Facebook Twitter

საქმე №ას-634-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი - ნ.ყ–ი (მოსარჩელე)

მეორე კასატორი - ააიპ „ჩ.ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების ნაწილის ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე უვადოდ აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება, დისკრიმინაციის აღმოფხვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ნოებრის გადაწყვეტილებით:

- ა(ა)იპ „ჩ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- ნ.ყ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ა(ა)იპ „ჩ.ა–ს“ ნ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 18 თვის ხელფასის 27 000 ლარის (დარიცხული) გადახდის ვალდებულება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

- ა(ა)იპ „ჩ.ა–ს“ ნ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 43 200 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) გადახდა.

- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად;

- საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 ნოებრის გადაწყვეტილების მე-100 პუნქტში საკასაციო პალატამ იმსჯელა საპროცესო ხარჯების განაწილებაზე და დაადგინა, რომ ვინაიდან მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია 43 200 ლარის ნაწილში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 ლარი, თუმცა აღნიშნული არ ასახულა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

3. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვა.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ „ჩ.ა–ს“ ნ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისრება ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ „ჩ.ა–ს“ ნ.ყ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550 ლარი;

2. საკასაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე