Facebook Twitter

საქმე №ას-650-2020

27 იანვარი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ე–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ.ე–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს.რ–სა“ და შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლის“ მიმართ და ზიანის ანაზღაურებისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.ე–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხეებს: შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს (საიდენტიფიკაციო ნომერი: .....) და სს „ს.რ“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) მოსარჩელე ზ.ე–ის (პ/ნ: .....) სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, ....... მდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ: .......) ახალი შესასვლელის და ჭიშკრის მოწყობა (შპს „ტ–ას“ პროექტში მითითებულ ადგილზე). ასევე, დაევალათ მიწაყრილის გამო გაუქმებული და ღიად დარჩენილი შესასვლელის ბეტონის ფილით შეღობვა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრების წარდგენის გზით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,ს.რ–სა“ და შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2017 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ე–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხეებს - შპს „ჩ.რ. ?-ე ბიუროს ჯგუფსსა“ და სს „ს.რ–ას“ მოსარჩელე ზ.ე–ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ..... მდებარე მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ: .....) ახალი შესასვლელი ადგილის მოწყობა და მიწაყრილის გამო გაუქმებული და ღიად დარჩენილი შესასვლელის ბეტონის ფილით შეღობვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედმა ფილიალმა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2020 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

2020 წლის 12 აგვისტოს კასატორმა ხარვეზის შევსების მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2020 წლის 18 აგვისტოს წარმოადგინა დაზუტებილი საკასაციო საჩივარი და ასევე ამავე წლის 19 აგვისტოს წარმოადგინა საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 3 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება და შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლის“ ხელმოუწერელი საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლი“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ს“ გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 03 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაბარდა კასატორის თანამშრომელს, მ.ა–ძეს (კოორდინატორს), 2020 წლის 18 ოქტომბერს

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2020 წლის 19 ოქტომბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2020 წლის 21 ოქტომბერს.

კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2020 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს,რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ლის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს განუხილველად.

2. შპს ,,ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ.მ.ფ–ს“ დაუბრუნდეს მის მიერ (ს/კ ......) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N398, გადახდის თარიღი 2020 წლის 10 აგვისტო).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე