საქმე №ა-5335-შ-153-2021 17 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.რ-ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ს–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილებით, თ.რ-ს–ი და ბ. ს–ი განქორწინდნენ (ქორწინება რეგისტრირებული იყო 2012 წლის 23 თებერვალს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურს მიერ).
2. თ.რ-ს–ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე იყო. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, თ.რ-ს–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილებით, თ.რ-ს–ი და ბ. ს–ი განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.რ-ს–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, ურლას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის (№2016/41) გადაწყვეტილება, რომლითაც თ.რ-ს–ი და ბ. ს–ი განქორწინდნენ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე