Facebook Twitter

საქმე № ას-353-2021 22 ნოემბერი 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

კასატორი - მ.ხ–ი (მოპასუხე);

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა–ი (რ.ბ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე);

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

დავის საგანი - სამისდღეშიო ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების დაბრუნება;

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ე.ა–ის ( რ.ბ–ის უფლებანონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა: შეწყდა რ.ბ–სა და მ.მ–ს შორის 2017 წლის 09 იანვარს დადებული №170016682 სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება: უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ......., ბინა ს/კ ....... აღირიცხა ე.ა–ის (რ.ბ–ის უფლებამონაცვლე) სახელზე: მოპასუხე მ.მ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟის გადახდა - 50 ლარის ოდენობით: მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით 1. მ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 2. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ხ–ის წარმომადგენელმა შეიტანა საკასაციო საჩივარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მ.ხ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 3000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

5. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 25 მაისს (ტ. 2, ს. ფ. 118).

6. კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსებად ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით 2021 წლის 31 მაისს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით მ.ხ–ის წარმოამდგენლის გ.ნ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მ.ხ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 3000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).

8. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით (ტ. 2, ს. ფ. 123).

9. კასატორის წარმომადგენელმა 2021 წლის 10 სექტემბერს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით მ.ხ–ის წარმოამდგენლის გ.ნ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა: მ.ხ–ს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 3000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

11. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმოამდგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 05 ოქტომბერს (ტ. 2, ს. ფ. 141).

12. 2021 წლის 06 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დავის დასრულებამდე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მ.ხ–ის წარმოამდგენლის გ.ნ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დავის დასრულებამდე არ დაკმაყოფილდა: მ.ხ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: 3000 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“);

14. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 26 ოქტომბერს (ტ. 2, ს. ფ. 147).

15. კასატორის წარმომადგენელმა 2021 წლის 11 ნოემბერს მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დავის დასრულებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება კასატორის წარმომადგენელს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად ეცნობა 2021 წლის 26 ოქტომბერს (ტ. 2, ს. ფ. 147).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 27 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის პირველს ნოემბერს (ორშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით შეევსო.

19. უზენასი სასამართლო მიუთითებს გარემოებაზე, კერძოდ იმაზე, რომ კასატორის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე ვადის გადავადების შუამდგომლობით 2021 წლის 01 ნოემბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იდენტური შინაარსის შუამდგომბლობა კასატორს წარმოდგენილი ჰქონდა 2021 წლის 06 ოქტომბერს. სასამართლო მხარის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური შინაარსის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს 2021 წლის 18 ოქტომბრის განშინების ფარგლებში. ამასთან ნიშანდობლივია, რომ ახალი განცხადებით მხარეს არ წარმოუდგენია, არც დამატებითი და არც ახალი მტკიცებულებები. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დაარღვია ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5 დღიანი ვადა, რაც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

20. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

21. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

22. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე