Facebook Twitter

3გ-ად-3-ბ-02 5 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

განმცხადებლის მოთხოვნა: გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართვლეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატიის 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ....... ასოციაცია «ე-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 22 ივნისის განჩინება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართვლეოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით თბილისის რეგიონალურ საბაჟოს საბაჟო «...... « ასოციაცია «ე-ის» სასრაგებლოდ 22316 ლარისა და 81 თეთრის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2002წ. 29 მაისს განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად უზენაესი სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ იგი აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სასამართლოს საქმეში მესამე პირად უნდა ჩაება, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვაში ფინანსთა სამინისტრო არ უნდა ყოფილიყო მოწვეული, რადგან იგი სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეს არ წარმოადგენდა. მოსარჩელე საქართველოს ...... ასოციაცია «ე-ა» სარჩელით თბილისის რეგიონალური საბაჟოსაგან (საბაჟო «......») მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხმების დაბრუნებას მოითხოვდა. სადავო ურთიერთობა საბაჟო უწყებასა და იურიდიულ პირს შორის წარმოშობილ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, რომელშიც სახელმწიფო საბაჟო უწყების სახით მონაწილეობს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადებაში მითითებულ პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საბაჟო ურთიერთობაში სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეობს საბაჟო უწყება. შესაბამისად, საკასაციო სასამართთლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო ნორმების დაცვით, სადავო ურთიერთობის მონაწილე მხარეთა დასწრებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ამრიგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის I ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 430-ე მუხლების II ნაწილით, 284-286-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.