ბ-648-13(ა-06) 30 მაისი, 2006წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ
შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-ის განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის საკითხი. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006წ. 18 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა ა. ბ-მა. განმცხადებელი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 9 მარტის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას.
საკასაციო სასამართლო ა. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) მიღებული აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ამიტომ სსკ-ის 424-ე მუხლის გათვალისწინებით, ა. ბ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და აღნიშნული განცხადების დასაშვებობის საკითხზე ვერ იმსჯელებს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ის 399-ე, 390-ე, 423-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.