Facebook Twitter

საქმე №ა-106-შ-3-2022 20 იანვარი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ.ფ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილებით, ვ.ფ–ძესა და ა.კ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინება რეგისტრირებული იყო 2004 წლის 1 ივნისს ბათუმში, სსგს აჭარის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ).

2. ვ.ფ–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, მოწინააღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოსარჩელე (მომჩივანი) იყო, რომელიც წარმოდგენილი იყო ადვოკატით. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებით, ვ.ფ–ძის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილებით, ვ.ფ–ძესა და ა.კ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.ფ–ძის შუამდგომლობა იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, რიეტის სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის №1787105, №1036 153/2007 გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ფ–ძესა და ა.კ–ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე