Facebook Twitter

საქმე №ას-1766-2019 29 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე,

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 59 726.35 ლარის გადახდა, ასევე ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 წლისა, სარგებლის გადახდა დავალიანების ძირითადი თანხის - 59 726.35 ლარის - წლიური 7% (რაც ყოველთვიურად შეადგენს 348 ლარს).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინება საკსაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.

2020 წლის 9 აგვისტოს სს „დ–ის“ გენერალურმა დირექტორმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2021 წლის 19 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განმცხადებელი განმარტავს, რომ განჩინებაში ბაჟის ოდენობად მითითებულია „3240“ ლარი, ნაცვლად „3240.15“ ლარისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნტში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 240.15 ლარის ნაცვლათ მითითებულია 3 240 ლარი.

მოხმობილი ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხად, ნაცვლად 3 240 ლარისა უნდა მიეთითოს 3 240.15 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, „3 240“ გასწორდეს და მიეთითოს „3 240.15“;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე