Facebook Twitter

საქმე №ა-5645-შ-162-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.პ–კო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.პ–კოსა და ზ.მ–ძეს შორის 2013 წლის 5 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01133007590) შეწყდა.

ზ.მ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 29 ივნისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია უკრაინის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ზ.მ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ზ.მ–ძის შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ.მ–ძის შუამდგომლობა უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა.პ–კოსა და ზ.მ–ძეს შორის 2013 წლის 5 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01133007590) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 29 ივნისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია უკრაინის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ზ.მ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ზ.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის კიევის ოლქის ბროვარსკის მიკრორაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.პ–კოსა და ზ.მ–ძეს შორის 2013 წლის 5 ნოემბერს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №01133007590) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი