოკუმენტს ეყრდნობა, ზიანთან მიმართებით მიზეზობრივი კავშირის უარყოფის საფუძვლად არ გამოდგება.

11. 1962 წლის ის დადგენილება, რომელზე დაყრდნობითაც შპს „ს–ოს“ საექსპერტო დასკვნა გამორიცხავს მიზეზობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, წარმოადგენს სრულ.დ საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი მარკშეიდერული ინსტიტუტის დირექტორის 1962 წლის 28 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებულ სამთო სამუშაოების ნორმებს - ჭ–ის მანგანუმის საბადოზე მიწისქვეშა სამთო დამუშავებების მავნე ზემოქმედებისაგან ნაგებობების დაცვასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივია, რომ ეს ნორმები, თავის მხრივ, დაფუძნებულ. საქართველოს საყრდენი პუნქტის უფროსის გ. გ–ის ანგარიშზე - „ჭ–ის მანგანუმის საბადოზე სამთო ქანების დაძვრის პროცესის გამოკვლევა“.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური ცოდნა არ სჭირდება იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევას, რომ 1962 წლის დადგენილებით დამტკიცებული ზემოქმედების ნორმები განსაზღვრულია იმ დროს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და მხედველობაში ვერ იქნებოდა მიღებული თვით მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ს–ოს“ საექსპერტო დასკვნაში მითითებული უდავოდ დადგენილი ის გარემოება, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლების ქვემოთ, 100-140 მეტრ სიღრმეზე 1973-1978 წლებში ფუნქციონირებდა ერთ-ერთი უდიდესი ..... მანგანუმის საბადო, საიდანაც წიაღისეული გამოჰქონდათ ლავური მეთოდით (ე.ი. პირწმინდად) და რჩებოდა მასშტაბური სიცარიელეები, რაც დღესაც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს.

13. ამ პირობებში 2017 წელს განხორციელებული აფთქებითი სამუშაოებით გამოწვეული ზემოქმედების არეალის, თუნდაც, თეორიული განსაზღვრა 1962 წლის დადგენილებით დამტკიცებული ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

14. საქმეში წარმოდგენილი შპს „თ.ა.ე.ჯ. ა–ის“ მიერ 2018 წლის 25 აპრილს შედგენილი დასკვნის თანახმად, მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობები, რაც გამოიხატება მათი საცხოვრებელი სახლების გამაგრების, შეკეთებისა და აღდგენის ღირებულების ჯამით, შეადგენს: ა.ჭ–ძის მიმართ - 68 850 ლარს, რ.დ–ძის მიმართ - 62 840 ლარს, ო. დ–ძის მიმართ - 53 700 ლარს, რ. დ–ძის მიმართ - 65 960 ლარს, ა. მიმართ - 57 380 ლარს, გ.ყ–ის მიმართ - 61 485 ლარს, მ. დ–ძის მიმართ - 78 050 ლარს, ტ. დ–ძის მიმართ - 61 630 ლარს, პ. დ–ძის მიმართ - 40 165 ლარს და მ. დ–ძის მიმართ - 65 535 ლარს.

15. სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის დასკვნის შეფასების ზემოაღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა იმის შესახებ, რომ შპს „თ.ა.ე.ჯ. ა–ის“ დასკვნების საპირწონე მტკიცებულებად ვერ განიხილება შპს „ს–ოს“ მიერ წარმოდგენილი კვლევა, რომელიც თითოეულ უძრავ ქონებასთან მიმართებით საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების ღირებულების (პირდაპირი დანახარჯები) განსხვავებულ ოდენობებს მიუთითებს. ხსენებულ მტკიცებულებათა არსებითი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა შესაფასებელი ქონების შესახებ ზოგად ინფორმაციას იძლევა, ახდენს მის ვიზუალიზაციას და შემდგომ ღირებულების განსაზღვრას, რომელიც ემყარება თითოეულ დასკვნაში დეტალურ დაანგარიშებას, არსებულ განსხვავებულ ხარჯთაღრიცხვას - სამუშაოს მოცულობის, განზომილების ერთეულის, რაოდენობის, ერთეულის ღირებულების, ერთეულზე მუშახელის, ტრასპორტი/მექანიზმის ღირებულების ჯამურ გამოთვლას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კვლევა კი მიუთითებს ზოგადად შენობის ნორმალური საექსპლოატაციო პირობების შესაქმნელ ღონისძიებებზე და მათ განსახორციელებლად აუცილებელ ჯამურ თანხაზე, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის (დაანგარიშების ცხრილის დ სხვ.) გარეშე. ასეთი ზედაპირული შედავება ზიანის ოდენობის ნაწილში არ ქმნის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გაზიარების საფუძველს.

16. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეული არ არის მხოლოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამთო სამუშაოებით. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების თანახმად, მოსარჩელეების - ა.ჭ–ძის, გ.ყ–ის (კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე), რიმა, რ., ა., ტ., მ., ო. და მ. დ–ძეების უძრავ ნივთებზე აღმოჩენილ ბზარებთან დაკავშირებით, ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ დაზიანებების უმეტესი (ძირითადი) ნაწილი გამოწვეულ. მოპასუხე საწარმოს მიერ ..... კარიერზე მიწისქვეშა სამთო აფეთქებითი სამუშაოებით. ასეთ დათქმას არ შეიცავს მხოლოდ პ. დ–ძის საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი. შესაბამისად, ზიანის ოდენობა სწორედ თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს.

18. აღნიშნული სამართლებრივი დასკვნის საფუძველი სსკ-ის 415-ე მუხლ., რომლის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულ. იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამდგარი ზიანის მიმართ მოსარჩელეები და მოპასუხე თანაბრალეული არიან. თუმცა, სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამდგარი ზიანი ძირითადად (გარდა პ. დ–ძის შემთხვევისა) გამოწვეულ. მოპასუხე საწარმოს ბრალეულობით.

19. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სსკ-ის 415-ე მუხლის კონტექსტში, გ.ყ–ის (კანონიერი წარმომადგენელი მ.დ–ძე), რიმა, რ., ა., ტ., მ., ო. და მ. დ–ძეებისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხის ბრალი 70%-ით უნდა განისაზღვროს და ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობების ამ პროპორციით უნდა დადგინდეს.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე საწარმომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო sasamarTlom yovelgvari iuridiuli dasabuTebis gareSe gaiziara gasaCivrebuli gadawyvetilebis daskvnebi imis Taobaze, TiTqos mosarCeleTa qonebas ziani miadga მოპასუხის mier nawarmoebi miwisqveSa samTo samuSaoebiT. საწარმოს araviTari negatiuri gavlena ar mouxdenia mosarCeleTa qonebaze samTo samuSaoebis warmoebiT da Sesabamisad ar arsebobs zianis moTxovnis raime kanoniT gaTvaliswinebuli safuZveli.

22. კასატორი არ ეთანხმება eqspertizis erovnuli biuros daskvnებs, რადგან daskvnებSi ar ikveTeba, rom eqspertizis damniSnavi uTiTebdes მოსარჩელეთა sacxovrebeli saxlებis dazianebaTa Seswavlas. kiTxvebi dasmulia zogadad, d–ebis ubanSi macxovrebelTa sacxovrebeli saxlebis vargisianobasTan dakavSirebiT da aseve im sakiTxze, ramdenad saSiSia maTSi cxovreba samomavlod. kiTxvaSi ar Cans, Tu romel sakadastro kodze mdebare uZravi qoneba warmoadgens eqspertizis damniSnavis interess. eqsperti ki Tavis daskvnaSi pasuxobs ამა თუ იმ მოსარჩელის sacxovrebel saxlTan dakavSirebiT da arsad ar uTiTebs gamosakvlevi uZravi qonebis sakadastro kods. eqspertis mier gamokvleuli saxlებi aSenebulia წლების წინ da eqsperti saerTod ar msjelobs aRniSnuli saxli akmayofilebs Tu ara mSeneblobisTvis aucilebel standartebs, ar msjelobs gamowveulia Tu ara sacxovrebeli saxlებis bzarebi mათი bunebrivi cveTiT da sxva garemo pirobebis zegavleniT. aseve ar Seesabameba realobas eqspertis msjeloba, rodesac igi bzarebis gamomwvev mizezad საწარმოს samTo samuSaoebs asaxelebs. eqsperts aRniSnuli daskvnები gakeTebuli aqvs mxolod sofel ..... macxovrebelTa gadmocemiT.

23. mosarCeleTa mier warmodgenili eqspertizis daskvnebis sapirispirod warmodgenilia sainJinro-geologiuri kvlevebis centri sainJgeos kvleva, romlis Tanaxmadac dadasturebulia Semdegi:

- WiaTuris municipalitetis sofel ..... k–is miwisqveSa ubanSi მოპასუხის mier ganxorcielebuli samTo samuSaoebi da misgan gamowveuli zegavlenebi moqceulia samTo qanebis Zvris saproeqto sazRvrebSi da ar scdeba aRniSnul sazRvrebs;

- mosarCeleTa sakuTrebaSi arsebuli arc erTi sakadastro erTeuli ar aris moqceuli 2017-2019 wlebSi k–is miwisqveSa ubanSi ganxorcielebuli samTo samuSaoebisagan gamowveul samTo qanebis Zvris saproeqto sazRvrebSi da aRniSnul samuSaoebs aranairi gavlena ar mouxdenia mosarCeleTa sakuTrebaSi arsebuli uZravi qonebebze. mosarCeleTa sakadastro erTeulebi sakmao manZiliT aris daSorebuli samTo qanebis Zvris saproeqto sazRvrebTan. amavdroulad sabados aTviseba am wlebSi mimdinareoba submeridianulad Crdilo-aRmosavleTidan samxreT-dasavleTis mimarTulebiT – anu sul ufro da ufro Sordeboda mosarCeleTa sakadastro erTeulis teritoriebs da daskvnaSi miTiTebulia, rom მოპასუხის mier warmoebul miwisqveSa ubanSi ganxorcielebul samTo samuSaoebs ar dauzianebia mosarCeleTa sakadastro erTeulis teritoriaze arsebuli Senoba-nagebobebi da aRniSnuli samuSaoebiT ar gauaresebula ~ Senobebis mdgomareobia.

24. კასატორის პრეტენზიით, დაუსაბუთებელ. sasamarTlos mier mosarCeleTa qonebis zianSi mopasuxis braliს 70 %-is odenobiT gansazRvra maSin, rodesac daskvnebis Tanaxmad, საწარმოს samuSaoebi saerTod ar uwarmoebia, xolo nawarmoebi rom ჰqondes, saxlebi aris eqspluatacia vadagasuli, yovelgvari proeqtebis da usafrTxoebis normebis dacvis gareSe naSeni, mravali wlis ganmavlobaSi gavlena moaxdina fuZe gruntebis gawylianebam, naleqebma, miwisZvrebma da მოპასუხე romc ar arsebuliyo bunebaSi, mainc igive mdgomareobaSi iqnebodnen.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მოპასუხე საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე საწარმოს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელ. შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულ. სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ. მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხის ძირითადი პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რაც მოპასუხის მიერ გამხორციელებულ სამუშაოებსა და მოსარჩელეთა კუთვნილი სახლების დაზიანებას შორის მიზეზობრივ კავშირს გამორიცხავდა.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“). ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედაც მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად გამოწვეული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალ.ნი) (შეად. #ას-105-2021, 02.04.2021 წ.).

33. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას შეეხება, განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით შეეძლო, სასამართლოსათვის შეეთავაზებინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ მოპასუხე საწარმოს მიერ წარმოებული სამუშაოები, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა, რაც არ განუხორციელებია, შესაბამისად, მოპასუხემ ვერ გააქარწყლა მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის შესახებ მოსარჩელეთა არგუმენტები (შეად. სუსგ #ას-346-2020, 19.02.2021 წ.). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ამ განჩინების 6.1 ქვეპუნქტი) გამოსარიცხად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა (იხ. ამ განჩინების 6.4 და 6.5 ქვეპუნქტები) არ გამოდგება. ამასთან, მოსარჩელეებმა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საწინააღმდეგოდაც წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 6.8, 6.10, 6.11 ქვეპუნქტები), რომლის თანახმადაც შპს „ს–ოს“ დასკვნა არ შეესებამება რეალურ მდგომარეობას და ეფუძნება 1962 წლის დადგენილებას, რომელიც სხვა საწარმოს მიერ განხორციელებული სამუშაოების პერიოდშია შექმნილი.

34. მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულ., აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან.

35. კასატორის (მოპასუხე) პრეტენზია ისაა, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიული არაა და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებსა და მოსარჩელეთა პრეტენზიას ეფუძნება, მაშინ როცა შპს „ს–ოს“ დასკვნით გამოირიცხება მოპასუხის ბრალი უძრავი ქონების დაზიანებაში. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მოსარჩელეებმა წარმოადგინეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შედგენილია სარჩელის წარდგენის დროისათვის არსებული მდგომარეობით და რომლის თანახმადაც მოპასუხე საწარმოს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლ.ნი განაწილების პრინციპის თანახმად, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამორიცხვის ტვირთი მოპასუხეზე გადავიდა. მოპასუხემ გარკვეული მტკიცებულება წარადგინა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ, თუმცა მას სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია და იგი ვერ დაძლია. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-15, მე-17, მე-18 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს მასზე.

36. მოპასუხის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მის მიერ განხორციელებულ აფეთქებით სამუშაოებს არ გამოუწვევია მოსარჩელეთა კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - მოსარჩელეთა უძრავი ქონების დაზიანებას შორის. საკასაციო სასამართლო, კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან მოპასუხის პრეტენზია მის მიერ წარმოდგენილი და მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი უფრო მეტად პროცესუალური საკითხია, რამდენად ასაბუთებს ესა თუ ის მხარე თავის პოზიციას, ვიდრე სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი. ა. ამ მიმართულებით კვალიფიციური შედავება კასატორს არ წარმოუდგენია.

37. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რომლის თაობაზეც ვრცლად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (შეად. სუსგ #ას-1765-2019, 23.07.2020 წ.).

38. სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მისი უმოქმედობით - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი (შეად. სუსგ #ას-749-2020, 12.10.2020 წ.).

39. ამდენად, საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სსკ-ის 992-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც სავალდებულოა დადგინდეს დელიქტური ქმედების განმაპირობებელი ფაქტები: მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ნეგატიური შედეგის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეს წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი) საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ გამოვლენილ. დელიქტიდან გამომდინარე მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა, რადგანაც ზიანის მიმყენებელმა საკუთარი ქმედების მართლზომიერება ვერ დაამტკიცა. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო სასამართლო, მხარეთა შედავებების გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე დაყრდნობით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ფულად მოთხოვნასთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როდესაც სახეზეა შერეული ბრალი, მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლომ სწორად გამოიყენა/განმარტა სსკ-ის 415-ე მუხლი (შეად. სუსგ #=N ას-274-2019, 15.10.2019 წ.).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.მ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჯ.მ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1627306390, გადახდის თარიღი 2021 წლის 26 ივლისი), 70% – 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური