13 იანვარი 2022 წელი
საქმე№ ა-6331-შ-173-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.გ–ა
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.პ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №RS18D16873)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 28 დეკემბერს ბ.გ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
შუამდგომლობის და თანდართული მასალების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება მოსარჩელე ჯ.პ–ისა და მოპასუხე ბ.გ–ას შორის, რომელიც შედგა 2014 წლის 13 ნოემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე, მოსარჩელე _ ჯ.პ–ი და მოპასუხე _ ბ.გ–ა. დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით ბ.გ–ას შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ბ.გ–ას შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ჯ.პ–ისა და მოპასუხე ბ.გ–ას შორის შეწყდა ქორწინება და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი _ ბ.გ–ა არის საქართველოს მოქალაქე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.გ–ას შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე №RS18D16873) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთის საუს ვესტის განქორწინების ტერიტორიული ერთეულის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №RS18D16873), რომლითაც შეწყდა 2014 წლის 13 ნოემბერს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება ჯ.პ–ისა და ბ.გ–ას შორის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია