10 იანვარი 2022 წელი
საქმე№ ა-5963-შ-165-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № 6 F 1501/20)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.ხ–მა, გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
შუამდგომლობისა და თანდართული მასალების მიხედვით, გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, შეწყდა მოსარჩელე ნ.ხ–ს (დაბადებული 27.07.1986წ., საქართველოს მოქალაქე) და მოპასუხე გ.მ–ს (დაბადებული 09.03.1981წ., გერმანიის მოქალაქე) შორის 2012 წლის 25 მაისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 80201230936). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელის კომპენსაციის უზრუნველყოფა გერმანიის ფედერალურ საპენსიო დაზღვევაში არ შედგება. მოპასუხის კომპენსაციის უზრუნველყოფა ბადენ-ვურტემბერგის გერმანიის საპენსიო დაზღვევაში არ შედგება. სასამართლო ხარჯები მხარეებს გადახდათ თანაბრად.
შუამდგომლობაზე თანდართული დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელის მითითებით ქორწინება არ შედგა და მოითხოვა განქორწინება, მოპასუხეს გადაეცა განცხადება განქორწინების შესახებ და მოპასუხე არ ეწინააღმდეგება მოთხოვნას. გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 10 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ.ხ–ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ ნ.ხ–ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
დადგენილია, რომ გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა მოსარჩელე ნ.ხ–ს (დაბადებული 27.07.1986წ., საქართველოს მოქალაქე) და მოპასუხე გ.მ–ს (დაბადებული 09.03.1981წ., გერმანიის მოქალაქე) შორის 2012 წლის 25 მაისს თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 80201230936) და გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 10 ივნისს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა.
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი არის საქართველოს მოქალაქე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № 6 F 1501/20) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს, საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № 6 F 1501/20), რომლითაც შეწყდა მოსარჩელე ნ.ხ–ს (დაბადებული 27.07.1986წ. საქართველოს მოქალაქე) და მოპასუხე გ.მ–ს (დაბადებული 09.03.1981წ., გერმანიის მოქალაქე) შორის 2012 წლის 25 მაისს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების სარეგისტრაციო ნომერი 80201230936).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია