Facebook Twitter

¹3გ/ად-4-ბ-02 26 ნოემბერი, 2006 წ.

¹ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ც-ძის შუამდგომლობა, რომლითაც უარს აცხადებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოსა და სს ,,ინტელექტბანკის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოშლილად ჩაითვალა 1997 წლის 2 მაისის საიჯარო ხელშკრულება და საიჯარო ამხანაგობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების – 1125,20 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა, ხოლო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის ავტორებს (საიჯარო ამხანაგობის წევრები –ა-ძე, -ძე, ც-ძე, კ-ი, კ-ძე) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებზე, არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე, ეთქვათ უარი.

2002 წლის 14 ივნისს კ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” პუნქტის, 430-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 431-ე მუხლების საფუძველზე იმ მოტივით, რომ მას სასამართლო უწყება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 24 ივნისის განჩინებით კ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 თებერვლის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება კ-ძის განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, გარდაცვლილი კ-ძის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2006 წლის 16 ნოემბერს კ-ძის უფლებამონაცვლემ ც-ძემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც იგი გარდაცვლილი მეუღლის _ კ-ძის პირველი რიგის მემკვიდრედ იქნა აღიარებული და მოითხოვა საქმის წამოების განახლება და ამავე განცხდებით განმცხადებელი უარს ამბობდა კ-ძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განხილვაზე და მის მიერ შეტანილ ყველა სხვა შუამდგომლობაზე და სასარჩელო მოთხოვნაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ე. კ-ძის განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განახლდა საქმის წარმოება და ე. კ-ძის ნაცვლად საქმეში ჩაბმულ იქნა მისი უფლებამონაცვლე ც-ძე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ც-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ე. კ-ძის განცხადებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართლაწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებერ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში განმცხადებლის უფლებამონაცველმ – კ-ძემ უარი განაცხადა რა განცხადების განხილვაზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ანალოგიით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლოს ასევე ნიშანდობლივად მიაჩნია მხარეებისათვის იმაზე მითითება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განცხადებაზე უარს აცხადებს ფიზიკური პირი _ ც-ძე, რის გამოც სასამართლო ვერ გამოიყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებებს და არ ამოწმებს განცხადებაზე უარის თქმის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც-ძის შუამდგომლობა განმცხადებაზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ დავაზე შეწყდეს საქმის წარმოება, ამასთან, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 24 ივნისის განჩინება, რომლითაც კ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით და 272-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ-ძის უფლებამონაცლის ც-ძის შუამდგომლობა განცხადებაზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 24 ივნისის განჩინება და კ-ძის განცხადებაზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.