Facebook Twitter

საქმე №ა-2883-შ-74-2021 8 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი.პ. ძე მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილებით ი.პ. ძე მ–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ნ.შ–სა და ი.პ. ძე მ–ს შორის ქ. თბილისში 2005 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.შ–მა და მოითხოვა საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ი.პ. ძე მ–მა (მოსარჩელე) სასამართლოს წარუდგინა ოფიციალური ცნობა, რომლის მიხედვით სარჩელის ზუსტი ასლი, სასამართლოში დოკუმენტების შეტანის ოქმი (№45/7-2-2007), ისევე როგორც სამართალწარმოების დანიშვნის აქტი და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ დისკუსიაზე მოსაწვევი დროულად და ოფიციალურად გადაეცა მოპასუხეს - ნ.შ–ს; შუამდგომლობაზე თანდართული, საბერძნეთის დემოკრატიული რესპუბლიკის კალამატას პირველი ინსტანციის სასამართლო საარქივო განყოფილების მიერ გაცემული მოწმობიდან ირკვევა, რომ 2021 წლის 20 მაისამდე კალამატას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შესულა რეგულარული ან საგანგებო მიმართვა კალამატას პირველი ინსტანციის სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილების წინააღმდეგ; შუამდგომლობაზე თანდართული, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ნ.შ–სა და ი.პ. ძე მ–ს შორის ქ. თბილისში 2005 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, უნდა დაკმაყოფილდეს.

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ნ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ნ.შ–სა და ი.პ. ძე მ–ს შორის ქ. თბილისში 2005 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.შ–ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ნ.შ–სა და ი.პ. ძე მ–ს შორის ქ. თბილისში 2005 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქალაქ კალამატას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს №84/2008 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.შ–სა და ი.პ. ძე მ–ს შორის ქ. თბილისში 2005 წლის 22 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი