Facebook Twitter

საქმე №ა-5709-შ-163-2021 26 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ქ.ი–ვა

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.მ.გ–ეს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ.ი–ვამ 2021 წლის 30 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ქ.ი–ვას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ.ი–ვას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილებით ვ.მ.გ–ეს და ქ.ი–ვა გ–ეს განქორწინდნენ; ქ.ი–ვა გ–მა დაიბრუნა ქორწინებამდე გვარი - ი–ვა. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და მხარეები პროცესზე გამოცხადებულნი იყვნენ). ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ი–ვას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის კუკის ოლქის რაიონული სასამართლოს №2020D007960 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ი–ვასა და ვ.მ.გ–ესს შორის ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე