Facebook Twitter

საქმე №ას-503-2021 23 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ვ.ბ–ძე, ამხანაგობა "ა–ის ?"-ის თავმჯდომარე, ა.ლ–ძე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ო.ა–ი, ე.ა–ი, ა.ა–ი (მოსარჩელეები, შეგებებულის სარჩელით მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელით), უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ო.ა–ის, ე.ა–ის და ა.ა–ის სარჩელი ვ.ბ–ძის და ა.ლ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ვ.ბ–ძის და ა.ლ–ძის შეგებებული სარჩელი, მოსარჩელეების მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ. მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 8000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს, ი.შ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 19 ივლისს.

2021 წლის 26 ივლისს, ფოსტის მეშვეობით, კასატორების წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება 1 თვით, რადგან მძიმე ფინანსური მდგომარეობის და მცირე დროის გამო განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორება ვერ შეძლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 8000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ი.შ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 2 ნოემბერს.

2021 წლის 8 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ი.შ–ძემ და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და წარმომადგენლის ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა, 8000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორების წარმომადგენელს, ი.შ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 19 ივლისს.

2021 წლის 26 ივლისს, ფოსტის მეშვეობით, კასატორების წარმომადგენელმა მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება 1 თვით, რადგან მძიმე ფინანსური მდგომარეობის და მცირე დროის გამო განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორება ვერ შეძლეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ 8000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.

ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი პირადად ი.შ–ძეს ჩაბარდა 2021 წლის 2 ნოემბერს.

2021 წლის 8 ნოემბერს, ფოსტის მეშვეობით, უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა ი.შ–ძემ და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელება, ვინაიდან ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე და წარმომადგენლის ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე ხარვეზის გამოსწორება ვერ შეძლეს.

განსახილველ შემთხვევაში, განჩინებაში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელია, ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას და არღვევს მოწინააღმდეგე მხარის უფლებას. შუამდგომლობის ავტორს საკმარისი დრო ჰქონდა ხარვეზის გამოსწორებისთვის და სასამართლომ არაერთხელ გაუგრძელა ხარვეზის გამოსწორების ვადა, თუმცა კასატორების მხრიდან ხარვეზის გამოსწორების მცდელობა არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ.ბ–ძის, ამხანაგობა "ა–ის ?"-ის თავმჯდომარე ა.ლ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ბ–ძის და ამხანაგობა "ა–ის ?"-ის თავმჯდომარე ა.ლ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი