საქმე №ას-385-2019 1 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაყწვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი შპს „მ–ის“ მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
2021 წლის 8 ივლისს, შპს მ–ის დირექტორმა მ.უ–ვამ და სს "ს.ბ–ის" წარმომადგენელმა გ.მ–მა ნოტარიულად დამოწმებული, ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
აღნიშნული განცხადებით მოპასუხემ სრულად ცნო სარჩელი და უარი განაცხადა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ხოლო მოსარჩელე დაეთანხმა წარმოდგენილ განცხადებას და უარი თქვა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
2021 წლის 8 ოქტომბერს, სს " ს.ბ–ის" წარმომადგენელმა წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ: სს "ს.ბ–ს" (შემდგომში ბანკი) წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის გ.მ–ის სახით, მეორე მხრივ: ქ. შპს "მ–ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის - მ.უ–ვას სახით, მ.უ–ვას, მ.უ–ვას და შპს "მ.ქ–ი" მისი დირექტორის დ.რ–ის (შემდგომში - მოპასუხეები) (შემდგომში - ბანკი და მოპასუხეები ერთობლივად - მხარეები) სახით და მესამე მხრივ: შპს "გ.ლ." წარმოდგენილი მისი დირექტორის შ.ლ–ის (შემდეგში ინვესტორი) მიერ და მ.ლ–ას შორის საქმეზე Nას-417-2020 და შეწყდა წარმოება.
აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 13.3. პუნქტში მითითებულია, რომ შპს "მ–ი" იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს Nას-385-2019 სამოქალაქო საქმის წარმოების ფარგლებში, ბანკის მიერ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით, წარდგენილი სარჩელის ცნობის თაობაზე. მითითებულ განცხადებებზე ხელმოწერით, ბანკი ასევე გამოხატავს თანხმობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ბანკი უარს აცხადების მორიგების აქტის, მორიგების პირობების 13.1-13.3. პუნქტებით გათვალისწინებული განცხადებების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრებაზე. ამავე განჩინების მე-19 პუნქტის თანახმად, ინვესტორის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ბანკი უზრუნველყოფს, ინვესტორისთვის მინდობილობის მომზადებას, რომლის მეშვეობითაც, ინვესტორს ექნება შესაძლებლობა ბანკის საკუთრებაში რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ნივთებზე მოიპოვოს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მდებარე: 1. ქ. თბილისი, ........., საკ. კოდი - ........; 2. ქ. თბილისი, ....... N31, საკ. კოდი - ......;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
2021 წლის 8 ივლისს შპს მ–ის დირექტორმა მ.უ–ვამ და სს "ს.ბ–ის" წარმომადგენელმა გ.მ–მა ნოტარიულად დამოწმებული, ერთობლივი განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. აღნიშნული განცხადებით მოპასუხე სრულად ცნობს სარჩელს და უარს აცხადებს, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, ხოლო მოსარჩელე ერთანხმება წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
2021 წლის 8 ოქტომბერს, სს " ს.ბ–ის" წარმომადგენელმა წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგება, ერთი მხრივ: სს "ს.ბ–ს" (შემდგომში ბანკი) წარმოდგენილი მისი წარმომადგენლის გ.მ–ის სახით, მეორე მხრივ: ქ. შპს "მ–ს, წარმოდგენილი მისი დირექტორის - მ.უ–ვას სახით, მ.უ–ვას, მ.უ–ვას და შპს "მ.ქ–ი" მისი დირექტორის დ.რ–ის (შემდგომში - მოპასუხეები) (შემდგომში - ბანკი და მოპასუხეები ერთობლივად - მხარეები) სახით და მესამე მხრივ: შპს "გ.ლ." წარმოდგენილი მისი დირექტორის შ.ლ–ის (შემდეგში ინვესტორი) მიერ და მ.ლ–ას შორის საქმეზე Nას-417-2020 და შეწყდა წარმოება.
აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 13.3. პუნქტში მითითებულია, რომ შპს "მ–ი" იღებს ვალდებულებას, მორიგების აქტის სასამართლოში დამტკიცებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განცხადებით მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს Nას-385-2019 სამოქალაქო საქმის წარმოების ფარგლებში, ბანკის მიერ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით, წარდგენილი სარჩელის ცნობის თაობაზე. მითითებულ განცხადებებზე ხელმოწერით, ბანკი ასევე გამოხატავს თანხმობას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, ბანკი უარს აცხადების მორიგების აქტის, მორიგების პირობების 13.1-13.3. პუნქტებით გათვალისწინებული განცხადებების საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების/გადაწყვეტილებების გასაჩივრებაზე. ამავე განჩინების მე-19 პუნქტის თანახმად, ინვესტორის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის მორიგების პირობების მე-17 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ბანკი უზრუნველყოფს, ინვესტორისთვის მინდობილობის მომზადებას, რომლის მეშვეობითაც, ინვესტორს ექნება შესაძლებლობა ბანკის საკუთრებაში რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ნივთებზე მოიპოვოს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მდებარე: 1. ქ. თბილისი, ...... N31, საკ. კოდი - .......; 2. ქ. თბილისი, ........ N31, საკ. კოდი - ......;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად,მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შპს "მ–ის" დირექტორმა მ.უ–ვამ და მოსარჩელემ სს "ს.ბ–მა" ერთბლოვი განცხადებით მომართეს სასამართლოს, რომლითაც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხე დაეთანხმა აღნიშნულს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უარი ეთქვა სარჩელზე (საქმე Nას-385-2019) და 2021 წლის 8 ივლისს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სარჩელის ცნობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა იწვევს სარჩელის დაკმაყოფილებას რაც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რომ პალატა მიიჩნევს, რომ შპს "მ–ის" განცხადება, სარჩელის ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს - სს "ს.ბ–ს" სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "მ–ის" და სს "ს.ბ–ის" შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. სს "ს.ბ–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. სს "ს.ბ–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. შპს „მ–ის“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს სს „ს.ბ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ........ N31 ს.კ ........ და N......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს „ს.ბ–ს“;
6. კასატორ სს "ს.ბ–ს" (ს/კ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 10 მაისს N14454 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური