Facebook Twitter

საქმე №ა-256-შ-4-2018 30 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი დ.ა. ძე ა–ის სარჩელზე ა.ს. ძე კ–ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესით თანხის გადახდევინებაზე, რომლის თანახმად:

1.1. ა.ს. ძე კ–ა ნაწილობრივ დაფარავს დავალიანებას 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, გადახდის დღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, 2011 წლის 29 აპრილამდე ვადაში;

1.2. ვალის დარჩენილი თანხა 665 186,26 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით, გადახდის დღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით, ანაზღაურებული იქნება 2011 წლის 15 დეკემბრამდე ვადაში;

1.3. ვალის აუნაზღაურებელ თანხაზე ირიცხება პროცენტი, წლიური 5%-ის ოდენობით, 2010 წლის 5 ნოემბრიდან (ა.ს. ძე კ–ას მიერ ვალის თანხის დაბრუნების პრეტენზიის მიღების თარიღიდან) ვალის მთელი თანხის ფაქტიურად დაფარვის თარიღის ჩათვლით. პროცენტები ერიცხება ვალის თანხას, რომელიც ნომინირებულია აშშ დოლარებში პროცენტების თითოეული გადახდის თარიღისათვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით;

1.4. პროცენტები გადახდას ექვემდებარება შემდეგი წესით:

1.4.1. 2011 წლის 31 მაისს - პროცენტები 2010 წლის 5 ნოემბრიდან 2011 წლის 29 აპრილის ჩათვლით პერიოდზე 27 775,71 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (1 165 186,26$ x 174 დღე);

1.4.2. 2011 წლის 31 მაისს - პროცენტები 2011 წლის 29 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდზე 2916,18 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 32 დღე);

1.4.3. 2011 წლის 30 ივნისს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.4. 2011 წლის 31 ივლისს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.5. 2011 წლის 31 აგვისტოს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.6. 2011 წლის 30 სექტემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.7. 2011 წლის 31 ოქტომბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე 2825,05 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 31 დღე);

1.4.8. 2011 წლის 30 ნოემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე 2733,92 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 30 დღე);

1.4.9. 2011 წლის 15 დეკემბერს - პროცენტები 2011 წლის 1-დან 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე 1366,95 აშშ დოლარის ოდენობით, გადახდის თარიღისთვის რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის კურსით (665 186,26$ x (0,0137% x 15 დღე).

1.5. ფულის მიღებისას გაიცემა ხელწერილი;

1.6. ვალის თანხის ვადამდე დაფარვის შემთხვევაში პროცენტები ანაზღაურდება ვალის ფაქტიურად დაბრუნების თარიღის ჩათვლით;

1.7. ვალის და/ან პროცენტების დაბრუნების ნებისმიერი ვადის გამოტოვების შემთხვევაში ერთ სამუშაო დღეზე მეტი ხნით ა.ს. ძე კ–ა ითვლება მოცემული მორიგების აქტის დამრღვევად, მორიგების აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

1.8. მხარეთა სასამართლო ხარჯები კომპენსირებას არ ექვემდებარება;

2. ზემოაღნიშნული განჩინებით წარმოება საქმეზე №2-369/11 დ.ა. ძე ა–ის სარჩელზე ა.ს. ძე კ–ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების წესით თანხის გადახდევინებაზე შეწყდა; დ.ა. ძე ა–სა და ა.ს. ძე კ–ას განემარტათ, რომ არ დაიშვება განმეორებით მიმართვა სასამართლოში იმავე მხარეებს შორის დავაზე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით; სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს კერძო საჩივარი მოსკოვის საქალაქო სასამართლოში 10 დღის განმავლობაში.

3. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განჩინებით შესწორდა ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაში დაშვებული შეცდომა და, ნაცვლად სამოქალაქო საქმის ნომრისა №2-369/11, მიეთითა №2-105/11;

4. დ.ა–ის წარმომადგენლებმა ლ.კ–ძემ და მ.ნ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.

5. შუამდგომლობის ავტორი უთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ შეასრულა მორიგების პირობები, რის გამოც, ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაიწყო იძულებითი აღსრულება.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო განხილვაში მონაწილეობდა, სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა და ითხოვა მორიგების პირობების დამტკიცება.

7. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების დამოწმებულ ასლზე ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს მიერ მითითებულია, რომ აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 14 თებერვალს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ.ა–ს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ, ნათლად განესაზღვრა, თუ თანხის დაკისრების რა ნაწილში ითხოვდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა; ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით.

9. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა მინდობილობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ასევე დაზუსტებული მოთხოვნა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მოწინააღმდეგე მხარისათვის 972 263,26 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ, ნათლად განესაზღვრა, თუ თანხის დაკისრების რა ნაწილში ითხოვდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას; ბ) რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ ის გარემოება, თუ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება რა ნაწილში იყო აღსასრულებელი (იმ ვალუტაში მითითებით, რა ვალუტაშიც იყო ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დაკისრებული თანხა მოწინააღმდეგე მხარისთვის; ასევე იმის მითითებით, თუ მოწინააღმდეგე მხარის კონკრეტულად რომელი ვალდებულებები იყო აღსასრულებელი).

11. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მთლიანი დავალიანება შეადგენს 537 299 აშშ დოლარს, ასევე - რუსეთის ფედერაციის სასამართლო პრისტავების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს განსაკუთრებულ სააღსრულებო წარმოებაზე სასამართლო პრისტავების სარაიონთაშორისო განყოფილების სასამართლოს პრისტავ-აღმასრულებლის ა.ს. ძე დ–ის 2017 წლის 28 დეკემბრის სააღსრულებო დოკუმენტის დასრულებისა და აღმასრულებლისადმი დაბრუნების დადგენილება და რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ 2017 წლის 28 დეკემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ, ნათლად განესაზღვრა, თუ თანხის დაკისრების რა ნაწილში ითხოვდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას; ბ) რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ ის გარემოება, თუ აღმასრულებლის მიერ 442 250 რუბლის ამოღების შედეგად, რამდენი ამერიკული დოლარით შემცირდა მოწინააღმდეგე მხარის დავალიანება და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დამტკიცებულ მორიგების აქტში მითითებული ფულადი ვალდებულებებიდან (ძირითადი თანხა, პროცენტები), რომელი მათგანი დარჩა აღსასრულებელი (ამერიკულ დოლარში მითითებით).

13. 2018 წლის 30 აპრილს, ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლებმა ლ.კ–ძემ და მ.ნ–ძემ წერილობითი განცხადებით მოითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დამატებით 20 დღით იმ საფუძვლით, რომ რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოდან ცნობის მიღებისთვის საჭიროა 1 თვე, რაც აღემატება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადას.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის განჩინებით დ.ა–ის წარმომადგენლების ლ.კ–ძისა და მ.ნ–ძის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა; დ.ა–ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) დაზუსტებული მოთხოვნა, კერძოდ, ნათლად განესაზღვრა, თუ თანხის დაკისრების რა ნაწილში ითხოვდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას; ბ) რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ ის გარემოება, თუ აღმასრულებლის მიერ 442 250 რუბლის ამოღების შედეგად, რამდენი ამერიკული დოლარით შემცირდა მოწინააღმდეგე მხარის დავალიანება და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით დამტკიცებულ მორიგების აქტში მითითებული ფულადი ვალდებულებებიდან (ძირითადი თანხა, პროცენტები), რომელი მათგანი დარჩა აღსასრულებელი (ამერიკულ დოლარში მითითებით).

15. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლებმა ლ.კ–ძემ და მ.ნ–ძემ წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება 1 202 804,07 აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, მათ წარმოადგინეს რუსეთის ფედერაციის სასამართლო პრისტავების ფედერალური სამსახურის მოსკოვის სამმართველოს განსაკუთრებულ სააღსრულებო წარმოებაზე სასამართლო პრისტავების სარაიონთაშორისო განყოფილების სასამართლოს პრისტავ-აღმასრულებლის დადგენილება ძებნის შეწყვეტის შესახებ, რომლიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით მოვალე ა.კ–ას მიმართ განხორციელებული სააღსრულებო წარმოების მიხედვით დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 1 202 804,07 აშშ დოლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას, შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში.

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ.

18. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს ა.კ–ას უნდა გაეგზავნოს შუამდგომლობა და განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას, აგრეთვე, უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.ა–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ტიმირიაზევის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 3 თებერვლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად;

2. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნოს ა.კ–ას და მასვე განემარტოს, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა;

3. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე), მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე, თუ მოპასუხე წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ მოითხოვს საქმის ზეპირ განხილვას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური